სარეკლამო ადგილი - 1
976 x 90
არაფერს იშურებენ ადამიანის გულიდან ღმერთის განდევნის ძალისხმევაში - ყველგან, სადაც ხელი მიუწვდებათ: ეკლესიაში, სკოლებში, ტელევიზიით, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორებში, ქუჩაში, ეზოში, ოჯახში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
289 27 ნოემბერი 2022, 12:25
ადამიანში "უფლის ხატისა და მსგავსების" მოსპობით რომ არიან დაკავებული ათეულობით წელიწადი, ზუსტად ეს ძალები - ამ გენმოდიფიცირებულ გარემოში გარდაუვალ არაადამიანურ გამოვლინებებს, მერე თავადვე რაღაც "ჰუმანური" ტერმინებით შეამკობენ, რომლის გარშემო ერთ ლაშქარში ერთიანდებიან. მაგრამ რის წინააღმდეგ? ბოროტების? და ამ ბრძოლაში გამარჯვება უფლის ხსენების გარეშე წარმოგიდგენიათ? და ვინმე სადმე ახსენებს ღმერთს ამ "ბრძოლაში" თავის მედროშედ? - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში. 

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, არაფერს იშურებენ ადამიანის გულიდან ღმერთის განდევნის ყოველდღიურ ძალისხმევაში - ყველგან, სადაც ხელი მიუწვდებათ.


„აკვიატებად ჩამეთვლება მალე, მაგრამ ამ ტოტალურ ომში, რომლის მხოლოდ ერთი ბრძოლაა მოგებული 2012 წლის 1 ოქტომბერს - ყოველდღე "წისქვილებთან" გამკვლავებას, "მეწისქვილის" დამარცხების გარშემო უნდა გავერთიანდეთ. მის მზაკვრობას და ფანტაზიას ხომ საზღვარი არა აქვს. 
ადამიანში "უფლის ხატისა და მსგავსების" მოსპობით რომ არიან დაკავებული ათეულობით წელიწადი, ზუსტად ეს ძალები - ამ გენმოდიფიცირებულ გარემოში გარდაუვალ არაადამიანურ გამოვლინებებს, მერე თავადვე რაღაც "ჰუმანური" ტერმინებით შეამკობენ, რომლის გარშემო ერთ ლაშქარში ერთიანდებიან. მაგრამ რის წინააღმდეგ? ბოროტების? და ამ ბრძოლაში გამარჯვება უფლის ხსენების გარეშე წარმოგიდგენიათ? და ვინმე სადმე ახსენებს ღმერთს ამ "ბრძოლაში" თავის მედროშედ? ამაშია საქმე!
არაფერს იშურებენ ადამიანის გულიდან ღმერთის განდევნის ყოველდღიურ ძალისხმევაში - ყველგან, სადაც ხელი მიუწვდებათ: ეკლესიაში, სკოლებში, ტელევიზიით, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორებში, ქუჩაში, ეზოში, ოჯახში. მერე, როგორც გამოცდილი მეთევზეები, ანკესით ხელში ტკბებიან "ნადავლით" - რათა მისი ბოროტი შინაარსი ისევ მთავრობას, ეკლესიას, სკოლას და ოჯახს გადააბრალონ.
ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს ტრადიციული "გენდერციდი", "რწმენაციდი" და "braincide" - უსულო, უსქესო, უსამშობლო და ბოროტი ბიომასის საბოლოოდ ჩამოყალიბების მიზნით. რომელიც ყველანაირ "ციდზე" წამსვლელი იქნება, რამეთუ ზუსტად ამ მიზნით იქმნება. ეს პროცესი არახალია, უბრალოდ ამჟამად თავის გადამწყვეტ სტადიაშია გადასული. 
თავის დროზე უფალს მიმართეს კითხვით - ამის უკან არსებულ ძალებს როგორ უნდა გავუმკლავდეთო? პასუხი იყო ძალიან მოკლე და კატეგორიული: მხოლოდ მარხვით და ლოცვით! დღეს ეს ღვაწლიც გმირობის ტოლფასია მართლმადიდებლურ საქართველოში. მაგრამ, ვისაც გმირობა არ აშინებს და შეუძლია თავისი წვლილიც შეიტანოს სატანის დამარცხებაში - ჩათვალეთ, რომ იგი ხვალიდან იწყება! ღმერთმა გაგაძლიეროთ მის აღსრულებაში!“ - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო ფოჩხუა ქართული ჯარისთვის უცხოური დაფინანსების შეჩერებაზე: მარტივ ჭეშმარიტებას აქვს ადგილი - ჩვენმა ხელისუფლებამ, გაუგონარი ზეწოლის მიუხედავად, უარი თქვა ქვეყანაში ომის დაწყებაზე
თამარ ჩიბურდანიძე: მაშინ, როდესაც ევროპელები ევროპის უსაფრთხოებით არიან შეშფოთებულნი, ქართველებს მშვიდად სძინავთ, სწორედ ამას არ გვპატიობენ
დავით ქართველიშვილი: საქართველომ უარი თქვა ქვეყნის საომარ პოლიგონად გადაქცევაზე. ამიტომაც შეუჩერეს თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება და გადაისროლეს ეს თანხა იმ NGO ანგარიშებზე, ვინც მეორე ფრონტის გახსნაზე ოცნებობს
გიორგი გამსახურდია: როდის იყო, რომ ნაცმოძრაობისათვის რაიმე წმინდა არსებობდა? რა უკრაინაში რუსული აგრესია და რა უკრაინელი ხალხის გვერდში დგომა? საკუთარი ქვეყნის ჭირს იყენებენ სათავისოდ და უკრაინა არ ჰკიდიათ?
თამთა მეგრელიშვილი: ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ქართული ჯარის დაფინანსება ეგრეთ წოდებულმა პარტნიორებმა შეაჩერეს მხოლოდ იმიტომ, რომ ქართულმა სახელმწიფომ ომს მშვიდობა ამჯობინა
არქივი