სარეკლამო ადგილი - 1
976 x 90
ვატო შაქარიშვილი: ის რომ ფსიქიკურად არ არის ჯანმრთელი არ ათავისუფლებს სააკაშვილს პასუხისმგებლობისგან იმისთვის, რაც ჩადენილი აქვს, დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი, სხვანაირად ვერ გადავშლით ისტორიის ამ ფურცელს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
213 06 დეკემბერი 2022, 14:03

შეუშვით სააკაშვილთან შესაბამისი სამედიცინო მიმართულების კვალიფიციური ექიმი და ოფიციალური დასკვნით გაამყარეთ ის, რაც მისი პოლიტიკაში გამოჩენის დღიდან ყველამ ვიცით - სააკაშვილი არის ფსიქიკურად დაავადებული!- წერს ორგანიზაცია ,,აი იას” თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი.

როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, შეუძლებელია ჯანმრთელი ფსიქიკის ადამიანს შეექმნა ის სისხლიანი რეჟიმი, რომელშიც 9 წელი გვაცხოვრეს!

მისივე თქმით, ის რომ, ფსიქიკურად არ არის ჯანმრთელი არ თავისუფლებს სააკაშვილს პასუხისმგებლობისგან იმისთვის, რაც ჩადენილი აქვს!

„დაუძინებელი მეგობრების” დასანახად პრანჭვის და თავის მართლების დრო არ არის! რა ნობელის პრემიის ლაურეატი ამერიკელი ექიმი, ემპათია და ლომჯარიას კონსილიუმი?!
შეუშვით სააკაშვილთან შესაბამისი სამედიცინო მიმართულების კვალიფიციური ექიმი(მადლობა ღმერთს ბევრი გვყავს) და ოფიციალური დასკვნით გაამყარეთ ის, რაც მისი პოლიტიკაში გამოჩენის დღიდან ყველამ ვიცით - სააკაშვილი არის ფსიქიკურად დაავადებული!
შეუძლებელია ჯანმრთელი ფსიქიკის ადამიანს შეექმნა ის სისხლიანი რეჟიმი, რომელშიც 9 წელი გვაცხოვრეს! მხოლოდ ფსიქიკურად შეშლილი ადამიანის მმართველობა შობს მეგის ქარდავას, ჭაკუას და კასტილებიან კაცს! მხოლოდ ფსიქიკურად შეშლილ ადამიანს შეუძლია დაუსრულებელ სტრესში ამყოფოს ქვეყანა 20 წლის განმავლობაში! და ის რომ, ფსიქიკურად არ არის ჯანმრთელი არ ათავისუფლებს სააკაშვილს პასუხისმგებლობისგან იმისთვის, რაც ჩადენილი აქვს! დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი და მივუჩინოთ ყველას შესაბამისი ადგილი! სხვანაირად ვერ გადავშლით ისტორიის ამ ფურცელს!“ - წერს შაქარიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო ფოჩხუა ქართული ჯარისთვის უცხოური დაფინანსების შეჩერებაზე: მარტივ ჭეშმარიტებას აქვს ადგილი - ჩვენმა ხელისუფლებამ, გაუგონარი ზეწოლის მიუხედავად, უარი თქვა ქვეყანაში ომის დაწყებაზე
თამარ ჩიბურდანიძე: მაშინ, როდესაც ევროპელები ევროპის უსაფრთხოებით არიან შეშფოთებულნი, ქართველებს მშვიდად სძინავთ, სწორედ ამას არ გვპატიობენ
დავით ქართველიშვილი: საქართველომ უარი თქვა ქვეყნის საომარ პოლიგონად გადაქცევაზე. ამიტომაც შეუჩერეს თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება და გადაისროლეს ეს თანხა იმ NGO ანგარიშებზე, ვინც მეორე ფრონტის გახსნაზე ოცნებობს
გიორგი გამსახურდია: როდის იყო, რომ ნაცმოძრაობისათვის რაიმე წმინდა არსებობდა? რა უკრაინაში რუსული აგრესია და რა უკრაინელი ხალხის გვერდში დგომა? საკუთარი ქვეყნის ჭირს იყენებენ სათავისოდ და უკრაინა არ ჰკიდიათ?
თამთა მეგრელიშვილი: ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ქართული ჯარის დაფინანსება ეგრეთ წოდებულმა პარტნიორებმა შეაჩერეს მხოლოდ იმიტომ, რომ ქართულმა სახელმწიფომ ომს მშვიდობა ამჯობინა
არქივი