აკერმანის ტრენინგგავლილ გიორგი მშვენიერაძეს აქ არაფერი გამოსდის და ჩვენს ყველაზე ერთგულ მეგობარ სახელმწიფო აზერბაიჯანზე ცდილობს ქილიკს და შეურაცხყოფას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
174 07 დეკემბერი 2022, 19:36

ასეთი ანტისახელმწიფოებრივი ბინძური აზრები ყველაზე მავნებელი სექტანტებისგანაც არ გამიგია! ღმერთმა დაგვიფაროს და წამით, რომ წარმოვიდგინოთ, ეს პოლიტიკური კარიკატურის ნიმუში, დღეს რომ ხელისუფლებაში იყოს!, - ასე ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ადვოკატ გიორგი მშვენიერაძის ფეისბუქ-სტატუსს. ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, რომ გიორგი მშვენიერაძე ვერ ჩამოყალიბდა არასამთავრობო სექტორს წარმოადგენს თუ სააკაშვილის ადვოკატია.

„გიორგი მშვენიერძეს, როცა ტელეთერში ვხედავ ან რამეს მის მიერ ნათქვამს თუ ნაწერს წავაწყდები, წესით მხიარულ ხასიათზე უნდა ვდგებოდე, ოღონდ აქ საქმე ცოტა სხვანაირადაა: 1. ეს სუბიექტი ვერ ჩამოყალიბდა არასამთავრობო სექტორს წარმოადგენს თუ კრიმინალ სააკაშვილის ადვოკატია. 2. სულ ცოტა ხნის წინ აკერმანის ტრენინგ გავლილი და სერთიფიცირებული ტექნიკურ მთავრობის აქამდე გაუგონარი იდეებით აპირებდა რევოლუციას, მაგრამ როგორც ხელმოცარულ "ახალ სარდალს", რუსთაველიდან "ქართული ოცნების" ოფისამდე როგორ შემოეფანტა ერთი მუჭა ხალხი გვახსოვს. 3. ახლა აქ არაფერი გამოსდის ( ან როგორ უნდა გამოუვიდეს?!) და ჩვენს ყველაზე ერთგულ მეგობარ სახელმწიფოს აზერბაიჯანზე ცდილობს ქილიკს და შეურაცყოფას. ახლა, ამას რომ ჰკითხოს ვინმემ აზროვნებს, წიგნი(ები)ც ექნება წაკითხული, არადა ასეთი ანტისახელმწიფოებრივი ბინძური აზრები ყველაზე მავნებელი სექტანტებისგანაც არ გამიგია! ღმერთმა დაგვიფაროს და წამით, რომ წარმოვიდგინოთ, ეს პოლიტიკური კარიკატურის ნიმუში, დღეს რომ ხელისუფლებაში იყოს!“, - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ხდება უნგრეთი, როგორ გგონიათ, ქვეყანა რომელიც მთავარ პარტნიორად კავკასიაში განიხილავს საქართველოს და ორბანი, რომელიც კობახიძეს გროსმაისტერად მოიხსენიებს, ვიზალიბერალიზაციას შეგვიჩერებს?!
დავით ქართველიშვილი: ვინც 28-ში პროტესტის ნიშნად დააიგნორებს „რუსულ ბზობას", ყველანი რესპუბლიკის მოედანზე, რომელსაც ნაცებიც კი აღარ მოიხსენიებენ „ვარდების რევოლუციის მოედნად"
ზურაბ ქადაგიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას მოითხოვენ იმისათვის, რომ 2012 წლის შემდეგ საკუთარი ოჯახის უსაფრთხოების ხარჯზე იცავს საქართველოში მშვიდობას, ხოლო მოითხოვენ სააკაშვილის უპირობო თავისუფლებას, რომელმაც შექმნა მოძალადე სისტემა
დავით ქართველიშვილი: ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ მოიხსენიეს - ამით დასრულდა ზღაპარი მათ მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პატივისცემის თაობაზე
ლევან ნიკოლეიშვილი: საქართველოს დაპყრობა ბევრჯერ სურდათ ეროვნული იდენტობის წაშლითა და სარწმუნოებასთან დაშორებით - ხელისუფლის პრინციპულობით, სარწმუნოებისა და იდენტობის განმტკიცებით და სამშობლოს სიყვარულით, ოკუპაცია არა თუ დროებითია, არამედ საბოლოოდ კიდეც სრულდება
არქივი