სარეკლამო ადგილი - 1
976 x 90
სამწუხაროდ, პრეზიდენტის ნაცვლად, ხელში შეგვრჩა ამერიკის ელჩის თანაშემწე, უცხო ქვეყნების ინტერესების მსახური ბიუროკრატი-ვატო შაქარიშვილი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
252 21 იანვარი 2023, 14:28

საგანგაშოა, როდესაც მთავარსარდალი, პირდაპირი წესით არჩეული უმაღლესი თანამდებობის პირი, საკუთარ ქვეყანას უსაფუძვლო ბრალდებას უყენებს (სანქციების გვერდის ავლაში დახმარება) და თანაც მტკიცების ტვირთს მთავრობას აკისრებს. ეს ხომ „ნაცმოძრაობის“ სტილია - მე დაგაბრალებ, შენ კი თავი იმართლე და ამტკიცე ის, რაც ბუნებაში არ მომხდარა. რა მოვთხოვოთ გონჩარენკოს, ფოტიგას ან იან კელის, როდესაც ჩვენივე პრეზიდენტი გვევლინება ანტიქართული კამპანიის ავანგარდში?! - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოძრაობა „აი ია“-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი წერს.

როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, სამწუხაროდ, პრეზიდენტის ნაცვლად, ხელში შეგვრჩა ამერიკის ელჩის თანაშემწე, უცხო ქვეყნების ინტერესების მსახური ბიუროკრატი.

მისივე თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ქართული საზოგადოების უდიდესი ძალისხმევის ხარჯზე არჩეული პრეზიდენტი ეროვნულ ინტერესებს იცავდეს, ის აგრძელებს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს

„სამწუხაროდ, პრეზიდენტის ნაცვლად, ხელში შეგვრჩა ამერიკის ელჩის თანაშემწე, უცხო ქვეყნების ინტერესების მსახური ბიუროკრატი. ნაცვლად იმისა, რომ ქართული საზოგადოების უდიდესი ძალისხმევის ხარჯზე არჩეული პრეზიდენტი ეროვნულ ინტერესებს იცავდეს, ის აგრძელებს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს.

საგანგაშოა, როდესაც მთავარსარდალი, პირდაპირი წესით არჩეული უმაღლესი თანამდებობის პირი, საკუთარ ქვეყანას უსაფუძვლო ბრალდებას უყენებს (სანქციების გვერდის ავლაში დახმარება) და თანაც მტკიცების ტვირთს მთავრობას აკისრებს. ეს ხომ ნაცმოძრაობის სტილია - მე დაგაბრალებ, შენ კი თავი იმართლე და ამტკიცე ის, რაც ბუნებაში არ მომხდარა. რა მოვთხოვოთ გონჩარენკოს, ფოტიგას ან იან კელის, როდესაც ჩვენივე პრეზიდენტი გვევლინება ანტი-ქართული კამპანიის ავანგარდში?! რისკენ მოგვიწოდებს ქალბატონი პრეზიდენტი - უკრაინის მიმართ სოლიდარობა,

საკუთარი მოსახლეობის და ქვეყნის დაზიანებით გამოვხატოთ?! ყველამ ვნახეთ, რა შედეგი მოუტანა 2019 წელს, „გავრილოვის“ წინასწარ დაგეგმილმა პროვოკაციამ ჩვენს ქვეყანას. როგორ დააზიანა ეკონომიკის ის სფეროები, სადაც უამრავი ჩვენი მოქალაქეა დასაქმებული და საიდანაც არა მარტო ბიზნეს-ელიტა, არამედ ათი ათასობით ქართული ოჯახი იღებდა შემოსავალს.

ქალბატონო (პ)რეზიდენტო, იქნებ დაინტერესდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დღემდე არსებული სავაჭრო ურთიერთობებით რუსეთთან, პირდაპირ თუ სხვა გზებით! საკუთარი ხალხის და სახელმწიფოს დამუნათებამდე, იქნებ იმ კონკრეტული პროდუქტების ჩამონათვალი გენახათ, რასაც აშშ რუსეთიდან დღემდე ყიდულობს! ან იქნებ თქვენს კოლეგა, კასიანოვისთვის გეკითხათ, რატომ მიმართა უკრაინამ ევროკავშირს, რომ ბელარუსზე სანქციები არ გავრცელებულიყო?! თქვენ ამ სიყალბეს უნდა ებრძოდეთ ქართველ ხალხთან ერთად და არა პირიქით - სიყალბით ებრძოდეთ საკუთარ სახელმწიფოს!“, - წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: საქართველომ უარი თქვა ქვეყნის საომარ პოლიგონად გადაქცევაზე. ამიტომაც შეუჩერეს თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება და გადაისროლეს ეს თანხა იმ NGO ანგარიშებზე, ვინც მეორე ფრონტის გახსნაზე ოცნებობს
გიორგი გამსახურდია: როდის იყო, რომ ნაცმოძრაობისათვის რაიმე წმინდა არსებობდა? რა უკრაინაში რუსული აგრესია და რა უკრაინელი ხალხის გვერდში დგომა? საკუთარი ქვეყნის ჭირს იყენებენ სათავისოდ და უკრაინა არ ჰკიდიათ?
თამთა მეგრელიშვილი: ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ქართული ჯარის დაფინანსება ეგრეთ წოდებულმა პარტნიორებმა შეაჩერეს მხოლოდ იმიტომ, რომ ქართულმა სახელმწიფომ ომს მშვიდობა ამჯობინა
ლევან ნიკოლეიშვილი: ჯარის დაფინანსება გააჩერეს იმიტომ, რომ საქართველომ მეორე ფრონტი არ გახსნა, ორმხრივი წვრთნებიც შეაჩერეს იმიტომ, რომ საქართველომ ომი არ დაიწყო - ეს არის მარტივი ჭეშმარიტება
დავით ჩიხელიძე: სანამ არსებობს ინტერესი, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას, ზეწოლის და შანტაჟის მიზეზი არ დაილევა!
არქივი