ამომრჩევლები, რომელთაც ხმის მიცემის პროცესში ტექნიკური შეფერხება ჰქონდათ, 19:00 საათიდან მიიღებენ ახალი სმს გზავნილებს, განახლებული კოდებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
82 29 იანვარი 2023, 19:56

მხარდამჭერები მონაწილეობენ უმნიშვნელოვანეს და უპრეცედენტო პოლიტიკურ პროცესში, რომელიც განსაზღრავს პარტიის მომავალსა და მის პერსპექტივას შეცვალოს ოლიგარქიული რეჟიმი საქართველოში, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედმა თავმჯდომარემ და თავმჯდომარეობის კანდიდატმა ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, თითოეული ამომრჩევლის ხმა ყურადსაღები და ფასეულია.

„სწორედ ამიტომ, საარჩევნო კომისიისა და ამერიკული კომპანიის გადაწყვეტილებით, ის დარეგისტრირებული ამომრჩევლები:

  • რომლებმაც გამოხატეს არჩევნებში მონაწილეობის სურვილი, თუმცა ვერ მიიღეს სმს-კოდები;
  • ან ხმის მიცემის პროცესში ჰქონდათ სხვა ტექნიკური შეფერხება;

დღეს 19.00 -დან მიიღებენ ახალი სმს გზავნილებს განახლებული კოდებით.

ამომრჩევლები არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ ამ სმს გზავნილებში არსებულ ბმულზე გადასვლითა და მიღებული კოდის შესაბამის ველში დაფიქსირებით”,- აცხადებს მელია Facebook-ზე გამოქვეყნებულ „პოსტში“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ანდრია გვიდიანი ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერებს: გმირობაზე რომ ბუნდოვანი წარმოდგენა გაქვთ ვიცით, მაგრამ გმირის განმარტება ენციკლოპედიაში მაინც წაიკითხეთ და მერე გამოეფინეთ თქვენი მოწოდებებით
ლევან ნიკოლეიშვილი ლაზარე გრიგორიადისზე: მაინტერესებს, როგორ უჭერენ მხარს „ნაცმოძრაობის“ კლასტერის ხალხი, როცა იციან, რომ ამ ადამიანმა ცეცხლი წაუკიდა ჩვენს გმირ პოლიციელებს, ამისთვის არ უნდა დაისაჯოს, თუ რისი თქმა გინდათ?
ზურაბ ქადაგიძე ლაზარე გრიგორიადისზე: პოლიციელები მოსაკლავად გაიმეტა და ესენი მხარს უჭერენ - ესაა „ნაცების“ რეალური სახე
თამთა მეგრელიშვილი: „ხალხის ძალა“ ძირეულ ხედვით ძვრებს ახდენს, ოპოზიციას აიძულებს, საგარეო პოლიტიკური ორიენტაციები და პრიორიტეტები სწორად გაიაზროს - საპასუხოდ, ოპოზიცია კვლავ ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯებს დგამს
ზურაბ ქადაგიძე ლაზარე გრიგორიადისზე: ვინც მას პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებენ, სწორედ ისინი არიან ამ ბარბაროსული აქტის დამგეგმავებიც და განმახორციელებლებიც
არქივი