თუ სალომე ზურაბიშვილი ვერ დაამტკიცებს თავის მძიმე ბრალდებებს, რომ ჩვენი კანონი იყო „რუსული“ და „კრემლთან შეთანხმებული“, დადგეს მისი იმპიჩმენტის საკითხი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
177 13 მარტი 2023, 11:36

ვაგრძელებ ჩემს „პერსონალურ გამოძიებას“ ვერშემდგარ და ხელისუფლების მიერ თავიდან აცილებულ ტრაგედიაში, სავარაუდო დანაშაულებრივი „ტრიგერების“ და ორგანიზატორების დადგენის მიზნით, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი წერს.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებამ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომ ის რუსულია, ბევრი საფრთხე შექმნა, სწორედ ამიტომ სალომე ზურაბიშვილს აქვს პასუხისმგებლობა, ეს ბრალდება ფაქტებითაც დაადასტუროს.

„მადლობა ღმერთს, რომ შემსრულებლის, ვანო „ორიტრუპი“ მერაბიშვილის გეგმები სააკაშვილის განთავისუფლებასა თუ „მაიდანთან“ დაკავშირებით ამ ეტაპზე ჩაიშალა, მაგრამ, მოვლენათა ტრაგიკული განხორციელების შემთხვევაში, აუცილებლად დასახელებულია ამ „ოპერაციის“ საინფორმაციო-იდეოლოგიური უზრუნველყოფის მთავარი გმირები და პირველ რიგში, საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი.

„ხალხის ძალის“ მიერ ჯერ კიდევ საკანონმდებლო ინიციირებამდე სტადიაზე - პრეზიდენტმა, თავის საჯარო გამოსვლებში ჩვენს მოძრაობას მტკიცებით ფორმაში პირდაპირ ხელი დაადო და დააბრალა რუსეთთან კოლაბორაცია. შემდეგ მან ისიც კი თქვა, რომ არ აქვს წაკითხული უკვე გამოქვეყნებული კანონპროექტი, მაგრამ სტიგმა „რუსული კანონი“ მაინც მიაკერა და აპრიორი ვეტოს დადებით დაემუქრა მას.

ჩვენ შეიძლება ვერ გავწვდეთ კელი დეგნანს, ან ნედ პრაისს, რომლებიც ასევე პირდაპირ აცხადებდნენ, რომ კანონი „რუსულია“, შეიძლება სამართლებრივად ვერ მოსთხოვოთ მათ პასუხი, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც შეიძლება თვითონ იქნა შეყვანილი „შეცდომაში“ დასავლეთის მიერ, შეგვიძლია მოვთხოვოთ წარადგინოს უტყუარი მტკიცებულებები, რომ ჩვენი კანონი იყო „რუსული“ და „კრემლთან შეთანხმებული“.

თუ სასამართლო და ჩატარებული ექსპერტიზა დაამტკიცებს, რომ „ხალხის ძალა“ – „კრემლთან შეთანხმებით“ ცდილობდა საქართველოში „რუსული კანონის“ შემოღებას, აუცილებლად უნდა დადგეს კანონის ინიციატორების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. ხოლო თუ ქალბატონი პრეზიდენტი ვერ დაამტკიცებს სასამართლოში თავის მძიმე ბრალდებებს კონკრეტული ფაქტებით, ამის მერე უნდა დადგეს მისი იმპიჩმენტის საკითხი. ვინაიდან მის მიზანმიმართულ ცილისწამებასა და დეზინფორმაციას წამოეკიდა ახალგაზრდების დიდი საპროტესტო მასა, და იყო რეალური საშიშროება - მათი შეცდომაში განზრახ მოყვანის კვალობაზე, დატრიალებულიყო ადამიანური ტრაგედია.

გარდა ამისა, პრეზიდენტის წინააღმდეგ მოგებული სასამართლო დავის შემთხვევაში, გამოვლინდება, რომ მან არა მხოლოდ შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება, არამედ უმძიმესი რეპუტაციული ზიანი მიაყენა საქართველოს სახელმწიფოს იმიჯს მსოფლიოში. თუმცა, ამაზე უფრო დიდი რისკი იყო საქართველოს მოსახლეობის, ბავშვების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება მის მიერ ტირაჟირებული სიცრუის გამო!

ამ სარჩელით აუცილებლად უნდა დამტკიცდეს სიმართლე! „ხალხის ძალის“ არც ერთი წევრი არ აპირებს ცხოვრების გაგრძელებას „რუსეთის მონებისა“ თუ „მოღალატეების“ სარჩულით! წინააღმდეგ შემთხვევაში, აბსოლუტურად ლეგიტიმური და კანონზომიერი იქნება სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხის დაყენება. და ყველაზე მთავარი შედეგი იქნება ის, რომ „ხალხის ძალა“ საქართველოში შექმნის პრეცედენტს, სამართლებრივი გზით დაიცვას პოლიტიკური პროცესები უცხოეთთან აფილირებული აგენტებისგან, თუნდაც ისინი იყვნენ სახელმწიფოს უმაღლეს პოზიციებზე.

საერთაშორისო სამართლებრივ გამოცდილებას უკვე ახსოვს მსგავსი ფორმულირებით ქვეყნის იმპიჩმენტის პრეცედენტის ინიციირება - 2012 წელს პარაგვაის პრეზიდენტი, ფერნანდო ლუგო იყო გადაყენებული“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ხდება უნგრეთი, როგორ გგონიათ, ქვეყანა რომელიც მთავარ პარტნიორად კავკასიაში განიხილავს საქართველოს და ორბანი, რომელიც კობახიძეს გროსმაისტერად მოიხსენიებს, ვიზალიბერალიზაციას შეგვიჩერებს?!
დავით ქართველიშვილი: ვინც 28-ში პროტესტის ნიშნად დააიგნორებს „რუსულ ბზობას", ყველანი რესპუბლიკის მოედანზე, რომელსაც ნაცებიც კი აღარ მოიხსენიებენ „ვარდების რევოლუციის მოედნად"
ზურაბ ქადაგიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას მოითხოვენ იმისათვის, რომ 2012 წლის შემდეგ საკუთარი ოჯახის უსაფრთხოების ხარჯზე იცავს საქართველოში მშვიდობას, ხოლო მოითხოვენ სააკაშვილის უპირობო თავისუფლებას, რომელმაც შექმნა მოძალადე სისტემა
დავით ქართველიშვილი: ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ მოიხსენიეს - ამით დასრულდა ზღაპარი მათ მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პატივისცემის თაობაზე
ლევან ნიკოლეიშვილი: საქართველოს დაპყრობა ბევრჯერ სურდათ ეროვნული იდენტობის წაშლითა და სარწმუნოებასთან დაშორებით - ხელისუფლის პრინციპულობით, სარწმუნოებისა და იდენტობის განმტკიცებით და სამშობლოს სიყვარულით, ოკუპაცია არა თუ დროებითია, არამედ საბოლოოდ კიდეც სრულდება
არქივი