ნინო ფოჩხუა: ნუთუ ვერ უნდა მიხვდეს საღად მოაზროვნე ადამიანი, საკუთარი რეპუტაციული ზიანის ხარჯზე, ხელისუფლებამ რამხელა უბედურებას გადაარჩინა ქვეყანა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
64 14 მარტი 2023, 12:22
„ამ რაოდენობის ხალხს ქვეყნის მტრები და აქციის ორგანიზატორები სახლში რომ არ გაუშვებდნენ და თავისი მზაკვრული მიზნების შესასრულებლად გამოიყენებდნენ, ეს ხომ ყველამ იცის, ამიტომ ხელისუფლების ეს ნაბიჯი, კანონის გაწვევასთან დაკავშირებით, იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება!“- წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბრიფინგს ეხმაურება.
ექსპერტის შეფასებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევით, ხელისუფლებამ საკუთარი უბედურების ხარჯზე ქვეყანა დიდი უბედურებისგან იხსნა.
„ნუთუ ვერ უნდა მიხვდეს საღად მოაზროვნე ადამიანი, საკუთარი რეპუტაციული ზიანის ხარჯზე, ხელისუფლებამ რამხელა უბედურებას გადაარჩინა ქვეყანა.
დავანებოთ თავი სამართლიანი იყო თუ არა აქცია, იქ იდგნენ საქართველოს მოქალაქეები, იდგნენ ახალგაზრდები, იდგნენ რევანშისტული ძალებიც, ერთი არასწორი მოქმედება და წარმოდგენაც არ მინდა იქ რა მოხდებოდა. (მერაბიშვილის ზონდერებს ჯერ არ უკადრიათ თუ რა.)
ამ რაოდენობის ხალხს ქვეყნის მტრები და აქციის ორგანიზატორები სახლში რომ არ გაუშვებდნენ და თავისი მზაკვრული მიზნების შესასრულებლად გამოიყენებდნენ, ეს ხომ ყველამ იცის, ამიტომ ხელისუფლების ეს ნაბიჯი, კანონის გაწვევასთან დაკავშირებით, იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება!
ტყუილად არ ახსენა ირაკლი კობახიძემ "კავკასიური ცარცის წრე," მეც ზუსტად არზდაკის სასამართლოს სცენა გამახსენდა.“- წერს ნინო ფოჩხუა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ანდრია გვიდიანი ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერებს: გმირობაზე რომ ბუნდოვანი წარმოდგენა გაქვთ ვიცით, მაგრამ გმირის განმარტება ენციკლოპედიაში მაინც წაიკითხეთ და მერე გამოეფინეთ თქვენი მოწოდებებით
ლევან ნიკოლეიშვილი ლაზარე გრიგორიადისზე: მაინტერესებს, როგორ უჭერენ მხარს „ნაცმოძრაობის“ კლასტერის ხალხი, როცა იციან, რომ ამ ადამიანმა ცეცხლი წაუკიდა ჩვენს გმირ პოლიციელებს, ამისთვის არ უნდა დაისაჯოს, თუ რისი თქმა გინდათ?
ზურაბ ქადაგიძე ლაზარე გრიგორიადისზე: პოლიციელები მოსაკლავად გაიმეტა და ესენი მხარს უჭერენ - ესაა „ნაცების“ რეალური სახე
თამთა მეგრელიშვილი: „ხალხის ძალა“ ძირეულ ხედვით ძვრებს ახდენს, ოპოზიციას აიძულებს, საგარეო პოლიტიკური ორიენტაციები და პრიორიტეტები სწორად გაიაზროს - საპასუხოდ, ოპოზიცია კვლავ ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯებს დგამს
ზურაბ ქადაგიძე ლაზარე გრიგორიადისზე: ვინც მას პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებენ, სწორედ ისინი არიან ამ ბარბაროსული აქტის დამგეგმავებიც და განმახორციელებლებიც
არქივი