გია გაბრიჭიძე მწერლებისა და გამომცემლების მიმართვაზე: თითქოს კოპი-პეისტით გადმოწერეს „უნიტაზის მწერლებმა“ „პროლეტარი მწერლების“ სხდომის ოქმი და ეს ხალხი გვიკიჟინებს ევროპულ ფასეულობებზე?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
112 17 მარტი 2023, 17:49

ექსპერტი გია გაბრიჭიძე „იუნესკოსადმი“ მწერლებისა და გამომცემლების მიმართვას ეხმიანება, სადაც ისინი საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძისთვის მშვიდობის ელჩის სტატუსის მოხსნის მოთხოვნას ითხოვენ. 

 როგორც ექსპერტი წერს, თითქოს კოპი-პეისტით გადმოწერეს „უნიტაზის მწერლებმა“ „პროლეტარი მწერლების“ სხდომის ოქმი და ეს ხალხი გვიკიჟინებს ევროპულ ფასეულობებზე? უნიტაზელების ოქმს 126 ხელმოწერა აქვს და ჯერჯერობით არც ერთი მაუზერი. 

 „2023 წლის 17 მარტი, საქართველოს პენ ცენტრის პეტიცია: - 2020 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრია პიანისტი ელისო ბოლქვაძე, ის ყოველდღიურად წყვეტს საქართველოს მოქალაქეების ბედს, მათ აწმყოს და მომავალს. 7 მარტს მან პირველივე მოსმენაზე მისცა ხმა ამ კანონპროექტს და ასე უღალატა სამშობლოს, თავის ხალხს. . . . . მიგვაჩნია, რომ ელისო ბოლქვაძე, როგორც პოლიტიკოსი და ხელოვანი არ იმსახურებს იუნესკოს მშვიდობის ელჩის (Artist for Peace) სტატუსს, რომელსაც ის 2015 იუნესკოს ეგიდით წლიდან ატარებს. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ამ როლში მისი მიზანი მსოფლიო მოსახლეობის მშვიდობიან, ცივილიზებულ თანაარსებობაზე ზრუნვა უნდა იყოს, რასაც სრულიად ეწინააღმდეგება მისი პოლიტიკური საქმიანობა, ამის ნათელი დასტური კი ანტისახელმწიფოებრივი, მტრის მიბაძვით დაწერილი კანონპროექტის მხარდაჭერაა. 

1937 წლის I ივნისი, საქართველოს საბჭოთა მწერალთა კავშირის პარტორგანიზაციის სხდომის ოქმი: - თუ კონსტანტინე გამსახურდიას სურს, იყოს საბჭოთა მწერალი, ბურჟუაზიულ-კლასობრივი და ნაციონალისტური იდეებისგან უნდა გათავისუფლდეს, უფრო ახლოს დადგეს ჩვენს სოციალისტურ რეალობასთან და თავისი დიდი შემოქმედებითი შესაძლებლობა საქართველოს მშრომელ ხალხს მოახმაროს... 1937 წლის 28 ივლისი - დაისვას საკითხი საქ. საბჭოთა მწერ. კავშირის პრეზიდიუმის წინაშე, ხალხის მტრის, მიხეილ ჯავახიშვილის პრეზიდიუმიდან გამოყვანის და მწერალთა კავშირის რიგებიდან გარიცხვის შესახებ. ეცნობოს საკავშირო მწერალთა ორგანიზაციას, რათა გამოყვანილი იქნეს იგი საკ. მწერ. კავშირის პრეზიდიუმის წევრობიდან, როგორც ხალხის მტერი“. 

თითქოს კოპი-პეისტით გადმოწერეს „უნიტაზის მწერლებმა“ „პროლეტარი მწერლების“ სხდომის ოქმი და ეს ხალხი გვიკიჟინებს ევროპულ ფასეულობებზე? უნიტაზელების ოქმს 126 ხელმოწერა აქვს და ჯერჯერობით არც ერთი მაუზერი“, - წერს გია გაბრიჭიძე Facebookზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გოგა ხაინდრავა: LGBT თემი მოუწოდებს პრეზიდენტ სალომე ხაბეიშვილს 31 მაისს ევროს პარლამენტში გამოსვლისას მოითხოვოს საქართველოსთვის დაჩქარებული წესით სტატუსის მონიჭება
გოგა ხაინდრავა: „გოვორიტ მოსკვა!“ გაიძახის საბჭოური ნოსტალგიის ექსტაზში გორბაჩოვის პარტიის აქტივისტი რასა იუკნევიჩიენე
რუსა მაჩაიძე: ნაცებმა პოლიტსაბჭო მიშას სახლში რომ ჩაატარეს კია ძალიან გულისამაჩუყებელი, მაგრამ კანონდარღვევა რომაა, რა ვქნათ?
ამირან სალუქვაძე ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს -რატომ უხდით რუსეთის ნავიგაციას ფულს? თქვენს მგზავრებს უქმნით კომფორტს და ჩვენგან რატომ ითხოვთ, ჩვენმა მგზავრებმა იფრინონ ტრანზიტით, რას გიწყვიტავთ ერთი-ორი რეისი, როცა თქვენ ახორციელებთ ასობით ფრენას რუსეთის გავლით?
ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ, რომელიც უკანსკნელ პერიოდში სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ თითქმის ყველა ბრიფინგზე სვამს პროვოკაციულ შეკითხვებს საქართველოსთან დაკავშირებით, ლяკა ხოშტარიას ”დროას” პოსტერებს აზიარებს და აქტიურად არის ჩართული საქართველოს შიდა პოლიტიკაში
არქივი