ყველას, ვინც მისგან განსხვავებული აზრისა და მიუღებელი პერსონის „მარკირებას“ ცდილობს, უნდა დაერქვას სახელი: „წითელი ინტელიგენცია“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
73 19 მარტი 2023, 09:47

„წითელი ინტელიგენცია“... ლიბერალური ფაშიზმის უპრეცედენტო გამოვლინებაა, რასაც ახლა პოლიტიკური, არასამთავრობო, საზოგადოებრივი ჯგუფები, ე.წ. „პენ კლუბები“ და ცალკეული პერსონები ახორციელებენ. ერთადერთი რამ, რაც აკლია სრულყოფილ „რიტუალურ“ დასასრულს, ფაშისტების ხელისუფლებაში ყოფნა და არასასურველი ხალხის დახვრეტა-გადასახლება იქნება, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

როგორც ის აღნიშნავს,1920-40 წლებში, „ხალხის მტრის“ სახელით, არაერთი მწერალი, პოეტი, მხატვარი, მუსიკოსი, მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე გარიყეს, დაასმინეს, სამსახურიდან გააგდეს და შემდეგ დახვრიტეს ან გადაასახლეს.

„1970 წლების ბოლოს, „ხალხის მტრის“ სტატუსით გააძევეს ზვიად გამსახურდია მწერალთა კავშირიდან.
ჰოდა, ერთი საუკუნის შემდეგ, ლიბერალიზმის სახელით, ჰუმანიზმსა და ადამიანის უფლებებს ამოფარებული საზოგადოებრივი ჯგუფები ითხოვენ ანალოგიური მეთოდებით, მათგან განსხვავებული ხალხის დასჯას, საზოგადოებიდან მოკვეთას.

ბრალდებაც კი იგივე აქვთ 100 წლის შემდეგ - საზოგადოებისათვის საშიში და მოღალატე ხალხი (ნუ მთლად „ხალხის მტერს“ არ კადრულობენ).

ამიტომ, ყველა უფლებადამცველსა თუ პოლიტიკოსს, მწერალსა თუ მხატვარს, ჟურნალისტსა თუ აქტივისტს, ვინც მისგან განსხვავებულ აზრსა და მიუღებელ პერსონის „მარკირებას“ ცდილობს, უნდა დაერქვას სახელი:
„წითელი ინტელიგენცია“ - ბოლშევიკური სულისკვეთებითა და ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინებით!
ყოფილი სახალხო დამცველი, ანტისამთავრობო „NGO-ები“, პენ-კლუბები, რადიკალი პოლიტიკოსები არიან ფაშისტები!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რუსა მაჩაიძე: ნაცებმა პოლიტსაბჭო მიშას სახლში რომ ჩაატარეს კია ძალიან გულისამაჩუყებელი, მაგრამ კანონდარღვევა რომაა, რა ვქნათ?
ამირან სალუქვაძე ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს -რატომ უხდით რუსეთის ნავიგაციას ფულს? თქვენს მგზავრებს უქმნით კომფორტს და ჩვენგან რატომ ითხოვთ, ჩვენმა მგზავრებმა იფრინონ ტრანზიტით, რას გიწყვიტავთ ერთი-ორი რეისი, როცა თქვენ ახორციელებთ ასობით ფრენას რუსეთის გავლით?
ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ, რომელიც უკანსკნელ პერიოდში სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ თითქმის ყველა ბრიფინგზე სვამს პროვოკაციულ შეკითხვებს საქართველოსთან დაკავშირებით, ლяკა ხოშტარიას ”დროას” პოსტერებს აზიარებს და აქტიურად არის ჩართული საქართველოს შიდა პოლიტიკაში
ვულოცავ ჩვენს აზერბაიჯანელ პარტნიორებსა და მეგობრებს დამოუკიდებლობის დღეს, ვუსურვებ, აზერბაიჯანმა გააგრძელოს წარმატებული განვითარება მომდევნო ათწლეულებში
დავით ქართველიშვილი: რუსეთ - უკრაინის ომში პეკინმა „დაიბევა“ მედიატორის ფუნქცია და თავისი „სერვისის“ განახლებისთვის - „უკეთესი" მომავლის მოლოდინშია
არქივი