ლევან ნიკოლეიშვილი: რადიკალური ოპოზიციის კრიმინალი ლიდერები და ლიბერალი ფაშისტები ცდილობენ, იმ ახალგაზრდა დამნაშავის დანაშაული "გააპრავონ", რომელმაც პოლიციელი მოსაკლავად გაიმეტა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
88 01 აპრილი 2023, 11:20
დღეს რადიკალური ოპოზიციის კრიმინალი ლიდერები და ლიბერალი ფაშისტები ცდილობენ, იმ ახალგაზრდა დამნაშავის დანაშაული "გააპრავონ", რომელმაც პოლიციელი მოსაკლავად გაიმეტა და ცეცხლი წაუკიდა. - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი წერს.
მისი განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ლაზარე გრიგორიადისის გამართლების მცდელობას მარტივი ახსნა აქვს, ვინაიდან სწორედ მათ დაიყენეს ფარად რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს ახალგაზრდები.
ნიკოლეიშვილი ხაზს უსვამს ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას პოზიციასაც, რომელიც, მისი თქმით გრიგორიადისის მიერ ჩადენილი დანაშაულის მომწონებელია.
“დღეს რადიკალური ოპოზიციის კრიმინალი ლიდერები და ლიბერალი ფაშისტები ცდილობენ, იმ ახალგაზრდა დამნაშავის დანაშაული "გააპრავონ", რომელმაც პოლიციელი მოსაკლავად გაიმეტა და ცეცხლი წაუკიდა. ამას მარტივი ახსნა აქვს - სწორედ ხოშტარია/ბოკერია/ჯაფარიძის ბანდამ დაიყენა ეს ახალგაზრდები წინ ფარად და მათი ხელით ცდილობნენ გადატრიალების მოწყობას, სწორედ მათ ასროლინეს მოლოტოვის კოქტეილები ახალგაზრდებს და ახლა "ვალს აბრუნებენ"! ყველაზე ბინძური მაინც ამ პროცესში რეზიდენტი ნინო ლომჯარიაა, რომელიც იმის ნაცვლად რომ პოლიციელის მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლის წაკიდების ფაქტს გმობდეს, ამ საშინელი დანაშაულის თანაზიარი და მომწონებელია!” - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ჩერგოლეიშვილი ვაშაძეზე: ეს კლოუნი ნახეთ - ჩინური მიშობა უბრალოდ ვულგარულობამდე კომუკურია
გოგა ხაინდრავა: LGBT თემი მოუწოდებს პრეზიდენტ სალომე ხაბეიშვილს 31 მაისს ევროს პარლამენტში გამოსვლისას მოითხოვოს საქართველოსთვის დაჩქარებული წესით სტატუსის მონიჭება
გოგა ხაინდრავა: „გოვორიტ მოსკვა!“ გაიძახის საბჭოური ნოსტალგიის ექსტაზში გორბაჩოვის პარტიის აქტივისტი რასა იუკნევიჩიენე
რუსა მაჩაიძე: ნაცებმა პოლიტსაბჭო მიშას სახლში რომ ჩაატარეს კია ძალიან გულისამაჩუყებელი, მაგრამ კანონდარღვევა რომაა, რა ვქნათ?
ამირან სალუქვაძე ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს -რატომ უხდით რუსეთის ნავიგაციას ფულს? თქვენს მგზავრებს უქმნით კომფორტს და ჩვენგან რატომ ითხოვთ, ჩვენმა მგზავრებმა იფრინონ ტრანზიტით, რას გიწყვიტავთ ერთი-ორი რეისი, როცა თქვენ ახორციელებთ ასობით ფრენას რუსეთის გავლით?
არქივი