ედიშერ გვენეტაძე: პრეზიდენტად წოდებულმა უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა ქვეყანას, ჯილდო პოლიციელს კი არ მიანიჭა, რომელმაც დაგდებული დროშა გულში ჩაიხუტა, არამედ სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მოქმედ უსამშობლოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
134 10 აპრილი 2023, 13:19
„საქართველოს პრეზიდენტად წოდებულმა, კიდევ ერთი უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა იმ ქვეყანას, რომლის პრეზიდენტადაც სამწუხაროდ თავად იწოდება!“- წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, რითაც სალომე ზურაბიშვილის მიერ გამართულ ღონისძიებას გამოეხმაურა. 

„დღეს საქართველოს პრეზიდენტად წოდებულმა, სინამდვილეში კი  რეზიდენტმა კიდევ ერთი უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა იმ ქვეყანას, რომლის პრეზიდენტადაც სამწუხაროდ თავად იწოდება!
ამ საბრალო არსებამ ჯილდო პოლიციელს კი არ მიანიჭა, რომელმაც მომიტინგეთა მიერ საქართველოს მიწაზე დაგდებული  დროშა აიღო და გულში ჩაიხუტა!
არამედ საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მოქმედ ვიღაც ევროკავშირდროშა მოხვეულ თავისნაირ უსამშობლოს, რომელსაც მამა (სამშობლო) დავიწყებია და  მამინაცვალს (ჯერჯერობით იმასაც მიუწვდომელს) იფიცებს!“- წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: დღევანდელი ევროკავშირი ამერიკის ხელში არის ბუფერული ზონა რუსეთსა და ჩინეთს შორის
ზურაბ ქადაგიძე: ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ხდება უნგრეთი, როგორ გგონიათ, ქვეყანა რომელიც მთავარ პარტნიორად კავკასიაში განიხილავს საქართველოს და ორბანი, რომელიც კობახიძეს გროსმაისტერად მოიხსენიებს, ვიზალიბერალიზაციას შეგვიჩერებს?!
დავით ქართველიშვილი: ვინც 28-ში პროტესტის ნიშნად დააიგნორებს „რუსულ ბზობას", ყველანი რესპუბლიკის მოედანზე, რომელსაც ნაცებიც კი აღარ მოიხსენიებენ „ვარდების რევოლუციის მოედნად"
ზურაბ ქადაგიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას მოითხოვენ იმისათვის, რომ 2012 წლის შემდეგ საკუთარი ოჯახის უსაფრთხოების ხარჯზე იცავს საქართველოში მშვიდობას, ხოლო მოითხოვენ სააკაშვილის უპირობო თავისუფლებას, რომელმაც შექმნა მოძალადე სისტემა
დავით ქართველიშვილი: ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ მოიხსენიეს - ამით დასრულდა ზღაპარი მათ მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პატივისცემის თაობაზე
არქივი