ვატო შაქარიშვილი კელი დეგნანზე: მან დაადასტურა, რომ სწორედ საელჩოს ეკუთვნის საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეა და რომ საელჩოს ბრძანებით გამოცხადნენ პარლამენტში ის დეპუტატები, რომლებიც აქამდე საპარლამენტო საქმიანობაში საერთოდ არ მონაწილეობდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
149 20 აპრილი 2023, 12:16

საქართველოში მისიის დასასრულს, ქალბატონი ელჩი ახალ მწვერვალებს იპყრობს. კეზერაშვილის საქმეზე მისი განცხადებები აღარ არის უბრალოდ უხერხულ კითხვებზე პასუხისგან თავის არიდების უტიფარი მცდელობა, მსგავსი არაადეკვატური კომენტარებით ის შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს ქვეყანასა და ხალხს, - ასე ეხმაურება საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ თანადამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

შაქარიშვილის თქმით, დავით კეზერაშვილის და მოსამართლეების დასანცქირების თაობაზე, ელჩის მიერ გაკეთებული განცხადებები ორმაგი სტანდარტის გამოვლინებაა . მისი განმარტებით, ერთის მხრივ, შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ფაქტების გარეშე, უაპელაციოდ უწოდებს მოსამართლეებს კორუფციონერებს და შემდეგ ითხოვს გამოძიებას. მეორე მხრივ, განსხვავებული მიდგომაა დავით კეზერაშვილის საქმესთან მიმართებით: კერძოდ, ელჩს, გერმანიის პროკურატურა და BBC არასარწმუნო წყაროებად მიაჩნია - მისთვის მთავარია, რომ თავად კეზერაშვილი დანაშაულის ჩადენას უარყოფს.

„საქართველოში მისიის დასასრულს, ქალბატონი ელჩი ახალ მწვერვალებს იპყრობს. კეზერაშვილის საქმეზე მისი განცხადებები აღარ არის უბრალოდ უხერხულ კითხვებზე პასუხისგან თავის არიდების უტიფარი მცდელობა, მსგავსი არაადეკვატური კომენტარებით ის შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს ქვეყანასა და ხალხს!
პირადი რეპუტაცია ხომ დამარხა და წასვლამდე, საკუთარი ქვეყნის არსებული ადმინისტრაციისთვის ნიღბის ჩამოხსნას მონდომებით განაგრძობს.

რას გვეუბნება დღევანდელი ორი განცხადებით - საგამოძიებო კომისიის შექმნასა და კეზერაშვილის საქმეზე?
მან დაადასტურა, რომ სწორედ საელჩოს ეკუთვნის საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეა და რომ საელჩოს ბრძანებით გამოცხადნენ პარლამენტში ის დეპუტატები, რომლებიც აქამდე საპარლამენტო საქმიანობაში საერთოდ არ მონაწილეობდნენ. ციტატა: “ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის წაახალისებს ყველა პოლიტიკურ პარტიას საქართველოში, მივიდნენ პარლამენტში და უზრუნველყონ მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობა საკანონმდებლო ორგანოში“.

საგამოძიებო კომისიის შექმნა, მათ მიერ მართული პოლიტიკური პროცესის მომდევნო ნაბიჯია, რომელიც მოსამართლეების სანქცირებით დაიწყო.

სახელმწიფო დეპარტამენტი უკუღმა მოქმედებს - ჯერ, ფაქტების გარეშე უაპელაციოდ უწოდებს მოსამართლეებს კორუფციონერებს და მერე ითხოვს გამოძიებას! ასე ესმით მართლმსაჯულება ამერიკის დღევანდელ ადმინისტრაციაში და ამ სტანდარტებით ხელმძღვანელობენ. რა საჭიროა ფაქტები და არგუმენტები - ამერიკული კანონი ხომ რუსულია; რა საჭიროა ფაქტები და არგუმენტები - მთავარია, სახდეპი ამბობს, რომ მოსამართლეები უნდა დასანქცირდნენ! აბსოლუტურად განსხვავებული სტანდარტი აქვთ კეზერაშვილთან მიმართებაში, რომელიც საერთაშორისო მასშტაბის კრიმინალში ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა (BBC) ვრცელი ფილმით ამხილა, რომელიც თავის მხრივ გერმანიის საგამოძიებო ორგანოების მიერ მოპოვებულ მასალებს ეყრდნობა (ფილმში ერთ-ერთი რესპონდენტი გერმანელი პროკურორია).

ელჩი ამბობს, რომ მოსამართლეების დასანქცირებისთვის საკმარისია გიგაურის, ლომჯარიას, კეზერაშვილის ფორმულას და სხვა ნაც-მედიების მიერ გავრცელებული “ცნობები,” მაგრამ კეზერაშვილთან დაკავშირებით, გერმანიის პროკურატურა და BBC არასარწმუნო წყაროებია და მთავარია, რომ თავად კეზერაშვილი დანაშაულის ჩადენას უარყოფს!

ეს არის ორმაგი სტანდარტების კლასიკური მაგალითი და სწორედ ამ ტიპის მიდგომებით ურთიერთობა გახდა მიუღებელი - ისრაელისთვის, თურქეთისთვის, საფრანგეთისთვის, ევროკავშირის წევრი სხვა სახელმწიფოებისთვის, რომელთა ლიდერებიც ერთმანეთის მიყოლებით და ერთმანეთზე უფრო კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის მისამართით.

საბედნიეროდ, ამერიკა არ არის მხოლოდ ვიქტორია ნულანდი და სამანტა ფაუერი… ვიმედოვნოთ, რომ ის „მეორე“ ამერიკა გაიმარჯვებს საბოლოოდ და პარტნიორებთან ნორმალური ურთიერთობის ფორმებს დაუბრუნდება.“ - წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ხდება უნგრეთი, როგორ გგონიათ, ქვეყანა რომელიც მთავარ პარტნიორად კავკასიაში განიხილავს საქართველოს და ორბანი, რომელიც კობახიძეს გროსმაისტერად მოიხსენიებს, ვიზალიბერალიზაციას შეგვიჩერებს?!
დავით ქართველიშვილი: ვინც 28-ში პროტესტის ნიშნად დააიგნორებს „რუსულ ბზობას", ყველანი რესპუბლიკის მოედანზე, რომელსაც ნაცებიც კი აღარ მოიხსენიებენ „ვარდების რევოლუციის მოედნად"
ზურაბ ქადაგიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას მოითხოვენ იმისათვის, რომ 2012 წლის შემდეგ საკუთარი ოჯახის უსაფრთხოების ხარჯზე იცავს საქართველოში მშვიდობას, ხოლო მოითხოვენ სააკაშვილის უპირობო თავისუფლებას, რომელმაც შექმნა მოძალადე სისტემა
დავით ქართველიშვილი: ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ მოიხსენიეს - ამით დასრულდა ზღაპარი მათ მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პატივისცემის თაობაზე
ლევან ნიკოლეიშვილი: საქართველოს დაპყრობა ბევრჯერ სურდათ ეროვნული იდენტობის წაშლითა და სარწმუნოებასთან დაშორებით - ხელისუფლის პრინციპულობით, სარწმუნოებისა და იდენტობის განმტკიცებით და სამშობლოს სიყვარულით, ოკუპაცია არა თუ დროებითია, არამედ საბოლოოდ კიდეც სრულდება
არქივი