სარეკლამო ადგილი - 1
976 x 90
ნანა კაკაბაძე: მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის არჩევნებამდე ჯერ კიდევ 1,5 წელია დარჩენილი, შეიძლება ითქვას, რომ IRI-ს ამ ბოლო კვლევის შედეგების ამგვარად წარმოჩინებით სტარტი მიეცა აღქმების ფაქტად ქცევის გრძელ მარათონს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
205 26 აპრილი 2023, 10:02

არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე IRI-ს კვლევის შედეგებს ეხმიანება.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ამ შედეგებში იმდენად ტექსტი არ არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც ქვეტექსტი და ამ კვლევის შემკვეთების სურვილები

„ფაქტები და აღქმები. როგორც წესი, ცხოვრებაში ჯერ რაღაც მოვლენა თუ ფაქტი ხდება, რომელსაც საზოგადოება თანდათან ეცნობა.ისინი მას ითავისებს, აანალიზებს, გადახარშავს და ამის საფუძველზე ჩამოუყალიბდება ამ მოვლენის თუ ფაქტის თავისებური აღქმა.

ასე იყო მუდამ საზოგადოებაში, თუმცა, დღეს საქართველოში (შეიძლება სხვაგანაც!) ეს ბუნებრივი თანმიმდევრობა ამოყირავებულია და ცდილობენ, ფაქტებზე და მოვლენებზე დაყრდნობით კი არ ჩამოუყალიბდეს აზრები, (აღქმები) საზოგადოებას, არამედ პირიქით, ჯერ შექმნან აღქმები და შემდეგ ეს აღქმები მათ თვალში აქციონ ფაქტებად.

თითქოს ყველასათვის გასაგები უნდა იყოს, რომ ასეთი მოქმედება უბრალოდ, თაღლითობა და არაკეთილსინდისიერებაა, თუმცა ქართული ოპოზიციის ყველაზე გავლენიანმა და წონიანმა პროპაგანდისტმა ნიკა გვარამიამ ღია ეთერში ერთხელ პირდაპირ და გულწრფელად განაცხადა, მისი აზრით, 21-ე საუკუნეში ყველაფერს განსაზღვრავენ აღქმები და არა ფაქტები, ამიტომ თუ გამარჯვება გვინდა, საზოგადოებაში აღქმების შექმნაზე უნდა ვიმუშავოთო.

ამით მან აღიარა, რომ ნაციონალებისა და მათი ლობისტების პროპაგანდის მთელი ძალისხმევა მიმართულია აღქმების შექმნისაკენ და შემდეგ ამ აღქმების ფაქტებად გადაქცევისკენ.

ბევრს ალბათ ნიკა გვარამიას ეს მოწოდება გაახსენდა, როდესაც IRI-ს ახალი სოციოლოგიური კვლევის შედეგებს გაეცნო.
ამ ე.წ. კვლევის სხვა არალოგიკურ შედეგებზე ამჯერად არაფერს ვიტყვით, მაგრამ გვერდს ვერ ავუვლით ამერიკელების მიერ ჩატარებულ ბოლო კვლევებთან შედარებით ნაცების რეიტინგის 7%-იან ზრდას და ამდენივე პროცენტით ხელისუფლების რეიტინგის შემცირებას.

მთავარი ის კი არ არის, რომ ორიოდე თვეში საზოგადოებრივი განწყობის ასეთი მკვეთრი მეტამორფოზის არავითარი რეალური საფუძველი არ არსებობს, არამედ ის, რომ ხელისუფლების და ოპოზიციის რეიტინგების დაახლოების ტენდენციით მათ მიერ საზოგადოებაში ინერგება აღქმა, რომ ნაცები არა თუ მომაკვდავი, არამედ აღმავალი ძალის მქონე პარტიაა და ეს აღქმა საზოგადოების თვალში თანდათან ფაქტად უნდა გადაიქცეს.

მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის არჩევნებამდე ჯერ კიდევ 1,5 წელია დარჩენილი, შეიძლება ითქვას, რომ IRI-ს ამ ბოლო კვლევის შედეგების ამგვარად წარმოჩინებით სტარტი მიეცა აღქმების ფაქტად ქცევის გრძელ მარათონს. უნდა ვივარაუდოთ, რომ მომავალში ამერიკელების ყველა კვლევაში ეს დისტანცია ნაცებსა და ქოცებს შორის იგივე დარჩება ან კიდევ უფრო შემცირდება, ხოლო ამის მთავარი მიზანი იქნება ისევ და ისევ რევოლუციური სიტუაციისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა.

როდესაც ასეთი აღქმებით დაბოლილი ხალხი 2024 წელს არჩევნების შედეგებით დაინახავს, რომ ხელისუფლებამ ნაცებთან შედარებით არა 4-5%-ით, არამედ 25-30%-ით მეტი ხმები მიიღო, ამ დროს ჩაირთვება ტრადიციული მექანიზმი: „გაყალბებულია!“ „გაყალბებულია!“ და მოწოდება, "დავიცვათ საკუთარი ხმები", გამოვიდეთ ქუჩაში და" „გამყალბებლები“ გავყაროთ ხელისუფლებიდან.

ნაცებს რეალურად 150-200 ათასმა ამომრჩეველმაც რომ დაუჭიროს მხარი, ეს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა მხოლოდ 6-8%-ია, მაგრამ ამ დროს უკვე შექმნილი იქმნება აღქმები, რომ ამხელა სხვაობისთვის ხელისუფლებას მხოლოდ გაყალბებით შეეძლო მიეღწია, თორემ გამოკითხვები ხომ სხვას აჩვენებდნენ?

„გაყალბებაში“ დარწმუნებული მასის ¼-იც რომ გამოვიდეს „გამყალბებლების“ წინააღმდეგ გამართულ პერმანენტულ საპროტესტო აქციებზე, თანაც ამას თუ დაემატება დანარჩენი იმ პარტიების მომხრეებიც, რომლებიც საერთოდ ვერ გადალახავენ საარჩევნო ბარიერს და ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერას შეეცდებიან.

იმედოვნებენ, რომ ასეთნაირად მიიღებენ ტყუილზე დაფუძნებულ იმ კრიტიკულ მასას, რომელიც სავსებით საკმარისია რევოლუციური სიტუაციის შესაქმნელად.

მართალია, ეს სცენარი ახალი არ არის და მის რეალიზაციას ნაცები თითქმის ყველა არჩევნებში დამარცხების შემდეგ ცდილობდნენ, მაგრამ ამ ყველაფერს რეალიზაციის საშუალებას არ აძლევდა არჩევნებზე დამსწრე საერთაშორისო დამკვირვებლების პოზიციები. ამჯერად, როდესაც მსოფლიოს ძალიან გავლენიანი წრეები ასე მწვავედ უპირისპირდებიან საქართველოს ხელისუფლებას, დიდი ალბათობაა იმისა, რომ მათ არჩევნები არ შეაფასონ დემოკრატიულად ჩატარებულად და ამით კარტ-ბლანში მისცენ ხელში სახელმწიფო გადატრიალების მონაწილეებს.

სამწუხაროდ, ასეთი პერსპექტივის შექმნის მცდელობის ლოგიკა აშკარად ჩანს გაყალბებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნებაში.

ამ შედეგებში იმდენად ტექსტი არ არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც ქვეტექსტი და ამ კვლევის შემკვეთების სურვილები. ჩვენი აზრით, ეს საშიშროება რეალურად არსებობს და არა მხოლოდ ხელისუფლებამ, არამედ მთელი საზოგადოების ჯანსაღმა ნაწილმა აქედანვე უნდა იფიქროს მოსალოდნელი სახელმწიფო გადატრიალების გეგმების საწინააღმდეგო გზებისა და მეთოდების შემუშავებაზე, რომ მერე გვიანი არ იყოს“, - წერს კაკაბაძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვლადიმერ ბოჟაძე დონალდ ტრამპზე თავდასხმის შესახებ: ომის პარტიის სამიზნე არის ყველა ვინც იცავს საკუთარი სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებს
დავით ჩიხელიძე: 2012 წელს მართლმსაჯულებაზე წვდომის სიმცირით ევროპის მასშტაბის ბოლო ადგილზე ვიყავით, დღეს კი ევროპის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა ვართ, ვუსწრებთ ნატოს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს
ზაალ ანჯაფარიძე-უზრა ზეიას და მისნაირების ლოგიკით გამოდის, რომ აშშ-ს და ევროპის მიერ მხარდაჭერილმა და დაფინანსებულმა სუბიექტებმა აქ რომ ყველაფერი დააქციონ, მაინც ხელშეუხებელნი უნდა დარჩნენ
ვლადიმერ ბოჟაძე ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონმდებლობაზე: ბევრი პირდაპირ გვეუბნება, რომ თუ ამ კანონმდებლობას მიიღებთ, შეიძლება, თქვენი ადგილი ევროკავშირში არ იყოს, თითქოს, რომელიმე სახელმწიფოს და ხალხს ეს გაუბედეს
გია აბაშიძე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადებაზე: ლგბტ პირების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია, თანაც საერთაშორისო ურთიერთობაში კატეგორიულად მიუღებელია, ეს აკნინებს საზოგადოების ამ სეგმენტს
არქივი