სარეკლამო ადგილი - 1
976 x 90
დავით ქართველიშვილი: ფანტასტიკის ჟანრია - უკრაინული სამხედრო დაზვერვა საკუთარ ქვეყანაში გამანადგურებელი ომის დროს, ვერტმფრენებით აფრიკის შუაგულში აგზავნის თავის მედესანტეებს სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების გამოსაყვანად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
223 26 აპრილი 2023, 13:58
არ მინდა გამოგვეპაროს ქართველი და უკრაინელი ნაცების მორიგი მზაკვრული ჩანაფიქრი, რომელიც 2021 წლის მოვლენების სრული "დეჟა-ვიუ"-ა. ორი წლის წინ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, ავღანეთიდან საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანად გამოყვანის თვალსაზრისით. ამ მიზნით დამყარებული იქნა საქმიანი ურთიერთობები ახალ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რომლის მხრიდანაც ამ პროცესებისადმი აბსოლუტური ხელშეწყობა იყო. ყოველივე ეს, რა თქმა უნდა არ შედიოდა სექტანტების გეგმებში - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სუდანში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ქართველი და უკრაინელი ნაცების ჩანაფიქრი, რომ "ფარჩაკი" საქართველოს ხელისუფლების მოქალაქეები გადაარჩინონ, ამ თემას აუცილებლად ააფრიალებენ "ქურქუმალები", რადგან იმდენად პრიმიტიულად პროგნოზირებადები გახდნენ, რომ მათი გეგმების ამოცნობაც ინტერესმოკლებულია. „არ მინდა გამოგვეპაროს ქართველი და უკრაინელი ნაცების მორიგი მზაკვრული ჩანაფიქრი, რომელიც 2021 წლის მოვლენების სრული "დეჟა-ვიუ"-ა. ორი წლის წინ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, ავღანეთიდან საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანად გამოყვანის თვალსაზრისით. ამ მიზნით დამყარებული იქნა საქმიანი ურთიერთობები ახალ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რომლის მხრიდანაც ამ პროცესებისადმი აბსოლუტური ხელშეწყობა იყო. ყოველივე ეს, რა თქმა უნდა არ შედიოდა სექტანტების გეგმებში. კერძო უცხოური კომპანიების მეშვეობით, დაქირავებული მებრძოლების სტატუსით, ავღანეთის სამხედრო მისიებში მონაწილეობას იღებდა და ჩარჩენილი იყო 23 საქართველოს მოქალაქე (13 - კანადური კერძი დამქირავებელი კომპანიის კონტრაქტორი, ხოლო 6 - ამერიკული კომპანიის კონტრაქტორი). ვინაიდან ყველა მათგანი თავის დროზე სააკაშვილის მიერ იყო შერჩეული "უკრაინული ლეგიონისთვის", სექტანტების მითითებით, ეს კონტინგენტი ხელოვნურად ცდილობდა ჩაეშალა საქართველოს მთავრობის ნებისმიერი მცდელობა მათი სახლში დაბრუნების მიზნით. ეს იყო საჭირო, ერთის მხრივ, საქართველოს მოქმედი ხელისუფლების უმოქმედობაში დადანაშაულების მიზნით, ხოლო მეორეს მხრივ - როგორც ჩანს, სააკაშვილი ცდილობდა არ დაეშვა ამ "ბოევიკების" საქართველოში დაბრუნება.
ჩვენმა მთავრობამ, თავის თურქ პარტნიორებთან ერთად, დროულად უზრუნველყო სამი თურქული ავიაბორტის მომზადება, რომლებსაც შეეძლო ქართველი "ნაიომნიკების" სამშობლოში დაბრუნება. სააკაშვილისაგან მიღებული დავალების თანახმად, დათქმულ დროს, ისინი არ გამოცხადდნენ საჭირო ადგილას. იმ მომენტისთვის, ადგილობრივმა თალიბებმა უკვე მოახდინეს ამ მებრძოლების მშვიდობიანი განიარაღება და არანაირ დაბრკოლებას არ უქმნიდნენ მათ აეროპორტისკენ გადაადგილებაში. მაგრამ, მათთვისაც შეიძლება გაუგებარი გამხდარიყო ამ პირთა უცნაური მოქმედება და მაშინ თალიბანი მათ მიმართ რას მოიმოქმედებდა, ამის პროგნოზი ძნელი იქნებოდა. როგორც ჩანს, ზუსტად ამას ელოდებოდა სააკაშვილიც, რათა შემდგომ ისტერიული კამპანია წამოეწყო საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელმაც "თალიბანის ტყვეობაში ჩატოვა ქართველი მეომრები" და "უარი უთხრა სააკაშვილს, რომელიც მზად იყო კერძო თვითმფრინავით ამათი უკრაინაში დასაბრუნებლად". რამ გამახსენა დღეს ავღანეთის ეს ორი წლის წინანდელი ისტორია და სუდანში ჩარჩენილი ჩვენი მოქალაქეების ევაკუაციის ამბებმა.
მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა ჩვენი თანამემამულეების ავტობუსებით ეგვიპტეს ტერიტორიაზე გადასაყვანად, უკრაინულმა მხარემ გამაოგნებელი განცხადება გაავრცელა, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ძალებით მოხდა სუდანში ჩარჩენილი 138 მოქალაქის "გმირულად" გადარჩენა, საიდანაც 87 უკრაინელი, დანარჩენები კი - პერუსა და საქართველოს მოქალაქეები იყვნენ.
ფანტასტიკის ჟანრის ცალკე თემაა, რომ უკრაინული სამხედრო დაზვერვა საკუთარ ქვეყანაში გამანადგურებელი ომის დროს, ჰოლივუდის "ბოევიკების" საუკეთესო ტრადიციებში, ვერტმფრენებით აფრიკის შუაგულში აგზავნის თავის მედესანტე-"რემბოებს", რომ ამ "ფარჩაკი" საქართველოს ხელისუფლების მოქალაქეები გადაარჩინონ. მზად იყავით, ამ თემას დღეს თუ არა, ხვალ აუცილებლად ააფრიალებენ "ქურქუმალები", რამეთუ იმდენად პრიმიტიულად პროგნოზირებადები გახდნენ, რომ მათი გეგმების ამოცნობაც ინტერესმოკლებულია უკვე...“ - წერს ქართველიშვილი FACEBOOK - ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ჩიხელიძე: თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს ოპოზიციის ძირგამომთხრელი საქმიანობის შესახებ, რადგან მეორე ფრონტის გახსნის შემთხვევაში, რაც ოპოზიციის მიზანი იყო და არის, ომის სიმძიმე ყველას შეგვეხებოდა
გია აბაშიძე-ვითომ რუსული კანონის გამპროტესტებელი ადამ კინზინგერი "ქართულ ოცნებას" ვითომ აკრიტიკებს. ექს-კონგრესმენს, ქართველი ლიბძებილების დროებით კუმირს კინზინგერს გაქცეული ნაცჩინოვნიკები არ უხდიან
ვლადიმერ ბოჟაძე: ძალიან მარტივია დაინახო 2012 წლის შემდეგ, ქვეყნის წინსვლა და განვითარება, ძალიან მარტივია დაინახო განსხვავება 2012 წლამდე და 2012 წლის შემდგომ საქართველოს შორის, ძალიან მარტივია რადგან რიცხვები არ და ვერ იტყუებიან
დავით ქართველიშვილი რადიკალებს: ქართულ საზოგადოებაში ლეთარგიული ძილიდან გამოიღვიძა ქართულმა გენმა და ქართველობის კოდმა, ასე რომ, ტყუილად ნუ შეწუხდებით
ზურაბ ქადაგიძე სუს-ის განცხადებაზე-საქართველომ ყველა საშუალება და საერთაშორისო მექანიზმი უნდა გამოიყენოს ამ საქმეზე სამართლებრივი შედეგის მიღებისთვის. ყველა პირი იდენტიფიცირებული იქნას, დამკვეთები დადგენილი და ქართული მართლმსაჯულების წინაშე მკაცრად პასუხგებული
არქივი