დავით ქართველიშვილი: ბოლოს ნაცმოძრაობის ლიდერები ერთმანეთს დუელში გამოიძახებენ - სეკუნდანტობას "ლელოელებს" სთხოვენ, რომლებიც "გორბის" გამოკითხვებით "თითქმის არც არსებობენ"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
89 12 მაისი 2023, 16:35
“მალე მელია ამ სამეულის დასანქცირებას მოითხოვს და ამ თხოვნით სანქციების სფეროში კიდევ ერთ არაფორმალურ მმართველს - არახამიას მიმართავს”, - ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ნიკა მელიას განცხადებას, რომლის თანახმად მან ნაცმოძრაობის არაფორმალურ მმართველად კეზერაშვილთან და მერაბიშვილთან ერთად ზურაბ ადეიშვილი დაასახელა. 
„ბალახი მწვანეა, წყალი სველია. დაიწყო ბანალური აღიარებების ცვენა. მალე მელია ამ სამეულის დასანქცირებას მოითხოვს და ამ თხოვნით სანქციების სფეროში კიდევ ერთ არაფორმალურ მმართველს - არახამიას მიმართავს. ბოლოს ერთმანეთს დუელში გამოიძახებენ - სეკუნდანტობას "ლელოელებს" სთხოვენ, რომლებიც "გორბის" გამოკითხვებით "თითქმის არც არსებობენ". მოკლედ ძალზე უინტერესოდ, მაგრამ მაინც ვითარდება ეს სერიალი - თუმცა "პულტი" ჩვენს ხელშია და ყოველთვის შეგვიძლია საქართველოს წინსვლისა და განვითარების "არხებზე" გადავრთოთ“, - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო ფოჩხუა: ჩვეულებრივი კრიმინალური გარჩევა იყო ორ დაჯგუფებას შორის რომლის ერთ მხარეს იდგა წარსულში მკვლელობისთვის მსჯავრდებული, ჩამშვები და “ნაცებთან” მიკედლებული ირაკლი ეძგვერაძე, მეტსახელად “ჭყიპინა", მეორე მხარეს - მისი ძველი საძმო
მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, ფილმი "იარე ლიზა", რომელიც წულუკიანის ბრძანებით დაფინანსდა, რუსული პროპაგანდის განუყოფელი ნაწილია, ისევე როგორც ფარცხალაძის ტროლფაბრიკები
ზურაბ ქადაგიძე: უცნაური ბიოგრაფია აღმოაჩნდა ნაციონალ ეძგვერაძეს - ჯერ ხულიგნობდა, მერე მკვლელობის მცდელობაზე მჯდარა, მერე ონკოლოგიური დაავადება მოუფიქრებია და სააკაშვილს შეუწყალებია
ლევან ნიკოლეიშვილი ირაკლი ეძგვერაძეზე - ნაცი „ჭყიპინა“ ადრე ქუჩის ბიჭი იყო, კაცს ესროლა და დაიჭირეს, სამედიცინო ცნობაში ჩააწერინა, თითქოს კიბო ჰქონდა და ციხიდან გამოუშვეს, სამაგიეროდ ძმაკაცების ჩაშვება დაიწყო - აი, ამ საქციელის გამო მოსდეს ყბაში
დავით ქართველიშვილი: პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის გუშინდელი გამოსვლა იყო ისეთი ლიდერის მიმართვა მსოფლიოსადმი, რომელმაც საკუთარ ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნა. ამიტომ, არ დადის კაბინეტ-კაბინეტ გაშლილი ხელით და არაფერს ითხოვს
არქივი