ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა, დადასტურდა, რომ სახელმწიფოს მოქმედება მიხეილ სააკაშვილის მიმართ იყო კორექტული და ადამიანის უფლებათა უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
105 12 მაისი 2023, 18:33

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა მისი საზღვარგარეთ გადაყვანის შესახებ. დადასტურდა, რომ სახელმწიფოს მოქმედება მიხეილ სააკაშვილის მიმართ იყო კორექტული და ადამიანის უფლებათა უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი Facebook-ზე წერს.

„მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების მომენტიდან საქართველო გახდა მასშტაბური დეზინფორმაციული კამპანიის სამიზნე. განცხადებები, დემარშები, რეზოლუციები, რომლებმაც უპრეცედენტო ზიანი მიაყენეს ჩვენს ქვეყანას და ხალხს.

ამ კამპანიაში ნებსით თუ უნებლიეთ მონაწილეობდნენ როგორც ქართული ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე უცხოელი პოლიტიკოსები და დიპლომატები.

ერთადერთი, რასაც ქართველი ხალხი დღეს მოელის და იმსახურებს, არის ის, რომ მათ, ვინც ეს ზიანი მიაყენეს საქართველოს, იმავე მონდომებით იზრუნონ მათი სიტყვით და საქმით გამოწვეული ზიანის აღმოფხვრაზე.
ეს იქნებოდა დასტური ქართველი ხალხის მიმართ მეგობრობის და პატივისცემისა“, - წერს პაპუაშვილი.

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: ასეთია რეზიდენტის ხვედრი, ჯერ ორ ლუკმას გადმოგიგდებენ, ოჯახის წევრებს დაგისაქმებენ, იმიჯს შეგიქმნიან და მერე, გადაფურთხებულს აგალოკინებენ
დავით ქართველიშვილი: რუსული დეზინფორმაცია ისევე შემოუბრუნდა USAID-ს, როგორც ამერიკული კანონის, FARA-ს სახით შემოუბრუნდა ის „რუსული კანონი", რომელიც შორეული ამერიკიდან სისტემატურად გვაწვდის ოპერატიულ მასალას სააკაშვილზე და მის ოჯახზე
დავით ქართველიშვილი მაია კოპალეიშვილზე: ამ „უცხო ენაზე“ თსუ-ს პროფესორი და საკონსტიტუციო სასამართლёს ყოფილი მოსამართლе გესაუბრება
თამარ ჩიბურდანიძე: ჩუგოშვილმა პრეზიდენტის სიტყვების ციტირებით ფაქტობრივად თავად გამოუტანა განაჩენი პრეზიდენტს - კონსტიტუციის დარღვევა
მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის წარმომადგენელზე: მთლად ასეთ გიჟურ არგუმენტებსაც არ ველოდი, მმართველობის ფორმა დააყენეს ეჭვქვეშ
არქივი