ზურაბ ქადაგიძე ლევან ბერძენიშვილზე: ზნეობაზე და მორალზე საუბრობს ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება პარაზიტი, სხვისი ხელიდან მკენკავია და მიუხედავად "პრადვინუტი" იმიჯისა, საკუთარი პოლიტიკა ვერასოდეს აწარმოა, რადგან  ელექტორალურადაც კი ნულია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
99 15 მაისი 2023, 12:37
„ახალი იდიოტობა მოუფიქრებია და ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს საქმიანობას უზნეობას უწოდებს. ადამიანმა 3 მილიარდი დოლარი საკუთარ ქვეყანას უანგაროდ დაახარჯა და ერთი მომგებიანი პროექტიც კი არ უწარმოებია საქართველოში. ფონდები, რომლებმაც სახელმწიფო, საჯარო, კერძო თუ ადამიანური კაპიტალიც კი ეგზისტენციალური საფრთხისაგან იხსნა, თურმე უზნეობა ყოფილა“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ზურაბ ქადაგიძემ, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, ლევან ბერძენიშვილი ამჯერად ბიძინა ივანიშვილის საქმიანობაზე ალაპარაკდა, თუმცა ამ თემაზე ზედმეტი საუბარი არ არის საჭირო, რადგან ბიძინა ივანიშვილმა 3 მილიარდი დოლარი უანგაროდ გაიღო ჩვენი ქვეყნისთვის, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მომგებიანი ბიზნესი არასდროს უწარმოებია.

„პიტალო აზროვნების მაგისტრ ლევან ბერძენიშვილს არ ასვენებს  ბოღმა-ინტელექტი და „სიბრძნეებს“ ანთხევს.

ახალი იდიოტობა მოუფიქრებია და ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს საქმიანობას უზნეობას უწოდებს.

ადამიანმა 3 მილიარდი დოლარი საკუთარ ქვეყანას უანგაროდ დაახარჯა და ერთი მომგებიანი პროექტიც კი არ უწარმოებია საქართველოში. ფონდები, რომლებმაც სახელმწიფო, საჯარო, კერძო თუ ადამიანური კაპიტალიც კი ეგზისტენციალური საფრთხისაგან იხსნა, თურმე უზნეობა ყოფილა.

მდაა, ზნეობასა და მორალზე საუბრობს ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება პარაზიტი, სხვისი ხელიდან მკენკავია და მიუხედავად „პრადვინუტი“ იმიჯისა, საკუთარი პოლიტიკა ვერასოდეს აწარმოა, რადგან ელექტორალურადაც კი ნულია.“ - წერს ზურაბ ქადაგიძე
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: ასეთია რეზიდენტის ხვედრი, ჯერ ორ ლუკმას გადმოგიგდებენ, ოჯახის წევრებს დაგისაქმებენ, იმიჯს შეგიქმნიან და მერე, გადაფურთხებულს აგალოკინებენ
დავით ქართველიშვილი: რუსული დეზინფორმაცია ისევე შემოუბრუნდა USAID-ს, როგორც ამერიკული კანონის, FARA-ს სახით შემოუბრუნდა ის „რუსული კანონი", რომელიც შორეული ამერიკიდან სისტემატურად გვაწვდის ოპერატიულ მასალას სააკაშვილზე და მის ოჯახზე
დავით ქართველიშვილი მაია კოპალეიშვილზე: ამ „უცხო ენაზე“ თსუ-ს პროფესორი და საკონსტიტუციო სასამართლёს ყოფილი მოსამართლе გესაუბრება
თამარ ჩიბურდანიძე: ჩუგოშვილმა პრეზიდენტის სიტყვების ციტირებით ფაქტობრივად თავად გამოუტანა განაჩენი პრეზიდენტს - კონსტიტუციის დარღვევა
მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის წარმომადგენელზე: მთლად ასეთ გიჟურ არგუმენტებსაც არ ველოდი, მმართველობის ფორმა დააყენეს ეჭვქვეშ
არქივი