სარეკლამო ადგილი - 1
976 x 90
ჩვენ დღეს ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, რომელიც თავისუფლად შეიძლება ითქვას ზოგიერთ ომზე რთული გადასატანია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
185 25 მაისი 2023, 14:20

ჩვენ გვაქვს დღეს ქვეყანაში მშვიდობა, რომელიც თავისუფლად შეიძლება ითქვას ზოგიერთ ომზე რთული გადასატანია, განსაკუთრებით გუნდის ლიდერებისთვის, თუმცა ამას არავის ვაყვედრით, რადგან ამ ყველაფერს ჩვენი სამშობლოსთვის ვაკეთებთ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მორიგ განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

„არსებობს რაღაც საკითხები, რომელიც შეიძლება ჩვენთვის იყოს ცნობილი და რომელზეც ასე ღიად ჩვენ საზოგადოების წინაშე არ და ვერ ვლაპარაკობდით. ჩვენ ყველაფრის მიუხედავად, ვუფრთხილდებით ჩვენს მეგობრებს, მათთან ურთიერთობებს, რომ არ დაზიანდეს ქვეყნის პერსპექტივები. ერთი მხრივ, ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, ეროვნული საკითხები და მეორე მხრივ, მისი ხვალინდელი დღე და ევროპული მომავალი. აქედან გამომდინარე, ასეთი საკითხები შეიძლება ჩვენთვის საკამათო იყოს იმ რაკურსით, რამდენად უნდა ვილაპარაკოთ ასე ღიად რაღაც საკითხებზე. თავის დროზე, თქვენ თუ გახსოვთ, ჩვენ თავი შევიკავეთ იმ ამბების გახმოვანებისგან, რაზეც მაგალითად „ხალხის ძალა“ საუბრობდა და ერთადერთი წინააღმდეგობა ჩვენ შორის, სხვა წინააღმდეგობა ნამდვილად არ იყო, იყო ის, ამ საკითხებზე გველაპარაკა თუ არა. მათ გადაწყვიტეს, რომ უფრო მეტის თქმაა საჭირო, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამის გარეშეც გავივლიდით და არ დავზიანდებოდით ისე, რომ რაღაც სერიოზული საფრთხე შეჰქმნოდა ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ამას ვახერხებთ დღეს. ჩვენ გვაქვს დღეს ქვეყანაში მშვიდობა, რომელიც თავისუფლად შეიძლება ითქვას ზოგიერთ ომზე რთული გადასატანია, განსაკუთრებით გუნდის ლიდერებისთვის, თუმცა ამას არავის ვაყვედრით, რადგან ამ ყველაფერს ჩვენი სამშობლოსთვის ვაკეთებთ“, - განაცხადა მდინარაძემ.

„პოლარიზაცია ამერიკელების საყვარელი ინსტრუმენტია, რომელიც მათ უცხო ქვეყანაში წყლის ამღვრევის და შემდეგ, თავისივე ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერის საშუალებას აძლევს. საქართველოშიც პოლარიზაცია სწორედ მათი შემოქმედებაა. ეს არის სრულიად ხელოვნური მოვლენა, რომელიც ამერიკელებმა, ძალდატანებითი კოჰაბიტაციით, 2012 წლიდან მოგვახვიეს თავს. როდესაც დანაშაულებრივ პოლიტიკურ ძალას ხელშეუხებლობის გარანტიებს აძლევ, ბუნებრივია, ამით ქვეყანას პოლარიზაციის ჩაკეტილი წრისთვის წირავ. ფსევდოშუაშისტური ფრთის ჩამოყალიბების მიზნით, ამერიკელებმა ცოტა ხნის წინ პოლიტიკურ სცენაზე გამოიყვანეს ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი, ვიქტორ ყიფიანი, რომელსაც ალაპარაკებენ, წარსული უნდა დავივიწყოთ და მხოლოდ წინ უნდა ვიყუროთო.“, - წერს შათირიშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ჩიხელიძე: თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს ოპოზიციის ძირგამომთხრელი საქმიანობის შესახებ, რადგან მეორე ფრონტის გახსნის შემთხვევაში, რაც ოპოზიციის მიზანი იყო და არის, ომის სიმძიმე ყველას შეგვეხებოდა
გია აბაშიძე-ვითომ რუსული კანონის გამპროტესტებელი ადამ კინზინგერი "ქართულ ოცნებას" ვითომ აკრიტიკებს. ექს-კონგრესმენს, ქართველი ლიბძებილების დროებით კუმირს კინზინგერს გაქცეული ნაცჩინოვნიკები არ უხდიან
ვლადიმერ ბოჟაძე: ძალიან მარტივია დაინახო 2012 წლის შემდეგ, ქვეყნის წინსვლა და განვითარება, ძალიან მარტივია დაინახო განსხვავება 2012 წლამდე და 2012 წლის შემდგომ საქართველოს შორის, ძალიან მარტივია რადგან რიცხვები არ და ვერ იტყუებიან
დავით ქართველიშვილი რადიკალებს: ქართულ საზოგადოებაში ლეთარგიული ძილიდან გამოიღვიძა ქართულმა გენმა და ქართველობის კოდმა, ასე რომ, ტყუილად ნუ შეწუხდებით
ზურაბ ქადაგიძე სუს-ის განცხადებაზე-საქართველომ ყველა საშუალება და საერთაშორისო მექანიზმი უნდა გამოიყენოს ამ საქმეზე სამართლებრივი შედეგის მიღებისთვის. ყველა პირი იდენტიფიცირებული იქნას, დამკვეთები დადგენილი და ქართული მართლმსაჯულების წინაშე მკაცრად პასუხგებული
არქივი