რა რეალური მიზნით ჩავიდა მოსკოვში სააკაშვილის მოძღვარი და რა გზავნილი ჩაუტანა „პუტინის პირადი პატიმრის“ დავალებით აგრესორ რუსეთის პრეზიდენტთან გადასაცემად?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
54 25 მაისი 2023, 15:23

როდესაც საქართველოში ლავროვის არარსებულ ნათესავებს, არარსებული სანქციების გამო ეძებდნენ, ხოლო შუალედებში აპროტესტებენ მოსკოვთან პირდაპირ ფრენებს, სამი რამ (მინიმუმ) მაგრად „ტეხავს“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი წერს.

მისი თქმით, როდესაც საქართველოში ლავროვის არარსებულ ნათესავებს, არარსებული სანქციების გამო ეძებდნენ, ხოლო შუალედებში აპროტესტებენ მოსკოვთან პირდაპირ ფრენებს, მაშინ იგივე ადამიანებს სააკაშვილის მოძღვრის რუსეთში ვიზიტთან დაკავშირებითაც უნდა გაუჩნდეთ პროტესტი.


"დღეს ამაღლებაა. დასრულდა წირვა. მრევლი ეზიარა. მაგრამ რასაც დავწერ, არანაირად არ ეხება დღევანდელი დღის მისტიკურ და ეკლესიურ შინაარსს - ამიტომ დღესასწაულს და ზეიმს ჩრდილს არ მივაყენებ.

რუსეთის პატრიარქი კირილე სანქციების ქვეშ არის შეყვანილი დიდი ბრიტანეთის, ავსტრალიის, კანადის, ჩეხეთის, ლიეტუვას და (დარწმუნებული ვარ) სანამ ამას ვწერდი, კიდევ რომელიმე დასავლური ქვეყნის მიერ.

როდესაც საქართველოში ლავროვის არარსებულ ნათესავებს, არარსებული სანქციების გამო ეძებდნენ, ხოლო შუალედებში აპროტესტებენ მოსკოვთან პირდაპირ ფრენებს, სამი რამ (მინიმუმ) მაგრად „ტეხავს“.

„ტეხავს", რომ „შვიშტოკიანი პედრიოტები“ არ ჩაუსაფრდნენ თბილისი-მოსკოვის ავიარეისის რეგისტრაციისას სააკაშვილის მოძღვარს, მეუფე ნიკოლოზს და სამგზის არ შეარცხვინეს იგი: 1) რატომ სარგებლობთ პირდაპირი რეისით, 2) რატომ მიემგზავრებით ტერორისტ-სახელმწიფოდ გამოცხადებულ (ზოგიერთის მიერ) რუსეთში და 3) რატომ ხვდებით სანქცირებულ კირილეს - მით უმეტეს, მის „ანგელოზის დღეზე“ დასწრების მიზნით.

მეოთხე რამეც „ტეხავს“, რომ ამ ყველაფერს „გლავკანალი“, „ჭუტავიზია“ და „ოფშორმედია“ არ აშუქებდა, აეროპორტიდან დაწყებული და (გარწმუნებთ) არც მისი დაბრუნებით დამთავრებული, რის შესახებაც დიდი ალბათობით ასევე არ გველოდება რაიმე სიუჟეტი.

ახლა კი ეს არშემდგარი რუსოფობიური პარანოია და ჩავარდნილი საინფორმაციო გაშუქება წარმოიდგინეთ, მოსკოვში (ვთქვათ) მეუფე იაკობის და მეუფე შიოს გამგზავრების შემთხვევაში.

მაგრამ არც ესაა ძირითადი. აი ჩემი მთავარი შეკითხვა: ვინაიდან ეს ვიზიტი არ იყო შეთანხმებული საპატრიარქოსთან და სააკაშვილის მოძღვრის კერძო ინიციატივას წარმოადგენს - რა რეალური მიზნით ჩავიდა მოსკოვში მეუფე ნოლოზი და რა გზავნილი ჩაუტანა "პუტინის პირადი პატიმრის" დავალებით აგრესორ რუსეთის პრეზიდენტთან გადასაცემად?" - წერს ქართველიშვილი.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, მეუფე ნიკოლოზის ჩასვლა მოსკოვში პატრიარქ კირილესთვის ანგელოზის დღის მისალოცად არის კერძო ვიზიტი და ის არ წარმოადგენს საპატრიარქოს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ჩერგოლეიშვილი ვაშაძეზე: ეს კლოუნი ნახეთ - ჩინური მიშობა უბრალოდ ვულგარულობამდე კომუკურია
გოგა ხაინდრავა: LGBT თემი მოუწოდებს პრეზიდენტ სალომე ხაბეიშვილს 31 მაისს ევროს პარლამენტში გამოსვლისას მოითხოვოს საქართველოსთვის დაჩქარებული წესით სტატუსის მონიჭება
გოგა ხაინდრავა: „გოვორიტ მოსკვა!“ გაიძახის საბჭოური ნოსტალგიის ექსტაზში გორბაჩოვის პარტიის აქტივისტი რასა იუკნევიჩიენე
რუსა მაჩაიძე: ნაცებმა პოლიტსაბჭო მიშას სახლში რომ ჩაატარეს კია ძალიან გულისამაჩუყებელი, მაგრამ კანონდარღვევა რომაა, რა ვქნათ?
ამირან სალუქვაძე ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს -რატომ უხდით რუსეთის ნავიგაციას ფულს? თქვენს მგზავრებს უქმნით კომფორტს და ჩვენგან რატომ ითხოვთ, ჩვენმა მგზავრებმა იფრინონ ტრანზიტით, რას გიწყვიტავთ ერთი-ორი რეისი, როცა თქვენ ახორციელებთ ასობით ფრენას რუსეთის გავლით?
არქივი