თამარ ჩიბურდანიძე პრეზიდენტს: გიორგი ანწუხელიძეს და ოთხოზორიას ბოდიში იმაზე მოუხადეთ, რომ საქართველოს ერთიანობისთვის არ იბრძვით, რისთვისაც მათ თავი გაწირეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
38 26 მაისი 2023, 14:04
"მრჩება განცდა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დაივიწყა, ან დაავიწყებინეს ტერიტორიული მთლიანობის იდეა. აშკარაა, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ვიღაცისთვის თავის ტკივილია და სურთ დაგვავიწყონ ან უარი გვათქმევინონ ამაზე", - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელ გამოსვლას "ხალხის ძალის" წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში. 

მან სამარცხვინო უწოდა სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას და განაცხადა, რომ პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლაში დღესაც არ ყოფილა მთავარი თემა - საქართველოს გამთლიანება. 

"ისტორიულად სამარცხვინო იყო დღეს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა. დღეს მთელი მსოფლიო გვიყურებს და სალომე  ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ ლაფი დაასხა თავზე საქართველოს, იმ სამხედროებს, რომლებიც სამშობლოს სიყვარულით  გულანთებულნი მის წინ იდგნენ. მჯერა, ყველა სამხედროს ტკიოდა ის, რომ ასეთი მთავარსარდალი ჰყავთ. უკვე მერამდენედ ეს პიროვნება ჩვენი ქვეყნის  ღირსებას ლახავს. 

პრეზიდენტმა ბოდიში მოუხადა ანწუხელიძის და ოთხოზორიას ოჯახებს იმისათვის, რაც საქართველოში ხდება. მე კი შევახსენებ მას, რომ გიორგი ანწუხელიძემ, შინდისის გმირებმა, გზირიშვილიმა და სხვებმაც საქართველოს ერთიანობისთვის გაწირეს თავი. ამ გმირების ხსოვნისადმი პატივისცემა კი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაა. საქართველოს პრეზიდენტი კი არაფერს აკეთებს ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის. არც დღეს ყოფილა მის სიტყვაში მთავარი თემა საქართველოს გამთლიანება. როგორც ჩანს, ზურაბიშვილს ავიწყდება, რომ პრეზიდენტია და უპირველეს ყოვლისა, ამაზე უნდა ზრუნავდეს. 

მრჩება განცდა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დაივიწყა, ან დაავიწყებინეს ტერიტორიული მთლიანობის იდეა. აშკარაა, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ვიღაცისთვის თავის ტკივილია და სურთ დაგვავიწყონ ან უარი გვათქმევინონ ამაზე. სწორედ ამას აკეთებს დღეს სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი. 

სალომე ზურაბიშვილმა დღეს წითელი ხაზი გადაკვეთა ქართველ ხალხთან. თუკი მას ჰგონია, რომ რომელიმე ქართველი, გაყიდული სულების გარდა, აფხაზეთს და სამაჩაბლოს რამეზე გაცვლის, ძალიან ცდება. ამაზე მკაცრ პასუხს მიიღებს ხალხისგან", - წერს თამარ ჩიბურდანიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ჩერგოლეიშვილი ვაშაძეზე: ეს კლოუნი ნახეთ - ჩინური მიშობა უბრალოდ ვულგარულობამდე კომუკურია
გოგა ხაინდრავა: LGBT თემი მოუწოდებს პრეზიდენტ სალომე ხაბეიშვილს 31 მაისს ევროს პარლამენტში გამოსვლისას მოითხოვოს საქართველოსთვის დაჩქარებული წესით სტატუსის მონიჭება
გოგა ხაინდრავა: „გოვორიტ მოსკვა!“ გაიძახის საბჭოური ნოსტალგიის ექსტაზში გორბაჩოვის პარტიის აქტივისტი რასა იუკნევიჩიენე
რუსა მაჩაიძე: ნაცებმა პოლიტსაბჭო მიშას სახლში რომ ჩაატარეს კია ძალიან გულისამაჩუყებელი, მაგრამ კანონდარღვევა რომაა, რა ვქნათ?
ამირან სალუქვაძე ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს -რატომ უხდით რუსეთის ნავიგაციას ფულს? თქვენს მგზავრებს უქმნით კომფორტს და ჩვენგან რატომ ითხოვთ, ჩვენმა მგზავრებმა იფრინონ ტრანზიტით, რას გიწყვიტავთ ერთი-ორი რეისი, როცა თქვენ ახორციელებთ ასობით ფრენას რუსეთის გავლით?
არქივი