გია აბაშიძე სალომე ზურაბიშვილზე - დაკისრებული მოვალეობების შესრულების ნაცვლად, ბავშვივით ჭირვეულობს და ვერ გაუცნობიერებია საკუთარი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ერის წინაშე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
146 07 ივნისი 2023, 12:23
სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა არის კლასიკური პოლიტიკური ზიგზაგი - არამდგრადობა, არაადეკვატურობა ახირებების თანხლებით. მისი მავნებლური განცხადებები იქეთ იყოს და თავის დროზე, ელჩების დანიშვნაზეც და მისთვის მინიჭებული შეზღუდული მანდატის ფარგლებშიც გამოავლინა დროებითი, სხვა ბავშვური კაპრიზები. ამჯერად საქმე ეხება კონსტიტუციურ ინსტიტუტს - საქართველოს ეროვნული ბანკის გამართულ ფუნქციონირებას - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, საბჭოს წევრების არჩევის საკითხზე პრეზიდენტთან ბოლო კომუნიკაცია მმართველი გუნდის ინიციატივით გუშინ შედგა, თუმცა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ წლის ბოლომდე ის პარლამენტს არცერთ კანდიდატურას არ წარუდგენს.
“სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა არის კლასიკური პოლიტიკური ზიგზაგი - არამდგრადობა, არაადეკვატურობა ახირებების თანხლებით. მისი მავნებლური განცხადებები იქეთ იყოს და თავის დროზე, ელჩების დანიშვნაზეც და მისთვის მინიჭებული შეზღუდული მანდატის ფარგლებშიც გამოავლინა დროებითი, სხვა ბავშვური კაპრიზები.
ამჯერად საქმე ეხება კონსტიტუციურ ინსტიტუტს - საქართველოს ეროვნული ბანკის გამართულ ფუნქციონირებას.
კონსტიტუციის თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს ირჩევს პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით. მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის შესაბამისი კონსულტაციები უკვე შედგა, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა მზაობა, ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთ წევრად ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა წარმოედგინა. საბჭოს შემადგენლობის სულ მცირე ერთი წევრით შევსების შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნაც გახდებოდა შესაძლებელი. კონსულტაციების დროს, კონკრეტული თარიღებიც დაფიქსირდა - თებერვალი, 8 მარტი და სხვ. თუმცა, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ყველა შეთანხმებული ვადა დაარღვია და მას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი პარლამენტისთვის დღემდე არ წარუდგენია. ერთ-ერთი შეთანხმების თანახმად, ქალბატონი ზურაბიშვილი პარლამენტს ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას წარუდგენდა იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი პრეზიდენტის მიერ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონზე დადებულ ვეტოს არ დაძლევდა. პარლამენტმა შეთანხმება შეასრულა და ვეტო არ დაძლია, თუმცა, სამწუხაროდ, პრეზიდენტმა პირობა ამ შემთხვევაშიც დაარღვია. საბჭოს წევრების არჩევის საკითხზე პრეზიდენტთან ბოლო კომუნიკაცია მმართველი გუნდის ინიციატივით გუშინ შედგა, თუმცა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ წლის ბოლომდე ის პარლამენტს არცერთ კანდიდატურას არ წარუდგენს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტის მიმართ პრეზიდენტის ამგვარი უდიერი დამოკიდებულება მის კონსტიტუციურ პასუხისმგებლობასთან პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის. მისგან განსხვავებით, "ქართული ოცნების" გუნდი ვერ დაუშვებს ინსტიტუციურ კრიზისს ვერცერთ სახელმწიფო ინსტიტუტში და იზრუნებს თითოეული კონსტიტუციური ორგანოს გამართულ ფუნქციონირებაზე. ეს არის მმართველი გუნდის პასუხისმგებლობა ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე. ბუნებრივია, პარლამენტს მოუწევს ვეტოს დაძლევა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი იმ ცვლილებების საბოლოოდ მიღება, რომლის მიზანი ეროვნული ბანკის შეუფერხებელი საქმიანობის უზრუნველყოფა იყო. აშშ-ში, მადამ ვიცე-პრეზიდენტზე, კამალა ჰარისზე ხშირად ამბობენ, რომ საქმის კეთების ნაცვლად, ის ხუმრობს და იცინის. ჩვენს შემთხვევაში, პრეზიდენტ ზურაბიშვილზე ასე ვიტყოდი - დაკისრებული მოვალეობების შესრულების ნაცვლად, ბავშვივით ჭირვეულობს და ვერ გაუცნობიერებია საკუთარი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ერის წინაშე!” – აბაშიძე facebook - ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ხდება უნგრეთი, როგორ გგონიათ, ქვეყანა რომელიც მთავარ პარტნიორად კავკასიაში განიხილავს საქართველოს და ორბანი, რომელიც კობახიძეს გროსმაისტერად მოიხსენიებს, ვიზალიბერალიზაციას შეგვიჩერებს?!
დავით ქართველიშვილი: ვინც 28-ში პროტესტის ნიშნად დააიგნორებს „რუსულ ბზობას", ყველანი რესპუბლიკის მოედანზე, რომელსაც ნაცებიც კი აღარ მოიხსენიებენ „ვარდების რევოლუციის მოედნად"
ზურაბ ქადაგიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას მოითხოვენ იმისათვის, რომ 2012 წლის შემდეგ საკუთარი ოჯახის უსაფრთხოების ხარჯზე იცავს საქართველოში მშვიდობას, ხოლო მოითხოვენ სააკაშვილის უპირობო თავისუფლებას, რომელმაც შექმნა მოძალადე სისტემა
დავით ქართველიშვილი: ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ მოიხსენიეს - ამით დასრულდა ზღაპარი მათ მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პატივისცემის თაობაზე
ლევან ნიკოლეიშვილი: საქართველოს დაპყრობა ბევრჯერ სურდათ ეროვნული იდენტობის წაშლითა და სარწმუნოებასთან დაშორებით - ხელისუფლის პრინციპულობით, სარწმუნოებისა და იდენტობის განმტკიცებით და სამშობლოს სიყვარულით, ოკუპაცია არა თუ დროებითია, არამედ საბოლოოდ კიდეც სრულდება
არქივი