ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივება არის საერთაშორისო ვალდებულებების ნაწილი და ამიტომაც ყველანაირი სპეკულაციები ამ თემაზე, ჩვეულებრივი სიბრიყვეა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
227 07 ივნისი 2023, 14:44
საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივება არის აღებული საერთაშორისო ვალდებულებების ნაწილი და ამიტომაც ყველანაირი სპეკულაციები ამ თემაზე, უკვე გვარიანად მოყირჭებული სულელური ნარატივით, არის ჩვეულებრივი სიბრიყვე, - ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განმარტებით, თანამემამულეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივების ინიციატივა, ქვყანას კიდევ უფრო დააახლოვებს საერთაშორისო სტანდარტებთან.
„საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივება არის აღებული საერთაშორისო ვალდებულებების ნაწილი და ამიტომაც ყველანაირი სპეკულაციები ამ თემაზე, უკვე გვარიანად მოყირჭებული სულელური ნარატივით, არის ჩვეულებრივი სიბრიყვე.
ისე, ბრიყვი ყოველთვის ნებას არ უნდა მიუშვა. რომ მივუშვით, ვნახეთ რაც დაგვმართეს P.S. UNHCR მიესალმება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც მიზნად ისახავს მოქალაქეობის არმქონე პირთათვის ბინადრობის ცენზის 5 წლამდე შემცირებას. ეს ერთ-ერთია 2019 წელს საქართველოს მთავრობის მიერ აღებული ვალდებულებათაგან, რაც საქართველოს პრაქტიკას კიდევ უფრო დააახლოვებს საერთაშორისო სტანდარტებთან და სრულ შესაბამისობაშია 1954 წლის კონვენციასთან მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ.“ - წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: დღევანდელი ევროკავშირი ამერიკის ხელში არის ბუფერული ზონა რუსეთსა და ჩინეთს შორის
ზურაბ ქადაგიძე: ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ხდება უნგრეთი, როგორ გგონიათ, ქვეყანა რომელიც მთავარ პარტნიორად კავკასიაში განიხილავს საქართველოს და ორბანი, რომელიც კობახიძეს გროსმაისტერად მოიხსენიებს, ვიზალიბერალიზაციას შეგვიჩერებს?!
დავით ქართველიშვილი: ვინც 28-ში პროტესტის ნიშნად დააიგნორებს „რუსულ ბზობას", ყველანი რესპუბლიკის მოედანზე, რომელსაც ნაცებიც კი აღარ მოიხსენიებენ „ვარდების რევოლუციის მოედნად"
ზურაბ ქადაგიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას მოითხოვენ იმისათვის, რომ 2012 წლის შემდეგ საკუთარი ოჯახის უსაფრთხოების ხარჯზე იცავს საქართველოში მშვიდობას, ხოლო მოითხოვენ სააკაშვილის უპირობო თავისუფლებას, რომელმაც შექმნა მოძალადე სისტემა
დავით ქართველიშვილი: ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ მოიხსენიეს - ამით დასრულდა ზღაპარი მათ მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პატივისცემის თაობაზე
არქივი