დავით ქართველიშვილი გიორგი გახარიაზე: აგენტოკრატების რეზიდენტურამ გახარიაზე და მის გუნდის წევრებზე გააკეთა ფსონი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
108 29 ივლისი 2023, 21:15
ცალი კალოშით მოსკოვში ჩარჩენილი „პოლიტიკოსი“ გახარია ქართველ ხალხს, ჩვენ შვილებს, მათ შორის იმ შვილებს, რომლებსაც თვალებს უთხრიდა დეპუტატ გავრილოვის უკანალის შეურაცხყოფისთვის, დღეს რუსეთით აშინებს, ოღონდ „ჩერეზ ჩინეთის გავლით“ რუსეთით“, - ამის შესახებ, სოციალურ ქსელში  „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს, რომელიც მედიაში გავრცელებულ გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება, სადაც გახარია „ქართულ ოცნებას“,   რუსეთთან საქართველოს პირისპირ მარტო დატოვებაში ადანაშაულებს.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, გახარიას ახალი ბრძანება აქვს მიღებული და ამ ბრძანებას ასრულებს. 


„ველორბოლიდან მახსოვს, ამა თუ იმ ეტაპზე გამოვლენილ ლიდერს „ყვითელ მაისურს“ აცმევენ, რათა შემდგომ ეტაპებზე ყველამ გაარჩიოს თავისი ძირითადი კონკურენტი და სწორება მასზე ჰქონდეს. მაგრამ, როდესაც ამ მაისურს რაიმე დამსახურების გარეშე გაცმევენ, ამ შემთხვევაში პოლიტიკურ ლუზერს - ეს უკვე გაუგებარია.
როგორც ჩანს, აგენტოკრატების რეზიდენტურამ გახარიაზე და მის გუნდის წევრებზე გააკეთა ფსონი. 

ბრძანება „FAS!“ შესასრულებლად მეორე დღეა სწორედ მათ ერგოთ. ცალი კალოშით მოსკოვში ჩარჩენილი „პოლიტიკოსი“ გახარია ქართველ ხალხს, ჩვენ შვილებს, მათ შორის იმ შვილებს, რომლებსაც თვალებს უთხრიდა დეპუტატ გავრილოვის უკანალის შეურაცხყოფისთვის, დღეს რუსეთით აშინებს, ოღონდ „ჩერეზ ჩინეთის გავლით“ რუსეთით. 

როგორ უნდა გაუჭირდეს რეზიდენტურას, რომ დღეს თავის „ჯოკერად“ პირნათლად წაგებულ ბანქოს პარტიაში აგურის "шестёрка" გამოიყენოს. „ალამუთის  ციხის“ გუშინდელი უიღბლო დამცველები, რეზიდენტმა დღეს „დიდი ჩინური კედლის“ ასაღებად გაუშვა. მე ამ ლუზერებს ერთი უბრალო ტესტის გავლას შევთავაზებ პეკინის „აღებამდე“  მოდით, გორი „დაიბრუნეთ“. 
თქვენივე გუნდის ყოფილმა წევრმა და „ქართული ოცნების“ სახელით გორში „გამაჟორიტარულმა“ დეპუტატმა დატოვა საპარლამენტო მანდატი. აბა თუ რომელიმე თქვენგანი, თუნდაც გახარიას „ჩინური“ ვერსია, გაბედავს და თავისივე ყოფილი კოლეგის ჩასანაცვლებლად ოქტომბერში დანიშნულ შუალედურ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. 

ჯერ გორი „დაიბრუნეთ“ და პეკინით მერე შეგვაშინეთ“, - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი კანონპროექტზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“: აგენტურა გაშიფრულია, ფაქტია მისაღები კანონი მიღების გარეშე მიღებულ კანონზე კარგად მუშაობს
ზურაბ ქადაგიძე ევროკომისიის მიერ შემუშავებულ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტზე - ევროკავშირი ამ კანონს რომ მიიღებს მერე, ნეტა, ჩვენც არ მოგვთხოვოს მე-10 რეკომენდაციად, თორემ რა გაუძლებს „მარტის კოლექტივს“
ნინო ფოჩხუა: თუ ევროკომისიის ოფიციალური პირების თქმით, პროექტი უცხოური აგენტების შესახებ მიზნად ისახავს ევროპული დემოკრატიის დაცვას, საქართველოსთვის ქართული დემოკრატიის დაცვას არ ემსახურებოდა?
გია აბაშიძე - დამთავრდა ის დრო, როცა კორუმპირებული ევროპარლამენტის ვიღაც ნაკომუნისტარი წევრი ვითომ ჭკუას გვარიგებდა- ევროკომისიის მიერ შემუშავებული უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება
უკრაინის სამხედრო დაზვერვის რამდენიმე მაღალჩინოსანი და დაზვერვის უფროსის მეუღლე იმავე მძიმე მეტალებით მოწამლეს, რომლითაც მე რუსთავის ციხეში
არქივი