ვატო შაქარიშვილი დავით დარჩიაშვილს -  ხალხს აწამებდით, ხოცავდით და მერე იგონებდით ვერსიებს, ზოგს ყაჩაღობას აბრალებდით და ზოგსაც სამშობლოს ღალატს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
118 30 ივლისი 2023, 13:35
ვერსიის გამო კი არა დარჩიაშვილო დავით, არ არსებობს თუნდაც უტყუარად დამტკიცებული დანაშაულის კატეგორია, რის საფუძველზეც ადამიანის მოკვლა შეიძლება! მაგრამ რაზე გელაპარაკებით, უდანაშაულო ადამიანებს ხოცავდით ქუჩებში, დღისით-მზისით!!! ვინმე თქვენი ბანდის წევრის ცოლს ან საყვარელს თვალში რომ არ მოუვიდოდა, ამის გამო ოჯახებს ანადგურებდით! ხალხს აწამებდით, ხოცავდით და მერე იგონებდით ვერსიებს, ზოგს ყაჩაღობას აბრალებდით და ზოგსაც სამშობლოს ღალატს! - წერს სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი

როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, წესით პროკურატურამ დარჩიაშვილის განცხადებაზე გამოძიება უნდა დაიწყოს, რადგან მან რეალურად ამ უსასტიკეს მკვლელობაში საკუთარი და მთლიანად რეჟიმის პოლიტიკური გუნდის თანამონაწილეობა აღიარა.

მისივე თქმით, სიმართლე  ერთია - გამყიდველმა და მოღალატე პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ გმირ სამხედროზე შური იძია, რომელიც აგვისტოს ომში მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებზე ღიად ლაპარაკობდა

„ამ უსულო, უსისხლო, უჯიშო, უსამშობლო დავით დარჩიაშვილმა ერთ სტატუსში აღწერა ნაც-მოძრაობის მმართველობის სტილი - ვერსია არსებობდა, რომ რაღაც გამოგონილ ქმედებაში, სასტიკად მოკლული როინ შავაძე შესაძლოა დამნაშავე ყოფილიყოო…
ვერსიაო, დიახ, ვერსიაო… იმაზე მოგვიანებით თუ სინამდვილეში რატომ მოექცნენ ასეთი არნახული სისასტიკით როინ შავაძეს, იქამდე, ამ აღიარებაზე გავამახვილოთ ყურადღება - რეჟიმის პოლიტიკური ნაწილი, რომელსაც დარჩიაშვილი წარმოადგენდა, დასაშვებად და კანონიერად მიიჩნევდა (დღესაც ასე მიიჩნევს) ადამიანის წამებით მოკვლას, მხოლოდ და მხოლოდ ვერსიის საფუძველზე! მართლა სიტყვები არ მყოფნის კოლექტიური დარჩიაშვილების ბუნების აღწერისათვის… ვერსიის გამო კი არა დარჩიაშვილო დავით, არ არსებობს თუნდაც უტყუარად დამტკიცებული დანაშაულის კატეგორია, რის საფუძველზეც ადამიანის მოკვლა შეიძლება! მაგრამ რაზე გელაპარაკებით, უდანაშაულო ადამიანებს ხოცავდით ქუჩებში, დღისით-მზისით!!! ვინმე თქვენი ბანდის წევრის ცოლს ან საყვარელს თვალში რომ არ მოუვიდოდა, ამის გამო ოჯახებს ანადგურებდით! რაში გჭირდებოდათ, თუნდაც თქვენი ჯიბის სასამართლოს განაჩენი ან რამე საერთოდ?! ხალხს აწამებდით, ხოცავდით და მერე იგონებდით ვერსიებს, ზოგს ყაჩაღობას აბრალებდით და ზოგსაც სამშობლოს ღალატს! გენატრებათ არა ის დრო და შეუზღუდავი ძალაუფლება?! არ მოგეწონათ, გვიან, მაგრამ მაინც აღსრულებული სამართალი?! არ გინდათ ხო სიმართლე იცოდეს საზოგადოებამ?! განსაკუთრებით ახალგაზრდება, ვინც იმ დროს საბავშვო ბაღში იყო და არ ახსოვს რეჟიმის სისასტიკე…?! სიმართლე კი ერთია - გამყიდველმა და მოღალატე პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ გმირ სამხედროზე შური იძია, რომელიც აგვისტოს ომში მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებზე ღიად ლაპარაკობდა! ჯერ ჩვენი ბიჭების ცხედრები არ იყო გამოსვენებული და ხალხი შოკიდან გამოსული, როდესაც მთელი სახელმწიფო მანქანა ამუშავდა გმირი სამხედროების წინააღმდეგ! როინ შავაძეს, სერგო თეთრაძეს და სხვებს ჯაშუშობა იმიტომ დააბრალეთ, რომ გეშინოდათ, თქვენზე ბევრი რამ იცოდნენ! თქვენი “საქმენი საგმირონი” საკუთარი თვალით ნახეს! თქვენივე წამოწყებული ავანტიურის მერე როგორ გაიქეცით და როგორ მიატოვეთ ჩვენი სახედროები, მათ ნახეს როგორი უპასუხისმგებლო, უცოდინარი და მოღალატეობრივი იყო თქვენი ქმედებები ამ სამ დღიან ომში!!! 
მათი მოკვლით სიმართლე მაინც ვერ მოკალით! დრო კიდევ ბევრ მოვლენას ახდის ფარდას და შესაძლოა გვიან, მაგრამ აუცილებლად დაისჯებით! აუცილებლად!!! 
წესით პროკურატურამ, დარჩიაშვილის განცხადებაზე გამოძიება უნდა დაიწყოს, რადგან მან რეალურად ამ უსასტიკეს მკვლელობაში საკუთარი და მთლიანად რეჟიმის პოლიტიკური გუნდის თანამონაწილეობა აღიარა!“  - წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი კანონპროექტზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“: აგენტურა გაშიფრულია, ფაქტია მისაღები კანონი მიღების გარეშე მიღებულ კანონზე კარგად მუშაობს
ზურაბ ქადაგიძე ევროკომისიის მიერ შემუშავებულ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტზე - ევროკავშირი ამ კანონს რომ მიიღებს მერე, ნეტა, ჩვენც არ მოგვთხოვოს მე-10 რეკომენდაციად, თორემ რა გაუძლებს „მარტის კოლექტივს“
ნინო ფოჩხუა: თუ ევროკომისიის ოფიციალური პირების თქმით, პროექტი უცხოური აგენტების შესახებ მიზნად ისახავს ევროპული დემოკრატიის დაცვას, საქართველოსთვის ქართული დემოკრატიის დაცვას არ ემსახურებოდა?
გია აბაშიძე - დამთავრდა ის დრო, როცა კორუმპირებული ევროპარლამენტის ვიღაც ნაკომუნისტარი წევრი ვითომ ჭკუას გვარიგებდა- ევროკომისიის მიერ შემუშავებული უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება
უკრაინის სამხედრო დაზვერვის რამდენიმე მაღალჩინოსანი და დაზვერვის უფროსის მეუღლე იმავე მძიმე მეტალებით მოწამლეს, რომლითაც მე რუსთავის ციხეში
არქივი