გია აბაშიძე - ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება ისტორიული, საეტაპო მნიშვნელობისაა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
93 31 ივლისი 2023, 12:54
ჩინეთი ხდება საქართველოს კიდევ ერთი პარტნიორი და მცველი საერთაშორისო ასპარეზზე და, უწინარესად ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში - წერს  ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება ისტორიული, საეტაპო მნიშვნელობისაა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში.

მისივე თქმით,  ნებისმიერი შიდა თუ გარე მავნებლური, არაკომპეტენტური თუ ანგარებიანი განცხადება ასეთ პარტნიორობებზე საქართველოსთვის ანტისახელმწიფოებრივ განზომილებაშია.

„ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება ისტორიული, საეტაპო მნიშვნელობისაა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში. გამოქვეყნებული შესაბამისი დოკუმენტი ოთხ განზომილებას მოიცავს – პოლიტიკურს, ეკონომიკურს, საერთაშორისოს, ხალხთაშორის და კულტურულ ურთიერთობას.
ჩვენი ქვეყნისთვის სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, სატრანზიტო სფეროებში მეტი სარგებლის, ხალხთა შორის ურთიერთსასარგებლო კავშირების გაღმავების გარდა, ერთობლივ განცხადებაში ასევე ცენტრალურია საერთაშორისო-პოლიტიკური თანამშრომლობის განზომილება. ზოგადად, რომ შევაფასო ეს განზომილება, აღვნიშნავ შემდეგს - ჩინეთი ხდება საქართველოს კიდევ ერთი პარტნიორი და მცველი საერთაშორისო ასპარეზზე და, უწინარესად ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში.
შემთხვევით არ არის ნახსენები დოკუმენტში, რომ მხარეები გააძლიერებენ კოორდინაციას და თანამშრომლობას რეგიონალურ და საერთაშორისო საქმეებში, ჭეშმარიტი მულტილატერალიზმის ერთობლივ მხარდაჭერას. მულტილატერალიზმი კი ნიშნავს მრავალი ქვეყნის ერთ საერთო საკითხზე თანამშრომლობას.
გლობალურ მოვლენათა აზვირთებულ ოკეანეში დამოუკიდებელი საქართველო ურთიერთობს ყველა ნამდვილ პარტნიორთან საკუთარი ეროვნული ინტერესების დასაცავად.
ნებისმიერი შიდა თუ გარე მავნებლური, არაკომპეტენტური თუ ანგარებიანი განცხადება ასეთ პარტნიორობებზე საქართველოსთვის ანტისახელმწიფოებრივ განზომილებაშია“ - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი კანონპროექტზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“: აგენტურა გაშიფრულია, ფაქტია მისაღები კანონი მიღების გარეშე მიღებულ კანონზე კარგად მუშაობს
ზურაბ ქადაგიძე ევროკომისიის მიერ შემუშავებულ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტზე - ევროკავშირი ამ კანონს რომ მიიღებს მერე, ნეტა, ჩვენც არ მოგვთხოვოს მე-10 რეკომენდაციად, თორემ რა გაუძლებს „მარტის კოლექტივს“
ნინო ფოჩხუა: თუ ევროკომისიის ოფიციალური პირების თქმით, პროექტი უცხოური აგენტების შესახებ მიზნად ისახავს ევროპული დემოკრატიის დაცვას, საქართველოსთვის ქართული დემოკრატიის დაცვას არ ემსახურებოდა?
გია აბაშიძე - დამთავრდა ის დრო, როცა კორუმპირებული ევროპარლამენტის ვიღაც ნაკომუნისტარი წევრი ვითომ ჭკუას გვარიგებდა- ევროკომისიის მიერ შემუშავებული უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება
უკრაინის სამხედრო დაზვერვის რამდენიმე მაღალჩინოსანი და დაზვერვის უფროსის მეუღლე იმავე მძიმე მეტალებით მოწამლეს, რომლითაც მე რუსთავის ციხეში
არქივი