გია აბაშიძე: ბევრს არ დაგვწყდება გული კელი დეგნანის წასვლით, რადგან მიკერძოებული და ანგაჟირებული სუბიექტი არცერთ ქვეყანაში იმსახურებს საყოველთაო სიმპათიას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
238 21 აგვისტო 2023, 18:24
ანალიტიკოსი გია აბაშიძე, აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის ინტერვიუს აფასებს, სადაც მან არჩევნების ელექტრონული წესით ჩატარებისას შესაძლო მანიპულაციებზე ისაუბრა.

აბაშიძის თქმით, ელჩს დიპლომატიური ხაზები არაერთხელ გადაუკვეთავს. მისი განმარტებით, დეგნანის განცხადებები პოლარიზაციის დაძლევასა და ამომრჩეველთა ხმების დათვლაზე ცინიკურია იმ ფონზე, როცა თავად აშშ-ში პოლარიზაციამ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია, ხოლო 2020 წლის არჩევნები ეუთო/ოდირმა ნეგატიურად შეაფასა.

“მოკლე კონტენტ-ანალიზი წარმავალი, დიპლომატიური ხაზებს მრავალჯერ გადაკვეთილი ელჩი კელი დეგნანის ინტერვიუდან:
"ვისურვებდი, მეტ პროგრესს ქართველების მიერ ღრმა პოლარიზაციის დაძლევის ხელშეწყობაში. ის არსებობდა მაშინაც, როცა აქ ჩამოვედი. ძალიან ღრმად პოლიტიზებული იყო თითქმის ყველა საკითხი".
უხერხული და ცინიზმია აშშ-ის წარმომადგენლისგან საქართველოში არსებულ პოლარიზაციაზე ნოტაციები, როცა მის ქვეყანაში დაპირისპირებამ, პოლარიზაციამ, ოპონენტების პოლიტიკურმა დევნამ უპრეცედენტოდ არნახულ მასშტაბებს მიაღწია.
"ჩემი რჩევა უფრო ამომრჩევლებისთვის იქნებოდა განკუთვნილი: გამოდით და მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში. უზრუნველჰყავით, რომ თქვენი ხმა იყოს გაგონილი და თქვენი არჩევანი - დათვლილი".
რას ნიშნავს ამომრჩეველთა ხმების დათვლის უზრუნველყოფა? დეგნანი ცესკოს არ ენდობა თუ საარჩევნო პროცესებს, რომლებსაც ნეიტრალურმა საერთაშორისო შემფასელებმა არაერთგზის დადებითი შეფასება მისცეს?! ხმების დათვლის უზრუნველყოფა ცესკოს მეტ ობსტრუქციას და პოლიციელებთან უფრო მწვავე დაპირისპირებას ხომ არ ნიშნავს? 
კვლაც უხერხული და ცინიზმია აშშ-ის ამ კონრეტული წარმომადგენლისგან ჩვენი ბიულეტენების დათვლაზე საუბარი, როცა მისი ქვეყნის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ეუთო/ოდირმა უკიდურესად ნეგატიურად შეაფასა, ხოლო რიგმა ამერიკელმა პოლიტიკოსებმა პროცესს უწოდეს მესამე სამყაროს ქვეყნებზე უარესი.

ბევრს არ დაგვწყდება გული კელი დეგნანის წასვლით, რადგან მიკერძოებული და ანგაჟირებული სუბიექტი არცერთ ქვეყანაში იმსახურებს საყოველთაო სიმპათიას.“ - წერს აბაშიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი კანონპროექტზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“: აგენტურა გაშიფრულია, ფაქტია მისაღები კანონი მიღების გარეშე მიღებულ კანონზე კარგად მუშაობს
ზურაბ ქადაგიძე ევროკომისიის მიერ შემუშავებულ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტზე - ევროკავშირი ამ კანონს რომ მიიღებს მერე, ნეტა, ჩვენც არ მოგვთხოვოს მე-10 რეკომენდაციად, თორემ რა გაუძლებს „მარტის კოლექტივს“
ნინო ფოჩხუა: თუ ევროკომისიის ოფიციალური პირების თქმით, პროექტი უცხოური აგენტების შესახებ მიზნად ისახავს ევროპული დემოკრატიის დაცვას, საქართველოსთვის ქართული დემოკრატიის დაცვას არ ემსახურებოდა?
გია აბაშიძე - დამთავრდა ის დრო, როცა კორუმპირებული ევროპარლამენტის ვიღაც ნაკომუნისტარი წევრი ვითომ ჭკუას გვარიგებდა- ევროკომისიის მიერ შემუშავებული უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება
უკრაინის სამხედრო დაზვერვის რამდენიმე მაღალჩინოსანი და დაზვერვის უფროსის მეუღლე იმავე მძიმე მეტალებით მოწამლეს, რომლითაც მე რუსთავის ციხეში
არქივი