დავით ქართველიშვილი: პატრულის თანამშრომელს საქართველოში რომ მოეკლა უკრაინის მოქალაქე, უკრაინა ჩვენთვის სანქციების დაწესების საკითხს საერთაშორისო დონეზე წამოსწევდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
130 31 აგვისტო 2023, 12:01
სასწრაფოდ შევთავაზოთ ოჯახს საქართველოში დევნილების სტატუსი! საქართველოში ჩამოსვლის თანხმობის შემთხვევაში - დახმარება გაუწიონ ოჯახს აქ უსაფრთხო გამომგზავრებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ იქ უბრალოდ გააქრობენ, მათ იქ გაანადგურებენ!“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, უკრაინაში მოკლული მამაკაცის ოჯახმა საქართველოდან აუცილებლად უნდა მიიღოს დახმარება, რადგან უკრაინაში საფრთხე ემუქრებათ ჯუმბერ სილაგავას ცოლსაც და მცირეწლოვან შვილებსაც.

„ერთი წამით მაინც წარმოიდგინეთ წარმოუდგენელი: თბილისში (ბათუმში) დღისით, მზისით პატრულის თანამშრომელმა უკრაინელი მამაკაცის ცოლი რომ ფეხქვეშ გაიგდოს, მერე ეს უკრაინელი ზურგში გასროლით მოკლას და ეს ყველაფერი მისი მცირეწლოვანი შვილების თვალწინ ხდებოდეს. იცით, რა მოჰყვებოდა ამას?! - უკრაინა ყველა ხელმისაწვდომ პლატფორმაზე თავისი ანტიქართული პოლიტიკის გრადუსს უსაშველობამდე ასწევდა, საქართველოსთან დიპლომატიურ ურთიერთობებს გაწყვეტდა და ჩვენთვის სანქციების დაწესების საკითხს საერთაშორისო დონეზე წამოსწევდა. „მესმის“, რომ ომია, „მესმის“, რომ „ცალმხრივი მეგობრობის“ რეჟიმში ვართ. სიმეტრიული ზომების ამოქმედებას არც ველოდები...

მაგრამ დღეს ამ მოკლული ბიჭის (ჯუმბერ სილაგავას) ცოლ-შვილი სერიოზულ „შარშია“ და მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ზღულაძე-დეკანოიძის რეფორმირებული და ადეიშვილის საკურატორო პოლიციური სისტემა უნიჭოდ დადგმული სპექტაკლის ჩარჩოებში ცდილობს, ამ ქალს, ამ ქვრივს, აქეთ წაუყენოს ბრალდება, ხოლო ამ დანაშაულის კადრების გავრცელების გამო არაა გამორიცხული, შური იძიონ მოკლულის მცირეწლოვან შვილებზეც, რომლებმაც ყველაფერი კამერაზე გადაიღეს.

სასწრაფოდ შევთავაზოთ ოჯახს საქართველოში დევნილების სტატუსი! მივმართოთ ყველა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციას, აიყვანოს თავისი მეთვალყურეობის ქვეშ ამ ფაშისტური რეჟიმის მსხვერპლად ჩარჩენილების ბედი. ხოლო საქართველოში ჩამოსვლის თანხმობის შემთხვევაში - დახმარება გაუწიონ ოჯახს აქ უსაფრთხო გამომგზავრებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ იქ უბრალოდ გააქრობენ, მათ იქ გაანადგურებენ!“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი კანონპროექტზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“: აგენტურა გაშიფრულია, ფაქტია მისაღები კანონი მიღების გარეშე მიღებულ კანონზე კარგად მუშაობს
ზურაბ ქადაგიძე ევროკომისიის მიერ შემუშავებულ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტზე - ევროკავშირი ამ კანონს რომ მიიღებს მერე, ნეტა, ჩვენც არ მოგვთხოვოს მე-10 რეკომენდაციად, თორემ რა გაუძლებს „მარტის კოლექტივს“
ნინო ფოჩხუა: თუ ევროკომისიის ოფიციალური პირების თქმით, პროექტი უცხოური აგენტების შესახებ მიზნად ისახავს ევროპული დემოკრატიის დაცვას, საქართველოსთვის ქართული დემოკრატიის დაცვას არ ემსახურებოდა?
გია აბაშიძე - დამთავრდა ის დრო, როცა კორუმპირებული ევროპარლამენტის ვიღაც ნაკომუნისტარი წევრი ვითომ ჭკუას გვარიგებდა- ევროკომისიის მიერ შემუშავებული უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება
უკრაინის სამხედრო დაზვერვის რამდენიმე მაღალჩინოსანი და დაზვერვის უფროსის მეუღლე იმავე მძიმე მეტალებით მოწამლეს, რომლითაც მე რუსთავის ციხეში
არქივი