დავით ქართველიშვილი სალომე ზურაბიშვილზე: დღეიდან ქვეყანას ჰყავს „იმპიჩმენტ-პროცედურული პრეზიდენტი“ („იპპ“), რასაც შესაბამისი დასკვნით დააგვირგვინებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
179 01 სექტემბერი 2023, 12:39
დღეს პრეზიდენტმა დატესტა ხელისუფლება რამდენად სცემს იგი პატივს კონსტიტუციას და მგონი, რომ ამ ტესტმა წარმატებულად ჩაიარა“, -ასე ეხმაურება,„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების თაობაზე. 

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, დღეიდან ქვეყანას ჰყავს დახარვეზებული მთავარსარდალი და ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლებამ, ამის შესახებ უნდა იცოდეს და თავად გადაწყვიტოს, რამდენად უღირს საქართველოს მთავრობის წინაშე საკუთარი თავი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენოს.


„დღეს პრეზიდენტმა დატესტა ხელისუფლება რამდენად სცემს იგი პატივს კონსტიტუციას და მგონი, რომ ამ ტესტმა წარმატებულად ჩაიარა. საქართველოს კონსტიტუციის უხეში, დემონსტრაციული და გამომწვევი დარღვევის გამო, ქვეყნის ისტორიაში პირველად, მოქმედი პრეზიდენტის მიმართ ინიცირებულია მისი იმპიჩმენტის პროცედურა.

დღეიდან ქვეყანას ჰყავს „იმპიჩმენტ-პროცედურული პრეზიდენტი“ („იპპ“), რასაც შესაბამისი დასკვნით დააგვირგვინებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. 

მისი დასკვნა იქნება ცნობილი ლიტერატურული პერსონაჟის, „ლედი ვინტერის“  მიმართ ჯალათის მიერ მხარზე „შროშანის სტიგმის“ დადების ტოლფასი, რაც ძალზე სიმბოლურად მეჩვენება „იპპ“ ზურაბიშვილის „რუსული კანონის“  სტიგმატიზირების პროცესებში მიღებული სამარცხვინო მონაწილეობის შემდეგ.

თუ ბუმერანგმა ჯერ არ მიაღწია თავის მიზანს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მან კურსი შეცვალა.  ის უბრალოდ ჯერ გზაშია და არავის არ ასცდება. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ „იპპ“-ს სტიგმის ოფიციალური დადების შემდეგ, პარლამენტმა 100 ხმით უნდა დაამტკიცოს საიმპიჩმენტო პროცედურა. ისიც საინტერესოა, რამდენი აარიდებს ამას თავს იმ ბანაკიდან, რომლის „იპპ“-სთან მიმართებით თავის დამოკიდებულებაში, სიმბოლოებად იქცნენ ფხიზელი ნიკა გვარამია და „ორბელიანის სასახლის“ წინ რუპორით ხელში მდგომი მთვრალი მეგი გოცირიძე.

ყველა ვარიანტში, დღეიდან ქვეყანას ჰყავს „იპპ“ დახარვეზებული მთავარსარდალი და ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლებამ, მისი შესაბამისი „პატივით“ მიღების დროს, ამის შესახებ უნდა იცოდეს და თავად გადაწყვიტოს, რამდენად უღირს საქართველოს მთავრობის წინაშე საკუთარი თავი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენოს“, -წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი კანონპროექტზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“: აგენტურა გაშიფრულია, ფაქტია მისაღები კანონი მიღების გარეშე მიღებულ კანონზე კარგად მუშაობს
ზურაბ ქადაგიძე ევროკომისიის მიერ შემუშავებულ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტზე - ევროკავშირი ამ კანონს რომ მიიღებს მერე, ნეტა, ჩვენც არ მოგვთხოვოს მე-10 რეკომენდაციად, თორემ რა გაუძლებს „მარტის კოლექტივს“
ნინო ფოჩხუა: თუ ევროკომისიის ოფიციალური პირების თქმით, პროექტი უცხოური აგენტების შესახებ მიზნად ისახავს ევროპული დემოკრატიის დაცვას, საქართველოსთვის ქართული დემოკრატიის დაცვას არ ემსახურებოდა?
გია აბაშიძე - დამთავრდა ის დრო, როცა კორუმპირებული ევროპარლამენტის ვიღაც ნაკომუნისტარი წევრი ვითომ ჭკუას გვარიგებდა- ევროკომისიის მიერ შემუშავებული უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება
უკრაინის სამხედრო დაზვერვის რამდენიმე მაღალჩინოსანი და დაზვერვის უფროსის მეუღლე იმავე მძიმე მეტალებით მოწამლეს, რომლითაც მე რუსთავის ციხეში
არქივი