სასოწარკვეთილი რადიკალები „ოცნების“ ხელისუფლებაზე იგონებენ უამრავ ბინძურ ჭორს, თხზავენ უნიჭო ზღაპრებს, მაგრამ საზოგადოებაში მაინც ვერ აღწევენ სასურველ შედეგს, რადგან სახეზეა დეზინფორმაცია და ორმაგი სტანდარტები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
191 18 სექტემბერი 2023, 13:07
სასოწარკვეთილი რადიკალები "ქართული ოცნების" ხელისუფლებაზე იგონებენ უამრავ ბინძურ ჭორს, თხზავენ უნიჭო ზღაპრებს მმართველი გუნდის ე.წ. "უკანონო" ქონებაზე, მაგრამ საზოგადოებაში მაინც ვერ აღწევენ სასურველ შედეგს, რადგან სახეზეა დეზინფორმაცია და ორმაგი სტანდარტები - წერს ექსპერტი გია აბაშიძე.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, შვილის საპრეზიდენტო "წყალობით" მილიონერად ქცეული გიული ალასანიას მიერ მიტაცებულ ქონებაზე ყველამ ყველაფერი კარგად ვიცით. ჩეკისტი ბიძის თემურ ალასანიას მიერ მრავალმილიონიანი მიშას ქისის განკარგვაც ცნობილია. უშედეგოდ რომ ხარჯავენ უდიდეს თანხებს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, ეგეც თვალსაჩინოა.

ექსპერტის თქმით, საინტერესოა ფარისევლურად მჩხავანა რამდენიმე ნაცსუბიექტის ფინანსურ-ქონებრივი მდგომარეობაც.

„სასოწარკვეთილი რადიკალები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე იგონებენ უამრავ ბინძურ ჭორს, თხზავენ უნიჭო ზღაპრებს მმართველი გუნდის ე.წ. "უკანონო" ქონებაზე, მაგრამ საზოგადოებაში მაინც ვერ აღწევენ სასურველ შედეგს, რადგან სახეზეა დეზინფორმაცია და ორმაგი სტანდარტები.

ნაცრევანშისტები 2003 წლის პოლიტიკური სახელმძღვანელოთი მოქმედებენ - ავიწყდებათ, რომ საქართველოში მედიის აღვირახსნილი თავისუფლებაა, ინტერნეტიზაცია უმაღლეს დონეზეა და ციფრულ არქივებში მათი არათანმიმდევრული, თვალთმაქცი აქტივობების მოძიება უადვილესია.

ერთ დროს "ბებიის პენსიაზე მცხოვრებმა" ავაზაკმა სააკაშვილმა 2021 წლის 2 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოსვლისას განაცხადა: იყო დრო, როცა წავედი საქართველოდან, მართლა საჭმლის ფულის პრობლემა მქონდა და ეს დედაჩემმა კარგად იცის, მერე დავიწყე ლექციების კითხვა და ბოლო წლებში უკრაინაში ბიზნეს სექტორისა და სახელმწიფოს მიერ ჩემი გამოცდილების დაფასება კანონით მოხდა...მაგრამ, ვინ მასამართლებს მე, რომელსაც არაფერი წამიღია საქართველოდან, თითზე გადასახვევიც კი...

შვილის საპრეზიდენტო "წყალობით" მილიონერად ქცეული გიული ალასანიას მიერ მიტაცებულ ქონებაზე ყველამ ყველაფერი კარგად ვიცით. ჩეკისტი ბიძის თემურ ალასანიას მიერ მრავალმილიონიანი მიშას ქისის განკარგვაც ცნობილია. უშედეგოდ რომ ხარჯავენ უდიდეს თანხებს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, ეგეც თვალსაჩინოა.

საინტერესოა ფარისევლურად მჩხავანა რამდენიმე ნაცსუბიექტის ფინანსურ-ქონებრივი მდგომარეობა.

2020 წლის 31 დეკემბერს, ნიკა მელიას, როგორც პარლამენტის წევრის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ბინებისა და საბანკო ანგარიშებზე მრავალათასიანი თანხების გარდა, მას წინა წელს მამისგან, ანზორ მელიასაგან საჩუქრად 10 ათასი დოლარი აქვს მიღებული.

2019 წლის 30 დეკემბერს შევსებული დეკლარაციის თანახმად, იმდროინდელ დეპუტატს, გიგა ბოკერიას წინა წელს საჩუქრის სახით, უფიქსირდება მამისგან მიღებული 55 000 ლარი. ამასთან, დეკლარაციის მიხედვით, გიგა ბოკერიას შვილი ფლობს ლადო გუდიაშვილის ფერწერულ ტილოს, რომელიც საჩუქრად აქვს მიღებული.

2020 წლის თებერვალში გაირკვა, რომ დეპუტატ სალომე სამადაშვილს მამამ 23 000 დოლარი და 10 000 ლარი აჩუქა.
ჩეკისტების სკოლადამთავრებულ, უტიფარ ელენე ხოშტარიას მრავალმილიონიან დაუსაბუთებელ რუბლებზე უკვე არაერთხელ ითქვა.

პოლიტტექნოლოგიურად რომ უკიდურესად ჩაიფუშნენ ნაცსექტანტები, აშკარაა, რადგან მუდმივად ფორთხავენ იმ მახეში, რომელიც, მათი ვიწრო დიაპაზონით, ვითომ კორუმპირებულ "ქართულ ოცნებას" უსინდისოდ უგებენ.“ - წერს აბაშიძე facebook - ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე კესარიას მკვლელობაზე რადიკალების შეფასებებზე: ყველანაირ სიბინძურეს კადრულობთ და ადამიანურ უბედურებებსაც კი საკუთარი პოლიტიკური ბინძური ეგოს დასაკმაყოფილებლად იყენებთ
დავით ქართველიშვილი ხაზარაძე-გახარიას შესაძლო გაერთიანებაზე: ამ წყვილს მთელი ქვეყანა ქომაგობს. წელს საქართველოში ერთნაირსქესიანთა პოლიტიკური ქორწინებების ბუმია
ზურაბ ქადაგიძე: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის ელჩს შეხვდა და პირდაპირპროპორციული პასუხი გასცა, იმ თავხედობაზე, რასაც შტატების დღევანდელი ადმინისტრაცია კადრულობს!
ზურაბ ქადაგიძე ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციაზე: ადრე ნაც-ტელევიზიები ისეთ „ფეიკს“ აცხობდნენ, ერთი დღე მაინც ქაჩავდა, ახლა, ერთი საათით ვეღარ ძლებს ამათი საცოდავი ბოროტი სიახლეები
გია აბაშიძე „ფორმულას“ ტყუილზე: არაა გასაკვირი მორიგი დეზინფორმაცია და კარგია, „ქართული ოცნებისადმი“ არცთუ დადებითად განწყობილი ევროპელი ჟურნალისტი აღიარებს, რომ ნაცპროპაგანდა სიყალბეს ავრცელებს
არქივი