თამარ ჩიბურდანიძე ოპოზიციონერ ქალებზე: „ამას ჩადიან მხოლოდ ალქაჯები. ვაი იმ მშობელს, ვის შვილებთანაც ამათ უწევთ ურთიერთობა"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
181 20 სექტემბერი 2023, 15:31
„ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბყრდანიძემ პარლამენტში დღეს განვითარებული მოვლენები სოციალურ ქსელში შეაფასა და ქალ დეპუტატებს საქციელი დაუწუნა. „რაც დღეს იკადრეს პარლამენტის ოპოზიციონერმა ქალებმა, სჩადიან მხოლოდ ალქაჯები. საჯარო გინება ქალებისგან ქალის მიმართ ალბათ მხოლოდ მათსავით „დემოკრატიულ" ქვეყნებში ხდება. ქალის კალთას ამოფარებული კაცებიც ალბათ უცხოური წესია,“ - წერს ჩიბურდანიძე.

ანალიტიკოსი აცხადებს, რომ საეჭვოა ამ ადმიანებმა შეძლონ შვილების აღზრდა და ქალების უფლებების დაიცვა. „ვაი იმ მშობელს, ვის შვილებთანაც ამათ აქვთ ურთიერთობა. ესენი არიან ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი ქალები? ესენი არიან დედები, რომლებმაც შვილებს ზრდილობა უნდა ასწავლონ? ნეტავ თუ არ რცხვენიათ ამათ მეუღლეებს?
აუჭედეთ აუდიტორიის კარები ამ ქალებს, რომ ახალგაზრდები არ მოწამლონ! სირცხვილია ესენი ქალების სტატუსით სარგებლობდნენ და პოლიტიკოსები ერქვათ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ სამარცხვინო, ზღვარგადასულ ქმედებას მალე მოეღება ბოლო ქართველი ხალხისგან," - წერს თამარ ჩიბურდანიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ყურადსაღებია ის საგანგაშო ვითარება, რაც მუდმივადაა თავად აშშ-ში. სხვის თვალში ფარისევლურად ბეწვს ვითომ ხედავენ, ხოლო საკუთარში დირეს ჯიუტად - არა
ლევან ნიკოლეიშვილი: როგორც ჩანს აშშ-ს საელჩოს ასეთი რისკების შესახებ ინფორმაცია, თავის დიდი შესაძლებლობების მქონე სადაზვერვო და უსაფრთხოების სამსახურებიდან გააჩნია
ლევან ნიკოლეიშვილი: რასაც ევროკავშირის ელჩი ბედავს და ამბობს, რეალურად ომის გამოცხადებაა უცხოელების მხრიდან - ოპოზიციაც და მათი მფარველებიც გვეუბნებიან, რომ ხალხის ნების გამოხატვას არ მიიღებენ და რევოლუციის მოწყობას აპირებენ
დავით ქართველიშვილი „ქართული ოცნების“ ბანერებზე ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე: კიდევ ერთი სამარცხვინოდ აღშფოთებული და ამაზრზენად შეშფოთებული - ესენი 27-ში რჩებიან, თუ ბილეთები დაჯავშნილი აქვთ უკვე?
ზაალ ანჯაფარიძე: „ფეისბუქ-ბანერებით ომი," რომელსაც აშშ აწარმოებს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, ადასტურებს ინფორმაციას, მათ მიერ ჩვენს ქვეყანაში „ფერადი რევოლუციის" მომზადებაზე
არქივი