ლევან ნიკოლეიშვილი - ეროვნული ბანკის საბოტაჟის გზაზე პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გადის კანონის ჩარჩოებიდან და იმასაც ვერ ხვდება, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბდა ნაცმოძრაობის რუპორად და თავი დაისამარა ​
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
199 21 სექტემბერი 2023, 11:10
სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, რომ "ის მოცემულ სიტუაციაში უარს ამბობს ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატურების წარდგენაზე", არის უკანონო და ანტიკონსტიტუციური, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ექსპერტის შეფასებით, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის მიერ გაჟღერებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, პრეზიდენტი არ წარუდგენს პარლამენტს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს, სანამ ნათია თურნავას ბრძანება არ გაუქმდება, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ პრეზიდენტი "ნაციონალური მოძრაობის" რუპორად ჩამოყალიბდა. 

"სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, რომ "ის მოცემულ სიტუაციაში უარს ამბობს ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატურების წარდგენაზე", არის უკანონო და ანტიკონსტიტუციური. წარდგენილი კანდიდატების გაწვევა არ შეიძლება. ამიტომ, ეროვნული ბანკის საბოტაჟის გზაზე პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გადის კანონის ჩარჩოებიდან. ეს უვიცი ქალი იმასაც ვერ ხვდება, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბდა ნაცმოძრაობის რუპორად და დაისამარა თავი სამუდამოდ." - წერს ლევან ნიკოლეიშვილი  Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: 26 ოქტომბერს ორბელიანების სასახლეში ე.წ. „საკოორდინაციო პლატფორმის,“ ფაქტობრივად კი „რევკომის“ მოწყობა, არის არა მხოლოდ უკანონობა, ეს არის ქართული საზოგადოების და სახელმწიფოს ღიად გამოწვევა დუელში
ეკა სეფაშვილი: პაველ ჰერჩინსკის განცხადება მაფიქრებინებს, რომ გამეორდება ის მანიპულაცია და სპეკულაცია, რასაც ადგილი ჰქონდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღების დროს
ნანა კაკაბაძე: თითქმის 2 კვირის ფიქრის შემდეგ, ზურაბიშვილმა ვერც ხელის მოწერა და ვერც ვეტოს დადება გაბედა ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონზე
მამუკა მდინარაძე: არ ვაპირებთ ვაპატიოთ ზურაბიშვილს თქვენი გადაგდება და საქართველოს კონსტიტუციის თავზე გადახევა. საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვების შემდეგ ზურაბიშვილი იქნება არა ყოფილი, არამედ გადაყენებული პრეზიდენტი
ლევან ნიკოლეიშვილი: ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა და ასე ადვილად ჩვენზე კარნახის პოლიტიკის განხორციელება ვერანაირად მოხერხდება
არქივი