სარეკლამო ადგილი - 1
976 x 90
ზურაბ ქადაგიძე სოფო ჭყონიას: იქნებ ნება იბოძოთ და გასცეთ საზოგადოებას პასუხი, როგორ და რა გზებით ხვდება თქვენი პროდუქცია რუსულ ბაზარზე?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
201 21 სექტემბერი 2023, 20:58
“ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე სოფო ჭყონიას სოციალურ ქსელში მიმართავს და აღნიშნავს: “ქალბატონო სოფია! ძაან ეროვნულს რომ აწვებით შენ და მამაშენი, იქნებ ნება იბოძოთ და გასცეთ საზოგადოებას პასუხი, როგორ და რა გზებით ხვდება თქვენი პროდუქცია რუსულ ბაზარზე? ოღონდ, დისტრიბუციასთან ჩვენ შეხება არ გვაქვს ეგეთი ბანძი ნარატივი, ნაც-მოძრაობის აქტივს შეასაღეთ”.

    ქადაგიძე რუსული ტელეკომპანია „დოჟდის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის  ეკატერინე კოტრიკაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებს ეხმიანება და წერს, რომ ქალბატონი კოტრიკაძე ან საერთოდ ვერ ერკვევა საკითხში, ან სერიოზულად გარკვეულია და მამა-შვილი ჭყონიების მოსაქმებულს ამისამართებს სხვაგან. 

 “Sofia Tchkonia Coca-Cola Bottlers Georgia 
 ქალბატონო სოფია! ძაან ეროვნულს რომ აწვებით შენ და მამაშენი, იქნებ ნება იბოძოთ და გასცეთ საზოგადოებას პასუხი, როგორ და რა გზებით ხვდება თქვენი პროდუქცია რუსულ ბაზარზე? თუ დაინტერესდებით, აუცილებლად გაარკვევთ დარწმუნებული ვარ. ოღონდ, ვიღაცას ჯიბით გადააქვს და დისტრიბუციასთან ჩვენ შეხება არ გვაქვს ეგეთი ბანძი ნარატივი, ნაც-მოძრაობის აქტივს შეასაღეთ…

 თუმცა, ფულს სუნი არ უდისო - დიდ ვანოს უთქვამს და რა მნიშვნელობა აქვს შემოსავალი საიდან გექნებათ არა? მთავარია, გამომეტყველება გქონდეთ ძაან პრინციპული, ბრტყელი ფრაზები ისროლოთ შენ და მამაშენმა. არა და რუსული ბაზარი ისეთი მაცდური რამეა ერთი ოკუპაციის დედაც, არა? ფული ბაბაია, ბევრი ფული…

 P.S აი,  ქალბატონი კოტრიკაძე (ფოტოს აღშფოთებული ავტორი) ან საერთოდ ვერ ერკვევა საკითხში, რადგან მთავრობა რა შუაშია კოკა-კოლას ექსპორტთან ან კიდევ, სერიოზულად გარკვეულია და მამა-შვილი ჭყონიების მოსაქმებულს ამისამართებს სხვაგან…”- წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო ფოჩხუა ქართული ჯარისთვის უცხოური დაფინანსების შეჩერებაზე: მარტივ ჭეშმარიტებას აქვს ადგილი - ჩვენმა ხელისუფლებამ, გაუგონარი ზეწოლის მიუხედავად, უარი თქვა ქვეყანაში ომის დაწყებაზე
თამარ ჩიბურდანიძე: მაშინ, როდესაც ევროპელები ევროპის უსაფრთხოებით არიან შეშფოთებულნი, ქართველებს მშვიდად სძინავთ, სწორედ ამას არ გვპატიობენ
დავით ქართველიშვილი: საქართველომ უარი თქვა ქვეყნის საომარ პოლიგონად გადაქცევაზე. ამიტომაც შეუჩერეს თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება და გადაისროლეს ეს თანხა იმ NGO ანგარიშებზე, ვინც მეორე ფრონტის გახსნაზე ოცნებობს
გიორგი გამსახურდია: როდის იყო, რომ ნაცმოძრაობისათვის რაიმე წმინდა არსებობდა? რა უკრაინაში რუსული აგრესია და რა უკრაინელი ხალხის გვერდში დგომა? საკუთარი ქვეყნის ჭირს იყენებენ სათავისოდ და უკრაინა არ ჰკიდიათ?
თამთა მეგრელიშვილი: ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ქართული ჯარის დაფინანსება ეგრეთ წოდებულმა პარტნიორებმა შეაჩერეს მხოლოდ იმიტომ, რომ ქართულმა სახელმწიფომ ომს მშვიდობა ამჯობინა
არქივი