ლევან ნიკოლეიშვილი სოფო ჭყონიას: აგვიხსენით, საქართველოდან რუსეთში, საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით, თქვენს კომპანიაში წარმოებული Coca-Cola რატომ ხვდება? ამას გამიზნულად, საქართველოს საზიანოდ აკეთებთ თუ უბრალოდ დიდ ფულს შოულობთ?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
317 21 სექტემბერი 2023, 21:08

აგვიხსენით, საქართველოდან რუსეთში, საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით, თქვენს კომპანიაში წარმოებული Coca-Cola რატომ ხვდება? - ასე მიმართავს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოფო ჭყონიას, რომლის კომპანიაში წარმოებული „კოკა-კოლას“ რუსეთის ბაზარზე რეალიზაციის დამადასტურებელი ფოტოები სოციალურ ქსელში „დოჟდის" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა  ეკატერინე კოტრიკაძემ გაავრცელა.

ნიკოლეიშვილის თქმით, ჭყონიამ უნდა აუხსნას საზოგადოებას, რა მიზნით გადის საქართველოში წარმოებული კოკა-კოლა რუსეთის ბაზარზე - საქართველოსთვის ზიანის მოსატანად თუ მხოლოდ იმის გამო, რომ დიდ ფულს შოულობენ. იგი ასევე ინტერესდება, გრძნობს თუ არა სოფო ჭყონია რაიმე მორალურ პასუხისმგებლობას პროდუქციის რუსეთის ბაზარზე გაყიდვის გამო.

„Sofia Tchkonia აგვიხსენით, საქართველოდან რუსეთში, საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით, თქვენს კომპანიაში წარმოებული Coca-Cola რატომ ხვდება? ამას სპეციალურად, გამიზნულად, საქართველოს საზიანოდ აკეთებთ თუ უბრალოდ ძალიან დიდ ფულს შოულობთ? ხალხს მართლა აინტერესებს, რაიმე მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობთ ამის გამო, თუ დიდი მნიშვნელობა არა აქვს რახან ფულს სუნი არაა აქვს, საიდან თუ როგორ იშოვით მას! კეთილი ინებეთ და გამობრძანდით და გაეცით პასუხი რატომ ხვდება თქვენი პროდუქცია რუსეთში და რამდენი მილიონი იშოვეთ უკვე ამ სამარცხვინო ქმედების შედეგად!" - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნანა კაკაბაძე - სულაც არ ყოფილა მოულოდნელი, რომ წაგებული ოპოზიცია ყველა არსებულ და არარსებულ ბრალდებას გამოიყენებდა გამარჯვებული ხელისუფლების მიმართ და დაიწყებდა იმის მტკიცებას, რომ არჩევნები გაყალბდა
თამარ ჩიბურდანიძე: გერმანიის ელჩს ერთ მეგობრულ რჩევას მივცემდით - ტრამპის ლანძღვის არ იყოს, ისე ნუ იზამთ, რომ მერე თქვენივე განცხადებები წაშალოთ. მშვიდობიან რევოლუციას მიიღებთ საკუთარ ქვეყანაში, უკვე ჩამოგეშალათ ხელისუფლება
ლევან ნიკოლეიშვილი „გამჭვირვალობის კანონის“ სტრასბურგში გასაჩივრებაზე: ვინ, თუ არა საიამ და მისმა თავმჯდომარემ მშვენივრად იციან, რომ ამ სარჩელს წარმატება არ ელის, ვერანაირად ამტკიცებენ, რა არის ამ კანონში მიუღებელი ან რუსული
ზაალ ანჯაფარიძე: პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა ცესკოს მიერ არჩევნების ადმინისტრირება შეაფასა ცალსახად დადებითად. შესაბამისად რადიკალური ოპოზიციის მიზანია, როგორმე დასავლეთში ეს აღქმები გააქარწყლონ
გია აბაშიძე: ახლოვდება ის დრო, როდესაც საქართველოს საჯარო სივრცეში კონსტრუქციული ოპოზიციური პარტიები და პასუხისმგებლიანი არასამთავრობოები ხავერდოვნად განდევნიან გარედან დაფინანსებულ მჩხავანა რევანშისტებს
არქივი