ზურაბ ქადაგიძე მამუკა ხაზარაძეს: ფერი ფერსაო თქვენზეა ნათქვამი - საკუთარი ამომრჩევლის გადამგდები, ტუტუცი პრეზიდენტი და ოფიციალური თაღლითი, ქორ-ვაჭარი ხაზარაძე, ორივე ერთად კი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ „უძღები შვილი“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
147 22 სექტემბერი 2023, 11:42

საინტერესო წამოცდენები ახასიათებს-ხოლმე ნორჩ ლენინელსა და ჭარმაგ თაღლით ხაზარაძეს…ზურაბიშვილი ჩვენთანაა თანხვედრაშიო; ანუ გაყიდე თხასავით მამუკ?" - ასე ეხმაურება "ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, "ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიერ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, სადაც ხაზარაძემ დაადასტურა, რომ პრეზიდენტი მის პარტიასთან თანხვედრაშია.

ქადაგიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ცდილობდა, თავი ზეპარტიულად წარმოეჩინა, თუმცა, ხაზარაძის ამ განცხადების შემდეგ, პრეზიდენტის ყველა პროვოკაცია რადიკალების კისერზე აღმოჩნდება.

„ეგრე რა, დაარქვით ყველაფერს სახელი! საინტერესო წამოცდენები ახასიათებს ხოლმე ნორჩ ლენინელსა და ჭარმაგ თაღლით ხაზარაძეს… ზურაბიშვილი ჩვენთანაა თანხვედრაშიო; ანუ გაყიდე თხასავით მამუკ? თუმცა, შენ ყიდვა-გაყიდვა, მევახშეობა და ჩარჩობა არ გაგიჭირდებოდა, მაგრამ ასე ადრე ზურაბიშვილის გამოაშკარავება? ქალს იმდენ პროვოკაციაზე აქვს ხელი მოწერილი და ახლა რა გამოვა, ყველა მისი მავნებლობა თქვენ კისერზე აღმოჩნდება?! არადა, ძალიან ზე-პარტიულს აწვებოდა “ლუდოვიკოს ციცა” და თურმე ნაცების კოლექტივში გაწევრიანებულა… ფერი ფერსაო თქვენზეა ნათქვამი - საკუთარი ამომრჩევლის გადამგდები, ტუტუცი პრეზიდენტი და ოფიციალური თაღლითი, ქორ-ვაჭარი ხაზარაძე. ორივე ერთად კი კოლექტიური ნაც-მოძრაობის “უძღები შვილი”… ჟანრის კლასიკას უხდება, სასიყვარულო სამკუთხედები - სალომე, მამუკა, ნაცები და უკუღმა - ნაცები, მამუკა, სალომე." - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე - მოვითხოვ, თუ სანქციების მექანიზმი ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ-თუ დავამატებთ, რომ საუბარია გამჭვირვალობის კანონზე, ვიქნები პირველი და უკანასკნელი კანონმდებელი, რომელიც დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებული კანონის მიღების გამო დასანქცირდა
ირაკლი კობახიძე: ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, გამოვხატე საქართველოს მზაობა ყველა მიმართულებით ინტენსიურ და მჭიდრო თანამშრომლობაზე
კახა კალაძე: შეძრწუნებული ვარ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე განხორციელებული თავდასხმის გამო
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, მთავრობის გასვლით სხდომაზე, დღეს უცხო პიროვნების თავდასხმის ობიექტი გახდა, რომლებმაც მისი მიმართულებით რამდენიმეჯერ გაისროლეს
ლევან ნიკოლეიშვილი გიორგი ოკმელაშვილის დაკავებაზე: ეს ადამიანი, კლიპმეიკერად რომ ასაღებენ, არის შსს-ს მიერ დაკავებული პოლიციელებზე მოძალადე - USAID კიდევ ბევრ ასეთ მოძალადეს აფინანსებთ?
არქივი