ირაკლი კობახიძე: ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, გამოვხატე საქართველოს მზაობა ყველა მიმართულებით ინტენსიურ და მჭიდრო თანამშრომლობაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
149 15 მაისი 2024, 19:56

ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა მალტის მთავრობის თავმჯდომარესთან, რომლის დროსაც გამოვხატე საქართველოს მზაობა ყველა უწყებრივი მიმართულებით ინტენსიურ და მჭიდრო თანამშრომლობაზე 2024 წელს ეუთო-ში მალტას თავმჯდომარეობის პერიოდში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

ირაკლი კობახიძე ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე მალტის საგარეო, ევროპულ საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ იან ბორჯთან შეხვედრას ეხმაურება.

„ურთიერთპატივისცემისა და საერთო ევროპული ფასეულობების საფუძველზე, კვლავ დავუდასტურეთ ერთმანეთს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განმტკიცების იდეისადმი ერთგულება.

შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე, რაც საერთაშორისო სტანდარტებისა და ევროპის საუკეთესო დემოკრატიული პრაქტიკის შესატყვისი იქნება“, - წერს პრემიერ-მინისტრი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე:„დიფ სთეითის" გამართლების კონტექსტში, საქართველოში გერმანიის ელჩი მანიპულატორობს, ევროკავშირმა მოლდოვისთვის დახმარების პაკეტი ახლა კი არ მიიღო, არამედ მაია სანდუს წინასაარჩევნო „დასაბუსტად“
ნინო წილოსანი ლევან ღამბაშიძეზე: იტყუება და თუ საჯაროდ არ უარყოფს ჩემთან დაკავშირებულ ცრუ ბრალდებას, სასამართლოში შევხვდებით
გიორგი ჩაკვეტაძე გვარამია/გირჩი ჯაფარიძეზე: საკუთარი ქვეყნის პარლამენტის საბოტაჟის და ცეცხლის წაკიდების შემდეგ, ახლა ევროპარლამენტში ცდილობენ გააშავონ საქართველო
წინასაარჩევნო პროცესების “მხარდაჭერისთვის” USAID-მა 42 მილიონამდე დოლარიდან, 15 მილიონი მხოლოდ ახალგაზრდების მიმართულებით დახარჯა, დიახ, თვითორგანიზებულებს რომ უწოდებენ თავს, ამ “თვითრგანიზებულობაში” დაიხარჯა ამხელა თანხა და დღემდე იხარჯება
სამომავლოდ აშშ-ის საელჩო საქართველოში სავარაუდოდ გააქტიურდება, მაგრამ მხოლოდ ახალი ფორმატით – შესაძლოა გადახალისებული კადრებით, უფრო ფრთხილად და გააზრებულად
არქივი