დავით ქართველიშვილი: პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის გუშინდელი გამოსვლა იყო ისეთი ლიდერის მიმართვა მსოფლიოსადმი, რომელმაც საკუთარ ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნა. ამიტომ, არ დადის კაბინეტ-კაბინეტ გაშლილი ხელით და არაფერს ითხოვს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
125 23 სექტემბერი 2023, 15:41
„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში, პრემიერ-მინისტრის გაეროს ასამბლეაზე გამოსვლას გამოეხმაურა.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, პრემიერ-მინისტრის გაეროს ასამბლეაზე გამოსვლა იყო ერთ-ერთი საუკეთესო.
„ვაცადე გასულიყო 24 საათი და ჩემი მოკლე კომენტარი გამეკეთებინა პრემიერ-მინისტრის გუშინდელ გამოსვლაზე გაეროს ასამბლეის წინაშე. ვაცადე, რათა ამერიდებინა დაბრალება, თითქოს ამ გამოსვლაზე რეაგირებით ვცდილობ გადამეფარა ქვეყანაში ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენები, როგორიც იყო: 157-კაციანი პარლამენტის პიკეტირება, ქალბატონ ყეინიშვილის ბიოგრაფიის განხილვა, ფარცხალაძის მოქალაქეობის საკითხი და ექსპერტ ხუხაშვილის ოფიციალური ვიზიტი პრეზიდენტ ზურაბიშვილთან.
დღეს ვეღარავინ ვერ დამაბრალებს ესოდენ მნიშვნელოვანი თემების გადაფარვას. პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის გუშინდელი გამოსვლა იყო ისეთი ლიდერის მიმართვა მსოფლიოსადმი, რომელმაც საკუთარ ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნა. ამიტომ, არ დადის კაბინეტ-კაბინეტ გაშლილი ხელით: არც იარაღს სთხოვს ვინმეს და არც ანგარიშის წარდგენას სთხოვს მას ვინმე აქამდე მიღებულ და დახარჯულ თანხებზე.
პრემიერმა შეახსენა მსოფლიოს, რომ თავის დროზე მოწინააღმდეგის ყოველგვარი სანქცირების და ასობით მილიარდობით დახმარების გარეშე მიტოვებული და ოკუპირებული საქართველო დღეს კი არ სთხოვს რამეს მსოფლიოს, პირიქით, სთავაზობს მას სათავისოდ გამოიყენოს ქვეყნის სატრანსპორტო, ინფრასტრუქტურული, სატრანზიტო, ენერგეტიკული და საფინანსო "ჰაბების" შესაძლებლობები.
ეს შემოთავაზება გამომდინარეობდა ამაყი ქვეყნის ღირსებით აღსავსე ლიდერის მხრიდან, რომელმაც იცის საკუთარი სამშობლოს შესაძლებლობებიც და თავმოყვარეობის ცენზიც. წუწუნი, მათხოვრობა, საკუთარი დანაშაულის გადაფარვის მცდელობა გაეროს ასამბლეას ქართველი პრემიერის გუშინდელ 15-წუთიან გამოსვლაში არ მოუსმენია და ამ კუთხით ეს ალბათ იყო ერთ-ერთი გამორჩეული გამოსვლა გაეროს ფორუმზე“, - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი კანონპროექტზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“: აგენტურა გაშიფრულია, ფაქტია მისაღები კანონი მიღების გარეშე მიღებულ კანონზე კარგად მუშაობს
ზურაბ ქადაგიძე ევროკომისიის მიერ შემუშავებულ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტზე - ევროკავშირი ამ კანონს რომ მიიღებს მერე, ნეტა, ჩვენც არ მოგვთხოვოს მე-10 რეკომენდაციად, თორემ რა გაუძლებს „მარტის კოლექტივს“
ნინო ფოჩხუა: თუ ევროკომისიის ოფიციალური პირების თქმით, პროექტი უცხოური აგენტების შესახებ მიზნად ისახავს ევროპული დემოკრატიის დაცვას, საქართველოსთვის ქართული დემოკრატიის დაცვას არ ემსახურებოდა?
გია აბაშიძე - დამთავრდა ის დრო, როცა კორუმპირებული ევროპარლამენტის ვიღაც ნაკომუნისტარი წევრი ვითომ ჭკუას გვარიგებდა- ევროკომისიის მიერ შემუშავებული უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება
უკრაინის სამხედრო დაზვერვის რამდენიმე მაღალჩინოსანი და დაზვერვის უფროსის მეუღლე იმავე მძიმე მეტალებით მოწამლეს, რომლითაც მე რუსთავის ციხეში
არქივი