სარეკლამო ადგილი - 1
976 x 90
ზურაბ ქადაგიძე: “სებ”-ზე მიტანილი შტურმი, პირველ რიგში, საქართველოს ეკონომიკაზე მიტანილი იერიშია, რომელიც საზღვრებს გარეთ დაიგეგმა და საქართველოში “ სერგო ორჯონიკიძეობა” ზურაბიშვილს დაავალეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
266 25 სექტემბერი 2023, 10:45
"მარტის შემდეგ, არაერთი მცდელობის მიუხედავად პროტესტი და რადიკალიზაცია ვეღარ მოახდინა ოპოზიციამ. 
ამიტომაც ამოქმედდა ახალი კამპანია: ერთი მხრივ, უკრაინიდან დაგეგმილი “მაიდნის” მცდელობა (რაზეც სუს-ში ბრიფინგი იყო) და პარალელურად, კონსტიტუციური ინსტიტუტების დისკრედიტირების მცდელობა, რამაც აუცილებლად პოლიტიკური დაძაბულობა უნდა მოიტანოს," - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე წერს. 

მისი თქმით, საერთაშორისო სანქციები ყველა ქვეყანაში ეროვნული კანონმდებლობით რეგულირდება. 


ძალიან მოკლედ, იმ მოგონილ საბაბზე რითაც ზურაბიშვილი “სპეკულირებს” - საერთაშორისო სანქციებს, ყველა ქვეყანა საკუთარ ეროვნულ კანონმდებლობასთან თანხვედრაში განიხილავს. 
მაგალითად:

კანადა - მოქმედებს “Special Economic Measures Act”, რომლის შესაბამისად ხდება, იურიდიული ან ფიზიკური პირის სანქცირება და დასაქნცირებულზე შეღავათების გაკეთება.

მალტა - საერთაშორისო სანქციებს  სასამართლო არეგულირებს.

ევროკავშირში 2023 წლის 31 მარტს ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა ცვლილება შეეტანა შესაბამის აქტებში, ევროკავშირის შემზღუდველ ზომებთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს 2664 რეზოლუციის (2022) გათვალისწინებით.

ჩეხეთის რესპუბლიკა - 2023 წელს ჩეხეთმა მიიღო სანქციების აქტი, რომელიც გარკვეული სუბიექტების მიმართ ეროვნული შემზღუდავი ზომების მიღებას ახორციელებს, თუმცა დღეის მდგომარეობით, ეროვნული სანქციების სიაში არავინ არის დამატებული და ა.შ.

ამგვარად, ყველა ქვეყანა საერთაშორისო სანქციებს, ეროვნული კანონმდებლობის გათვალისწინებით აწესებს, ხოლო ჩვენი პრეზიდენტი გვეუბნება, რომ ეროვნულმა ბანკმა არა საქართველოს კონსტიტუციით არამედ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დადგენილებებით უნდა იხელმძღვანელოს!

მეორე საკითხი - ე.წ. “რუსული გადაწყვეტილება”
სუფთა პროვოკაციული სათაური, ანალოგიურად “არა რუსულ კანონს”, ადამიანები შეცდომაში შეიყვანეს და წაუკითხავი კანონპროექტი აპროტესტებინეს, ხოლო პროცესის გამარგინალების შემდეგ, როდესაც ყველა მიხვდა, რომ ანალოგიურ კანონებსა და არასამთავრობოთა შემზღუდავ აქტებს, არაერთი ქვეყანა იღებს და თვით ევროკავშირიც აინიცირებს, რადიკალები დაიმალნენ და შეეურიგდნენ პროცესის დასტაბილურებას.

მარტის შემდეგ, არაერთი მცდელობის მიუხედავად პროტესტი და რადიკალიზაცია ვეღარ მოახდინა ოპოზიციამ. 
ამიტომაც ამოქმედდა ახალი კამპანია: ერთი მხრივ, უკრაინიდან დაგეგმილი “მაიდნის” მცდელობა (რაზეც სუს-ში ბრიფინგი იყო) და პარალელურად, კონსტიტუციური ინსტიტუტების დისკრედიტირების მცდელობა, რამაც აუცილებლად პოლიტიკური დაძაბულობა უნდა მოიტანოს.

“სებ”-ზე მიტანილი შტურმი, პირველ რიგში, საქართველოს ეკონომიკაზე მიტანილი იერიშია, რომელიც საზღვრებს გარეთ დაიგეგმა და საქართველოში
 “ სერგო ორჯონიკიძეობა” ზურაბიშვილს დაავალეს.

თვით ფრაზა “რუსული გადაწყვეტილება” კი  იმ შეცდომაში შეყვანილი ახალგაზრდებისთვის  ანკესის ფუნქციას ასრულებს, ვინც მარტის აქციების დროს გამოიყენეს და თავიდან ცდილობს, ტუტუცი პრეზიდენტი იქნებ კიდევ ერთხელ გამოიყენოს ადამიანები პროცესების რადიკალიზაციისათვის," - წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო ფოჩხუა ქართული ჯარისთვის უცხოური დაფინანსების შეჩერებაზე: მარტივ ჭეშმარიტებას აქვს ადგილი - ჩვენმა ხელისუფლებამ, გაუგონარი ზეწოლის მიუხედავად, უარი თქვა ქვეყანაში ომის დაწყებაზე
თამარ ჩიბურდანიძე: მაშინ, როდესაც ევროპელები ევროპის უსაფრთხოებით არიან შეშფოთებულნი, ქართველებს მშვიდად სძინავთ, სწორედ ამას არ გვპატიობენ
დავით ქართველიშვილი: საქართველომ უარი თქვა ქვეყნის საომარ პოლიგონად გადაქცევაზე. ამიტომაც შეუჩერეს თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება და გადაისროლეს ეს თანხა იმ NGO ანგარიშებზე, ვინც მეორე ფრონტის გახსნაზე ოცნებობს
გიორგი გამსახურდია: როდის იყო, რომ ნაცმოძრაობისათვის რაიმე წმინდა არსებობდა? რა უკრაინაში რუსული აგრესია და რა უკრაინელი ხალხის გვერდში დგომა? საკუთარი ქვეყნის ჭირს იყენებენ სათავისოდ და უკრაინა არ ჰკიდიათ?
თამთა მეგრელიშვილი: ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ქართული ჯარის დაფინანსება ეგრეთ წოდებულმა პარტნიორებმა შეაჩერეს მხოლოდ იმიტომ, რომ ქართულმა სახელმწიფომ ომს მშვიდობა ამჯობინა
არქივი