დავით ქართველიშვილი: რუსეთის მიერ ორი დღის წინ გამოქვეყნებული ინფორმაციით, სავაჭრო ოპერაციებში მონაწილეობისათვის დასაშვები ქვეყნების რიცხვში არის სომხეთი, აზერბაიჯანი და არ არის საქართველო, რადგან ის ბოლომდე არ არის საიმედო მოსკოვისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
212 25 სექტემბერი 2023, 17:36
გლობალური ომის პარტიისა და აშშ-ს ადმინისტრაციის გამოწვევებზე, მათ კრახსა და ამოცანებზე, მოლოდინებსა და გეგმებზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს, აშშ-ს ადმინისტრაცია არასახარბიელო ნადავლით ხვდება. 
„თქვენ წარმოიდგინეთ, გლობალური ომის პარტიას 2024 წლის ნოემბერში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში უახლოვდება. საგარეო პოლიტიკის კუთხით რა მარაგით ხვდება დემოკრატიული პარტია და მისი წარმომადგენლები ამ არჩევნებს: ავღანეთში მრავალწლიანი პოლიტიკური თამაშების სრული კრახით დასრულება, რეგიონის ჩატოვება თალიბების ხელში და იქიდან გაქცევა; შემდეგ უშუალო მონაწილეობის მიღება უკრაინაში მიმდინარე რუსეთ-დასავლეთის ომში, რაშიც არავის ეპარება ეჭვი, თუმცა ვერავინ, სხვათა შორის ვერც უკრაინა, რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირებას ომს ვერ ეძახის. ამ ყველაფრის ფონზე არ არის გამორიცხული, ბაიდენის ადმინისტრაციამ მომავალ არჩევნებამდე უკრაინის სრული კრახი და კოლაფსი განიცადოს. ამ დროს რა მექანიზმები და წერტილები აქვს საკუთარი ამომრჩევლისა და საზოგადოების ყურადღების გადასატანად და მღვრიე წყალში ოქროს თევზის დასაჭერად ამერიკის ადმინისტრაციას? ეს არის ჩვენთვის კარგად ცნობილი ნენსი პელოსის ორი ცნობილი ვიზიტი ტაივანსა და ერევანში. ტაივანის კარტი ჯერ კიდევ გასათამაშებელია. ტაივანში შედგება ძალიან მნიშვნელოვანი და ეპოქალური, ისტორიული არჩევნები დე-ფაქტო პრეზიდენტის, სადაც პეკინს, სი ძინ პინს ჰყავს შერჩეული პერსპექტიული და სერიოზულიო კანდიდატი. თუ მან დაიკავა ეს პოსტი და დაიმკვიდრა პრეზიდენტის სავარძელი, ეს იქნება ამერიკის, გლობალური ომის პარტიის სრული კრახი,“ - განაცხადა დავით ქართველიშვილმა. 
რაც შეეხება იმას, თუ რა გეგმები ჰქონდა გლობალური ომის პარტიას საქართველოში, როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, ეს გეგმებიც ჩაიფუშა. 

„საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის აკვიატებულმა იდეამ, ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში, კრახი განიცადა. ჩვენ ვემზადებით ხელისუფლების აყირავების მორიგი ფაზისთვის, მზად ვართ ამისათვის და დარწმუნებული ვარ, ესეც კრახით დასრულდება ამერიკისთვის. მაგრამ ახლა გაჩნდა ერევანი, სომხეთი, რომელიც ბიკფორდის ზონრის ფუნქციას ატარებს მთლიანად კავკასიის რეგიონის ასაფეთქებლად. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ არ ვართ ამ გლობალური ომის პარტიიდან გამომდინარე საფრთხეებიდან არავისთან ერთი-ერთზე. ჩვენ გვყავს სტრატეგიული პარტნიორი, რომელმაც პრემიერ-მინისტრის ჩინეთში პომპეზური ვიზიტისას, თავად გააკეთა არჩევანი და მკაფიოდ გვითხრა, რომ კარგად ვიცით რა სირთულეების წინაშე დგახართ და ამ გზაზე მარტო არ ხართო. იგივე შეიძლება პროექციულად ვივარაუდოთ, რომ სამხრეთ კავკასიას ეხებოდა ეს ყველაფერი. იმიტომ, რომ როდესაც საუბარია, რომ გლობალური ომის პარტია იღებს სადავეებს ხელში, ძალიან საინტერესოა მისი ძირითადი მოწინააღმდეგის, რუსეთის რეაგირების ანალიზი გავაკეთოთ, რომელიც აბსოლუტურად წყნარად არის, არანაირი მკვეთრი განცხადებები არ ისმის.

მეტსაც გეტყვით, ორი დღის წინ, რუსეთმა გამოაქვეყნა საფონდო ბირჟის მონაცემები და სავაჭრო ოპერაციებში მონაწილეობისათვის დასაშვები ქვეყნების რიცხვში არის სომხეთი, აზერბაიჯანი და არ არის საქართველო, ძალიან საინტერესო მინაწერით - მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი აფასებს იმ ძალისხმევას, რომ საქართველო არ უერთდება ბოლომდე რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებს, ის ბოლომდე არ არის საიმედო მოსკოვისთვის, არ არსებობს მინიმუმ დიპლომატიური ურთიერთობები. მაგრამ საიმედოდ ჩათვალა ფაშინიანის ხელისუფლება და ის შეძლებს აზერბაიჯანის მსგავსად, მონაწილეობა მიიღოს საფონდო ბირჟის ვაჭრობაში. აღსანიშნავია ასევე, რომ მიუხედავად იმისა. რომ აზერბაიჯანი გაძეძგილია შეიარაღებით, რომელსაც მას აწვდიან მსოფლიო აქტორები, გამორიცხულია ეს იარაღი გამოიყენონ სამხრეთ კავკასიაში რომელიმე ლოკალურ ომში. ანუ, მეორე ფრონტი სამხრეთ კავკასიაში სომხეთ-აზერბაიჯანის მიმართულებით, ასევე არ იქნება. სომხეთს ომი არ ექნება, ეს არის გამორიცხული, ეს არის დაუშვებელი. 

რამდენად მოგებულია რუსეთთან სომხეთთან გამარჯვების თვალსაზრისით გლობალური ომის პარტია, ამაზე დასკვნების გამოტანისას არ ვიჩქაროთ, დავაკვირდეთ მოვლენებს და ისე არ აღმოჩნდეს, რომ როდესაც უკრაინის სამხედრო ოპერაციის დასაწყისში ამბობდნენ, დასავლეთმა შეძლო პუტინი თავის ხაფანგში შემოეტყუებინა, ახლა, სამხრეთ კავკასიაში პუტინმა შეძლო გლობალური ომის პარტია საკუთარ ხაფანგში გაება,“ - აცხადებს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე - მოვითხოვ, თუ სანქციების მექანიზმი ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ-თუ დავამატებთ, რომ საუბარია გამჭვირვალობის კანონზე, ვიქნები პირველი და უკანასკნელი კანონმდებელი, რომელიც დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებული კანონის მიღების გამო დასანქცირდა
ირაკლი კობახიძე: ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, გამოვხატე საქართველოს მზაობა ყველა მიმართულებით ინტენსიურ და მჭიდრო თანამშრომლობაზე
კახა კალაძე: შეძრწუნებული ვარ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე განხორციელებული თავდასხმის გამო
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, მთავრობის გასვლით სხდომაზე, დღეს უცხო პიროვნების თავდასხმის ობიექტი გახდა, რომლებმაც მისი მიმართულებით რამდენიმეჯერ გაისროლეს
ლევან ნიკოლეიშვილი გიორგი ოკმელაშვილის დაკავებაზე: ეს ადამიანი, კლიპმეიკერად რომ ასაღებენ, არის შსს-ს მიერ დაკავებული პოლიციელებზე მოძალადე - USAID კიდევ ბევრ ასეთ მოძალადეს აფინანსებთ?
არქივი