შალვა პაპუაშვილი: რაც 1993 წლის 27 სექტემბერს მოხდა, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში დარჩება ყველაზე მტკივნეულ მოვლენად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
238 27 სექტემბერი 2023, 00:20

სამი ათწლეულის წინ, ამ დღეს სოხუმი დაეცა. მასთან ერთად დაეცა ჩვენი თაობის იმედიც, რომ სწრაფად მომხდარიყო ჩვენი ახლად ჩამოყალიბებული ქვეყნის დასავლური ერების ოჯახის წარმატებულ წევრად გარდაქმნა. რუსეთის იმპერიული ამბიციები იმ დროს უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევა, ენახა მთლიანი და თავისუფალი საქართველო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, მას შემდეგ საქართველომ ბევრისთვის მოულოდნელი სიმტკიცე გამოავლინა.

„ისტორიული სამართლიანობის აღდგენისა და თაობათა მრავალსაუკუნოვანი ოცნების მიღწევისკენ ჩვენი სწრაფვა ძალაზე დაფუძნებული საერთაშორისო პოლიტიკის მომაკვდინებელ რეალობას შეეჯახა.

თუმცა, მას შემდეგ საქართველომ ბევრისთვის მოულოდნელი სიმტკიცე გამოავლინა. ჩვენ მოვახერხეთ დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების საფუძვლების შექმნა, წესრიგის აღდგენა, კრიმინალსა და კორუფციასთან წარმატებული ბრძოლა, ავტორიტარიზმის დამარცხება, ხალხზე მზრუნველი დემოკრატიული ხელისუფლებისა და სოციალური სახელმწიფოს შექმნა, სიღარიბის შემცირება, ნატო-სა და ევროკავშირთან არსებითად დაახლოება, მშვიდობის შენარჩუნება და დინამიკური ეკონომიკის განვითარება.

ეს ყველაფერი გასული 30 წლის განმავლობაში განხორციელდა, რაც წარმოუდგენელი შეიძლება, იყოს ბევრი სხვა ერისთვის. აღნიშნული მიღწევა და პროგრესი გვაძლევს იმედს, რომ ის, რაც 1993 წლის 27 სექტემბერს მოხდა, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში დარჩება ყველაზე მტკივნეულ მოვლენად, მომავალში კი უფრო მნიშვნელოვანი წარმატებები გველის იმ ეროვნული მიზნების მიღწევაში, როგორებიც არის ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის განმტკიცება, ეროვნული ერთიანობის აღდგენა და საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში სრული ინტეგრაცია.

ნათქვამია, ყველაზე უკუნი საათი გათენებამდეაო. უნდა ვირწმუნოთ, რომ ჩვენი უახლესი ისტორიის ეს ყველაზე ბნელი საათი იყო მხოლოდ დასაწყისი იმ უკეთესი მომავლისა, რაზეც ქართველები ვოცნებობთ“, – წერს პაპუაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან ნიკოლეიშვილი სენატორ ბენ კარდინის განცხადებაზე: მეთიუ მილერი ხომ პერიოდულად სანქციებით გვემუქრება, ახლა სენატორი კარდინი გამოხტა, არჩევნებს დავიცავთო! ოღონდ მანამდე ძალიან გაგვიხარდება, ბატონ ტრამპს თუ დაიცავთ, ერთ თვეში, რომ ორჯერ კინაღამ მოკლეს
გია აბაშიძე: აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეს, ბენ კარდინს სცალია და თურმე საქართველოს არჩევნების „დაცვაზე“ ზრუნავს და როგორ „იცავენ“ მათთვის „არასასურველ“ არჩევანს, აკერმანისეული ე.წ. მშვიდობიანი რევოლუციით?
ნანა კაკაბაძე: „ბოდიშთან“ დაკავშირებული ოპოზიციის ინტერპრეტაციები იმას გვიმტკიცებს კიდევ ერთხელ, რომ ხელისუფლებაში არ უნდა მოვუშვათ ადამიანები, რომლებიც ამას ყველანაირი ტყუილის ფასად ცდილობენ
გია აბაშიძე: საქართველოს არაკეთილმოსურნეთა პროპაგანდა უაზროდ ყეფს, ჩვენი ქვეყანა კი წინ მიდის - ღია მმართველობის და კიბერუსაფრთხოების გლობალური ინდექსებით კვლავ ვლიდერობთ
დავით ქართველიშვილი: მწამებელი მეგის ქარდავა ექსტრადირებამდე ბოლო რვა წლის განმავლობაში ქართულ მართლმსაჯულებას თავისი პირადი მფარველის, მიხეილ სააკაშვილის მეშვეობით ემალებოდა - 26 ოქტომბერს თუნდაც ეს საკმარისი უნდა იყოს სწორი არჩევანის გასაკეთებლად
არქივი