სარეკლამო ადგილი - 1
976 x 90
თამარ ჩიბურდანიძე: „ისინი, ვინც აფხაზეთის ომის უმძიმეს ამბებს სოციალურ ქსელში წერენ, მტრობას აღვივებენ და კონფლიქტის დარეგულირებით არ არიან დაინტერესებულნი, მათ ომი უნდათ"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
184 27 სექტემბერი 2023, 12:33
ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენისა და მშვიდობის პოლიტიკის გაღრმავების აუცილებლობაზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

„მას შემდეგ, რაც უკრაინის ხელისუფლებისგან და უცხოელი თუ ქართველი პოლიტიკოსებისგან ომის დაწყების რიტორიკა არ წყდება, სოციალურ ქსელში დაიწყო აფხაზეთის ომის უმძიმესი კადრების გავრცელება და აპელირება იმაზე, თუ რა გაუკეთეს აფხაზებმა ქართველ ბიჭებს, როგორ აწამებდნენ, ასახიჩრებდნენ და ასე შემდეგ. დებენ სტატუსებს და ჰყვებიან საშინელ ამბებს, რაც ისედაც ვიცით. ამაზე საუბრობდა თავად მიხეილ სააკაშვილიც სულ რამდენიმე დღის წინ, როდესაც ნანა ჯაველიძის ახალი ფილმი „იარე ლიზა" გააკრიტიკა და ხალხს შეახსენა, თუ როგორ აწამეს მისი მეგობარი აფხაზეთში. პატიმარმა პრეზიდენტმა „მობოდიშების" პოლიტიკა უწოდა ხელისუფლების დღევანდელ პოლიტიკას, რომ ნდობის აღდგენით და ურთიერთპატივისცემით დავიბრუნოთ ჩვენი ძმები. არც სააკაშვილს და არც სხვას ამ ამბების გახსენებით ის კი არ სურთ, რომ აფხაზეთში დაღუპული ბიჭები არ დავივიწყოთ, არამედ, ამით აღვივებენ მტრობას ქართველებსა და აფხაზებს შორის და კვლავ საომარ განწყობას აყალიბებენ. სხვას ვერაფერს მივაწერთ მათ ქმედებას, მითუმეტეს დღეს, როდესაც სერიოზული ზეწოლა ხორციელდება უცხოეთიდან ხელისუფლებაზე, რომ გახსნას მეორე ფრონტი საქართველოში. არადა, ნდობის აღდგენის კუთხით ნამდვილად ბევრი რამ გაკეთდა და კეთდება დღესაც,“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე. ანალიტიკოსი წერილში ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ვინც სოციალურ ქსელში აფხაზეთის უმძიმეს ამბებზე საუბროს, მას მხოლოდ მტრობის გაღვივება სურს. „ამ ტკივილის დავიწყება შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაზე მშვიდობიანი პოლიტიკით. ისინი კი, ვინც აფხაზეთის უმძიმეს ამბებზე სოციალურ ქსელში წერენ მტრობის გასაღვივებლად, კონფლიქტის დარეგულირებით არ არიან დაინტერესებულნი, მათ ომი უნდათ. დიდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს! მათი ხსოვნა გვავალდებულებს, რომ ოცნება ავუხდინოთ და საქართველო გავამთლიანოთ. ეს კი, კვლავ ურთიერთდაპირისპირებით და ომით არ მიიღწევა. ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ერთმანეთს!" - წერს თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ჩიხელიძე: თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს ოპოზიციის ძირგამომთხრელი საქმიანობის შესახებ, რადგან მეორე ფრონტის გახსნის შემთხვევაში, რაც ოპოზიციის მიზანი იყო და არის, ომის სიმძიმე ყველას შეგვეხებოდა
გია აბაშიძე-ვითომ რუსული კანონის გამპროტესტებელი ადამ კინზინგერი "ქართულ ოცნებას" ვითომ აკრიტიკებს. ექს-კონგრესმენს, ქართველი ლიბძებილების დროებით კუმირს კინზინგერს გაქცეული ნაცჩინოვნიკები არ უხდიან
ვლადიმერ ბოჟაძე: ძალიან მარტივია დაინახო 2012 წლის შემდეგ, ქვეყნის წინსვლა და განვითარება, ძალიან მარტივია დაინახო განსხვავება 2012 წლამდე და 2012 წლის შემდგომ საქართველოს შორის, ძალიან მარტივია რადგან რიცხვები არ და ვერ იტყუებიან
დავით ქართველიშვილი რადიკალებს: ქართულ საზოგადოებაში ლეთარგიული ძილიდან გამოიღვიძა ქართულმა გენმა და ქართველობის კოდმა, ასე რომ, ტყუილად ნუ შეწუხდებით
ზურაბ ქადაგიძე სუს-ის განცხადებაზე-საქართველომ ყველა საშუალება და საერთაშორისო მექანიზმი უნდა გამოიყენოს ამ საქმეზე სამართლებრივი შედეგის მიღებისთვის. ყველა პირი იდენტიფიცირებული იქნას, დამკვეთები დადგენილი და ქართული მართლმსაჯულების წინაშე მკაცრად პასუხგებული
არქივი