2012 წლის 2 ოქტომბერი ისტორიაში შევა არა როგორც „ქართული ოცნების“, არამედ ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი გამარჯვების დღედ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
142 02 ოქტომბერი 2023, 11:24

2012 წლის 2 ოქტომბერი ისტორიაში შევა არა როგორც „ქართული ოცნების“, არამედ ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი გამარჯვების დღედ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, ოლიგარქის დამარცხების ფორმულა მხოლოდ ერთიანობაშია.

“2012 წლის 2 ოქტომბერი ისტორიაში შევა არა როგორც “ქართული ოცნების”, არამედ ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი გამარჯვების დღედ!

სიმართლე გითხრათ, ბოლო წუთამდე ბევრ ჩვენს მეგობარსაც არ სჯეროდა, რომ საქართველო, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში იყო მიღებული, იმ ტრადიციას არ დაარღვევდა და არ მოხდებოდა ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარება.

მაშინ მე მივიღე გადაწყვეტილება, რომელიც ნამდვილად სჭირდებოდა ქართულ ახალგაზრდა დემოკრატიას, სწორედ ამ ნაბიჯმა კიდევ უფრო დაგვაახლოვა ევროკავშირთან და ნატოსთან !

მე 2012 წლის 2 ოქტომბერს დაგპირდით, რომ ვიბრძოლებდი ჩვენი ქვეყნის მთავარი მონაპოვრის შენარჩუნებისთვის! დღე არ გასულა ისე, რომ ჩემი გუნდის წევრებს არ ემხილა “ქართული ოცნება” კორუფციასა და კრიმინალების მფარველობაში. “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” შეუძლებელი შეძლო და მიუხედავად ყოველდღიური ფიზიკური წინააღმდეგობისა, არ მისცა საშუალება ივანიშვილის ხელის ბიჭებს, ბოლომდე გაენადგურებინათ და ფეხქვეშ გაეთელათ ჩვენი შექმნილი თანამედროვე საქართველო.

მაგრამ უკვე აშკარაა, რომ საფრთხე “ვარდების რევოლუციის” მთავარ მონაპოვარს ექმნება.

დღეს ჩვენ ვკარგავთ ყველაზე მთავარს - ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას!

ამიტომაც დღეს დაყოფის დრო აღარ არის! ოლიგარქის დამარცხების ფორმულა მხოლოდ ერთიანობაშია.

დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილის რეჟიმის დასასრული ძალიან ახლოსაა. ამიტომაც ჩვენი ამოცანაა: გადავარჩინოთ საქართველო და შევქმნათ ძლიერი სახელმწიფო, რომელსაც ვერანაირი გარე ძალა და ოლიგარქები ვერ დაეპატრონებიან.

მე მზად ვარ, თქვენთან ერთად დავწერო თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ისტორიის მომდევნო თავი“,- წერს სააკაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან ნიკოლეიშვილი: ირაკლი კობახიძის სტუმრობას თურქეთის რესპუბლიკაში თამამად შეიძლება ვუწოდოთ მაღალი დონის ვიზიტი. დარწმუნებული ვარ ძალიან მალე არამარტო სიტყვით, საქმითაც დადასტურდება
დავით ქართველიშვილი: აგვისტოს ომის "გმირი", დასავლეთ საქართველოში რუსი გენერლის სერგეი ჩაბანის პირადი მძღოლი, ზაზა გოროზიაც გამოჩნდა "ანტირუსულ" მიტინგზე
მამუკა მდინარაძე - მოვითხოვ, თუ სანქციების მექანიზმი ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ-თუ დავამატებთ, რომ საუბარია გამჭვირვალობის კანონზე, ვიქნები პირველი და უკანასკნელი კანონმდებელი, რომელიც დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებული კანონის მიღების გამო დასანქცირდა
ირაკლი კობახიძე: ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, გამოვხატე საქართველოს მზაობა ყველა მიმართულებით ინტენსიურ და მჭიდრო თანამშრომლობაზე
კახა კალაძე: შეძრწუნებული ვარ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე განხორციელებული თავდასხმის გამო
არქივი