ვატო შაქარიშვილი: ვფიქრობ, ამერიკელი ხალხი არ იქნება კმაყოფილი, როდესაც შეიტყობს, რომ მათი გადასახადებით და მათი სახელით ამერიკული დოლარები ირიცხება სერბულ ორგანიზაციაში, საქართველოში რევოლუციის მოწყობის მიზნით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
131 03 ოქტომბერი 2023, 12:24
ყოველდღიურად უფრო და უფრო ნათელი ხდება, რატომ იბრძოდა ასე გაშმაგებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის “საქართველო უპირველეს ყოვლისა” დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 
 მისი განცხადებით, USAID-ის მიერ საქართველოში რევოლუციური ტრენინგის დაფინანსება და აშშ-ის საელჩოს მიერ სერბული ორგანიზაცია “CANVAS”-ის პარტნიორად გამოცხადება, საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლის ღია ფაზაში გადასვლაზე მეტყვრლებს. 
 შაქარიშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ რევოლუციის ყველანაირი მცდელობა ფუჭია, ვინაიდან, “კმარა” და მისი წევრები, საქართველომ წარსულს ჩააბარა. “რევოლუციური მზადება საქართველოში, ამერიკელი გადასახადების გადამხდელების ფულით ყოველდღიურად უფრო და უფრო ნათელი ხდება, რატომ იბრძოდა ასე გაშმაგებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ. თითქმის საუკუნოვანი ისტორიის მქონე ამერიკული კანონი, სწორედ იმიტომ გახდა თარგმანში “რუსული კანონი,” რომ ქართულ საზოგადოებას ვერ გაეგო ის, რაც “სუს”-ის გამოძიებით გახდა ცნობილი. რომ არა უსაფრთხოების სამსახურის ეფექტური მუშაობა ვერ გაირკვეოდა, რომ ამერიკის სახელმწიფო ორგანიზაცია - “საერთაშორისო განვითარების სააგენტო”(USAID) საქართველოში რევოლუციურ ტრეინინგებს აფინანსებს. აღსანიშნავია, რომ USAID-ის მთავარი სლოგანი არის - “ამერიკელი ხალხისგან,” ვფიქრობ ამერიკელი ხალხი არ იქნება კმაყოფილი, როდესაც შეიტყობს, რომ მათი გადასახადებით და მათი სახელით ამერიკული დოლარები ირიცხება სერბულ ორგანიზაციაში, საქართველოში რევოლუციის მოწყობის მიზნით. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ამერიკელ ხალხში პიკს აღწევს უკმაყოფილება, უკრაინაში გაგზავნილი მილიარდობით დოლარის გამო. რაც შეეხება ამერიკის საელჩოს განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ ჯერ ხავერდოვან, შემდეგ კი სისხლიან რევოლუციებში დახელოვნებული “CANVAS”-ი მათი ერთგული პარტნიორია, საელჩოს მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლის ღია ფაზაში გადასვლას ნიშნავს. საინტერესოა, რომელი სახელმძღვანელოთი ატარებდა ტრეინინგს “CANVAS”-ი საქართველოში “ხანდაზმული მოქალაქეების უფლებების შესახებ,” როგორც ეს ამერიკის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული. შემთხვევით მათი დამფუძნებლის, სრჯა პოპოვიჩის სახელმძღვანელოთი ხომ არა, სახელწოდებით - “გაიდლაინი რევოლუციისთვის?!” კითხვა ცხადია რიტორიკულია, აშშ-ის საელჩოს განცხადება კი, დიდი სირცხვილი და ქართული საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრა. მაგრამ, ფუჭია ეს მათი მცდელობა! “კმარა”-ს თავს ვეღარ მოგვახვევენ! უკვე მოგვჭრა კბილი 2002-2003 წლებში ნაჭამმა უცხოურმა ტყემალმა. “კმარა”-ს ნაშობი ახალაიები, კეზერაშვილები, უგულავები და ბოკერიები წარსულს ჩავაბარეთ! საქერთაშორისო “კმარა”-ს ანუ ორგანიზაცია “ОТПОР”-ს რომლის დაფუძნებულიც არი “CANVAS”-ი მდიდარი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს მონაწილეობა აქვთ მიღებული რევოლუციებში, ზოგან საბოლოო მიზანს ვერ მიაღწიეს, მაგრამ მათ მიერ ორგანიზებული არეულობებით, მრავალწლიანი კრიზისები დატოვეს მემკვიდრეობად. მათი პროდუქტებია - საქართველოში - “კმარა,” უკრაინაში - ”PORA” და “Vidsich,” ბელორუსში - “Zubr,” ალბანეთში - “MJAFT,” რუსეთში - “Oborona,” ყირგიზეთში - “KelKel,” უზბეკეთში - “BOLGA,” ლიბანში - “Nabad-al-Horriye”… იყვნენ ვენესუელაში, ეგვიპტეში და ა.შ. და ა.შ. მაგრამ, მეთოდები დაძველდა, გაიშიფრა, მსოფლიოც შეიცვალა, ქართული სახელმწიფო გაძლიერდა, საზოგადოება ინფორმირებული და მომზადებულია… ასე, რომ აღარ გაგივათ!!!” - წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე - მოვითხოვ, თუ სანქციების მექანიზმი ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ-თუ დავამატებთ, რომ საუბარია გამჭვირვალობის კანონზე, ვიქნები პირველი და უკანასკნელი კანონმდებელი, რომელიც დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებული კანონის მიღების გამო დასანქცირდა
ირაკლი კობახიძე: ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, გამოვხატე საქართველოს მზაობა ყველა მიმართულებით ინტენსიურ და მჭიდრო თანამშრომლობაზე
კახა კალაძე: შეძრწუნებული ვარ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე განხორციელებული თავდასხმის გამო
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, მთავრობის გასვლით სხდომაზე, დღეს უცხო პიროვნების თავდასხმის ობიექტი გახდა, რომლებმაც მისი მიმართულებით რამდენიმეჯერ გაისროლეს
ლევან ნიკოლეიშვილი გიორგი ოკმელაშვილის დაკავებაზე: ეს ადამიანი, კლიპმეიკერად რომ ასაღებენ, არის შსს-ს მიერ დაკავებული პოლიციელებზე მოძალადე - USAID კიდევ ბევრ ასეთ მოძალადეს აფინანსებთ?
არქივი