ზურაბ ქადაგიძე-"ქართული ოცნების" ხელისუფლებამ "მეგობარ" პარტნიორებს მხოლოდ ორი სურვილი არ შეუსრულა: არ დაუთმო სასამართლო და არ დაიწყო ომი! ახლა მიდის მცდელობა, ეს ორი ამბავი არ აპატიონ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
190 10 ოქტომბერი 2023, 15:46
"ქართული ოცნების" ხელისუფლებამ "მეგობარ" პარტნიორებს ორი თხოვნა/სურვილი არ შეუსრულა: 1 - არ დაუთმო სასამართლო, 2 - არ დაიწყო ომი! ახლა მიდის მცდელობა, ეს ორი ამბავი არ აპატიონ“- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე წერს, რითაც საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას ეხმიანება.
როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ვენეციის კომისია ვერ ასახელებს ვერანაირ იურიდიულ პრობლემას, მაგრამ დადებითთან ერთად მაინც წერს ზოგად, გაუგებარ ასპექტებს. "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ, "მეგობარ" პარტნიორებს ამდენი წლის განმავლობაში მხოლოდ ორი თხოვნა/სურვილი არ შეუსრულა: 1 - არ დაუთმო სასამართლო და უთხრა, რომ დიახ, მურუსიძე და ჩინჩალაძე, მაგრამ სასამართლოს და ქვეყანას გარედან არავის ვამართინებთო. 2 - არ დაიწყო ომი! ახლა მიდის მცდელობა, ეს ორი ამბავი არ აპატიონ. სწორედ ამის გამო, ვენეციის კომისია ამჯერად წერს გაუგებარ შეფასებებს, ვერ ასახელებს ვერანაირ იურიდიულ პრობლემას, მაგრამ დადებითთან ერთად მაინც წერს ზოგად, გაუგებარ ასპექტებს და დასტრიალებს თავს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომ როგორმე თავიანთი აგენტურით გაავსონ. აი ეს არის მოკლე ანალიზი იმ დასკვნის, რაც კომისიამ დადო!“-წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან ნიკოლეიშვილი: ირაკლი კობახიძის სტუმრობას თურქეთის რესპუბლიკაში თამამად შეიძლება ვუწოდოთ მაღალი დონის ვიზიტი. დარწმუნებული ვარ ძალიან მალე არამარტო სიტყვით, საქმითაც დადასტურდება
დავით ქართველიშვილი: აგვისტოს ომის "გმირი", დასავლეთ საქართველოში რუსი გენერლის სერგეი ჩაბანის პირადი მძღოლი, ზაზა გოროზიაც გამოჩნდა "ანტირუსულ" მიტინგზე
მამუკა მდინარაძე - მოვითხოვ, თუ სანქციების მექანიზმი ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ-თუ დავამატებთ, რომ საუბარია გამჭვირვალობის კანონზე, ვიქნები პირველი და უკანასკნელი კანონმდებელი, რომელიც დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებული კანონის მიღების გამო დასანქცირდა
ირაკლი კობახიძე: ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, გამოვხატე საქართველოს მზაობა ყველა მიმართულებით ინტენსიურ და მჭიდრო თანამშრომლობაზე
კახა კალაძე: შეძრწუნებული ვარ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე განხორციელებული თავდასხმის გამო
არქივი