ახლა მცდელობაა, რომ ეროვნულ ბანკს წერტილოვანი დარტყმები მიაყენონ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
210 11 ოქტომბერი 2023, 18:52
წამსვლელ “საბოტაჟნიკებს” მოგმართავთ-იქნებ გეყოთ გამბედაობა და ერთიანად წახვიდეთ სისტემიდან. ასე, ნაწილ-ნაწილ და  წია-წიად სიარული ცოტა სამარცხვინოა. თან ზოგი რომ შვებულებაში ხართ და ზოგი ნოემბრამდე იხვეწებით დარჩენას, ხელფასის მოლოდინში… ცოტა ღირსეულები იყავით - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ეროვნული ბანკიდან თანამშრომლების წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. 

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ყოველწლიურად ბევრი თანამშრომელი იღებს შემოთავაზებებს კერძო თუ საერთაშორისო მაღალანაზღაურებადი ორგანიზაციებიდან და შესაბამისად, ზოგიერთი მიდის. ეს ჩვეულებრივი პროცესია ისეთი, როგორიც 2022 წელს (40-მდე თანამშრომელმა დატოვა) და ისეთი, როგორიც 2023 წლის დასაწყისში, როდესაც ეროვნული ბანკის ხუთმა წამყვანი დეპარტამენტის უფროსმა დატოვა თანამდებობა. ანუ, მანამდე სანამ ნათია თურნავა მივიდოდა ბანკში.

ქადაგიძე სვამს კითხვას - თუ  გადინების პროცესი ნორმალური იყო მაშინ, ახლა რაიმე პრობლემაა? და აქვე აღნიშნავს, რომ პრობლემა სხვა რამეშია - ახლა მცდელობაა, რომ ეს პროცესი პოლიტიკური კომპონენტით გააჯერონ, სექტემბრის მოვლენებს დაუკავშირონ და ინსტიტუციას წერტილოვანი დარტყმები მიაყენონ.

მისივე თქმით, სექტემბერში ეროვნული ბანკის წინააღმდეგ ამოქმედა კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა ჩამოეშალათ ინსტიტუტი. “საბოტაჟნიკების” ჯგუფს ავანგარდში ჩაუყენეს სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც პირდაპირ გაილაშქრა კონსტიტუციური ინსტიტუტის წინააღმდეგ, როცა ჯერ საკუთარი წარდგენილი კანდიდატების უკან გამოწვევა სცადა და შემდეგ ამ კანდიდატებზე ზეწოლა მოახდინა. 

„ძალიან მოკლედ მინდა ერთ თემაზე დავწერო:
სექტემბერში ეროვნული ბანკის წინააღმდეგ ამოქმედა კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა ჩამოეშალათ ინსტიტუტი.
“საბოტაჟნიკების” ჯგუფს ავანგარდში ჩაუყენეს სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც პირდაპირ გაილაშქრა კონსტიტუციური ინსტიტუტის წინააღმდეგ, როცა ჯერ საკუთარი წარდგენილი კანდიდატების უკან გამოწვევა სცადა და შემდეგ ამ კანდიდატებზე ზეწოლა მოახდინა. აქაც და უკვე მერამდენედ, კონსტიტუციის დაცვის გარანტი, საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკისგან, კონსტიტუციის დარღვევას ითხოვდა! 
რა მოხდებოდა ეს გეგმა, რომ შესრულებულიყო?
• უკონტროლო ინფლაცია
• საბანკო სექტორის კრიზისი
• საფინანსო ინსტიტუტების მოშლა
• სოციალური კატასტროფა  და ა.შ
ეს ყველაფერი იმთავითვე ჩაფიქრებული იყო სოციალური ბუნტის მოსაწყობად და სამოქალაქო დაპირისპირებისათვის, თუმცა მათ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ!
ამიტომაც,  გადავიდნენ გეგმა ბ-ზე:
როგორც სექტემბრამდე პერიოდში, ზოგიერთი თანამშრომელი აპირებს სამსახურიდან წასვლას და "დაინტერესებული" მედია საშუალებები ავითარებენ “ნარატივს”
- ეროვნული ბანკიდან კადრების გადინება ხდება, არის საკადრო ჩავარდნები და ეროვნული ბანკი საფრთხეშია. 
ანუ, რაც ვერ მოახერხეს ერთი ხელმოსმით, მცდელობაა ნელ-ნელა მოახდინონ...
სინამდვილეში რა ხდება და რა მდგომარეობაა:
ეროვნულ ბანკში, როგორც პრესა აღნიშნავს, 600-მდე თანამშრომელი მუშაობს.
ასევე, ყოველწლიურად ბევრი თანამშრომელი იღებს შემოთავაზებებს კერძო თუ საერთაშორისო მაღალანაზღაურებადი ორგანიზაციებიდან და შესაბამისად, ზოგიერთი მიდის. 
ეს ჩვეულებრივი პროცესია ისეთი, როგორიც 2022 წელს (40-მდე თანამშრომელმა დატოვა) და ისეთი, როგორიც 2023 წლის დასაწყისში, როდესაც ეროვნული ბანკის ხუთმა წამყვანი დეპარტამენტის უფროსმა დატოვა თანამდებობა. ანუ, მანამდე სანამ ნათია თურნავა მივიდოდა ბანკში. და თუ კი გადინების პროცესი ნორმალური იყო მაშინ, ახლა რაიმე პრობლემაა?
არა, პრობლემა სხვა რამეშია - ახლა მცდელობაა, რომ ეს პროცესი პოლიტიკური კომპონენტით გააჯერონ, სექტემბრის მოვლენებს დაუკავშირონ და ინსტიტუციას წერტილოვანი დარტყმები მიაყენონ....
ხან თანამშრომლის მიერ განცხადების პროტესტის ნიშნით დაწერით და ხან უკვე წასასვლელად გამზადებული თანამშრომლის საქმის წამოწევით, რომელსაც პარტიული მედიებით პროპაგანდირებენ.
ისე წამსვლელ “საბოტაჟნიკებს” მოგმართავთ-იქნებ გეყოთ გამბედაობა და ერთიანად წახვიდეთ სისტემიდან. ასე, ნაწილ-ნაწილ და  წია-წიად სიარული ცოტა სამარცხვინოა. თან ზოგი რომ შვებულებაში ხართ და ზოგი ნოემბრამდე იხვეწებით დარჩენას, ხელფასის მოლოდინში… ცოტა ღირსეულები იყავით და შესაბამისად მოიქეცით.
მოკლედ, როცა სოციალური ქარიშხალი ვერ გამოიწვიეს საზოგადოებაში, ჭიქაში დაიწყეს ატეხვა, რადგან სხვა გზა და გამოსავალი აღარ დარჩათ.
სახელმწიფო და მისი საფინანსო ინსტიტუტები კი აგრძელებენ მუშაობას, რაც 5 მილიარდი ლარით გაზრდილი ბიუჯეტითა და ეკონომიკის პოზიტიური დინამიკა/მდგრადობით გამოიხატება. ასე,რომ - “ფინიტა ლა კომედია!”“ - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე - მოვითხოვ, თუ სანქციების მექანიზმი ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ-თუ დავამატებთ, რომ საუბარია გამჭვირვალობის კანონზე, ვიქნები პირველი და უკანასკნელი კანონმდებელი, რომელიც დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებული კანონის მიღების გამო დასანქცირდა
ირაკლი კობახიძე: ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, გამოვხატე საქართველოს მზაობა ყველა მიმართულებით ინტენსიურ და მჭიდრო თანამშრომლობაზე
კახა კალაძე: შეძრწუნებული ვარ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე განხორციელებული თავდასხმის გამო
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, მთავრობის გასვლით სხდომაზე, დღეს უცხო პიროვნების თავდასხმის ობიექტი გახდა, რომლებმაც მისი მიმართულებით რამდენიმეჯერ გაისროლეს
ლევან ნიკოლეიშვილი გიორგი ოკმელაშვილის დაკავებაზე: ეს ადამიანი, კლიპმეიკერად რომ ასაღებენ, არის შსს-ს მიერ დაკავებული პოლიციელებზე მოძალადე - USAID კიდევ ბევრ ასეთ მოძალადეს აფინანსებთ?
არქივი