ეკა სეფაშვილი: ეკონომიკური კრიტერიუმები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც პოლიტიკური კრიტერიუმები. ეს ყველაფერი არის ჩვენი ძალიან მტკიცე ნაბიჯები ევროკავშირის მიმართულებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
133 13 ოქტომბერი 2023, 12:42
"ეკონომიკური კრიტერიუმები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც პოლიტიკური კრიტერიუმები. ეს ყველაფერი არის ჩვენი ძალიან მტკიცე ნაბიჯები ევროკავშირის მიმართულებით," - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი ეკა სეფაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ეკა სეფაშვილი ეხმაურება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ 2022-2028 წლების განახლებულ შეფასებას და გრძელვადიან პროგნოზებს, რომლის მიხედვით,
საქართველო სამი მიმართულებით გავიდა მსოფლიოში მეორე და მსოფლიოს აღმოსავლეთ ნახევარსფეროში (ევრაზია, აფრიკა, ავსტრალია, ოკეანეთი) პირველ ადგილზე.

მისი თქმით, ამ პროგნოზების მიხედვით გამოდის, რომ საქართველოს ეკონომიკა მდგრადად განაგრძობს ზრდას მომდევნო წლების განმავლობაში.

"მოკლედ საქართველოს ეკონომიკის მომავლის პროგნოზების შესახებ: 

12 ოქტომბერს, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2022-2028 წლების განახლებული შეფასება და გრძელვადიანი პროგნოზები გამოაქვეყნა.
საქართველო სამი მიმართულებით გავიდა მსოფლიოში მეორე და მსოფლიოს აღმოსავლეთ ნახევარსფეროში (ევრაზია, აფრიკა, ავსტრალია, ოკეანეთი) პირველ ადგილზე:
• ერთ სულ მოსახლეზე რეალური მშპ-ს ზრდა 2022-2028 წლები
• მშპ ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, ზრდის ტემპი 2022-2028 წლებში;
• მშპ ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, მუდმივ ფასებში ზრდის ტემპი 2022-2028 წლებში. 

მე, როგორც საერთაშორისო ეკონომიკის სპეციალისტმა, მინდა ცოტა უფრო მარტივი ენით განვმარტო, რაოდენ მნიშვნელოვანი და ყურადსაღები პროგნოზებია. ამ პროგნოზების მიხედვით, გამოდის ის, რომ საქართველოს ეკონომიკა მდგრადად განაგრძობს ზრდას მომდევნო წლების განმავლობაში. იქმნება ძალიან ბევრი პროდუქტი და მომსახურება. ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთი სკეპტიკოსის მიერ გამოთქმული აზრები, რომ აი, ინფლაცია ჭამს ხელფასებს, ცხოვრება ძვირდება და ა.შ. ინფლაციის მიუხედავად, ხალხის მიერ შრომით  გამომუშავებული ხელფასით შესაძლებელი იქნება მომავალში, კიდევ უფრო მეტი მომსახურების და პროდუქტის შეძენა. ჩვენი მთავრობის მიერ დაგეგმილი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, რომლის ძირითადი პრიორიტეტი სოციალური ამოცანებია, ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში  სოციალური ფონი კიდევ უფრო გაუმჯობესდება. ჩვენს ქვეყანაში კეთილდღეობის დონე ამაღლდება. 

2030 წლისათვის ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი იქნება 15 ათას დოლარზე მეტი. ეს არის ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ის გარემოება - საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება, თუ ასევე, არ დააკმაყოფილა ეკონომიკური კრიტერიუმები. 

ასე, რომ ეკონომიკური კრიტერიუმები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც პოლიტიკური კრიტერიუმები. ეს ყველაფერი არის ჩვენი ძალიან მტკიცე ნაბიჯები ევროკავშირის მიმართულებით“, - წერს ეკა სეფაშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე - მოვითხოვ, თუ სანქციების მექანიზმი ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ-თუ დავამატებთ, რომ საუბარია გამჭვირვალობის კანონზე, ვიქნები პირველი და უკანასკნელი კანონმდებელი, რომელიც დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებული კანონის მიღების გამო დასანქცირდა
ირაკლი კობახიძე: ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, გამოვხატე საქართველოს მზაობა ყველა მიმართულებით ინტენსიურ და მჭიდრო თანამშრომლობაზე
კახა კალაძე: შეძრწუნებული ვარ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე განხორციელებული თავდასხმის გამო
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, მთავრობის გასვლით სხდომაზე, დღეს უცხო პიროვნების თავდასხმის ობიექტი გახდა, რომლებმაც მისი მიმართულებით რამდენიმეჯერ გაისროლეს
ლევან ნიკოლეიშვილი გიორგი ოკმელაშვილის დაკავებაზე: ეს ადამიანი, კლიპმეიკერად რომ ასაღებენ, არის შსს-ს მიერ დაკავებული პოლიციელებზე მოძალადე - USAID კიდევ ბევრ ასეთ მოძალადეს აფინანსებთ?
არქივი