დავით ქართველიშვილი: უახლოეს სამ წელიწადში რუსეთის დამარცხება უკრაინას გაუჭირდება, ასე რომ, NATO-ში მას ალბათ ჯერ ვერ მიიღებენ და საკუთარ პერსპექტივებზე სწორება საქართველომ ამ მოცემულობის გათვალისწინებით უნდა განახორციელოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
181 17 ოქტომბერი 2023, 12:38
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი რუსეთ-უკრაინის ომის შესაძლო ხანგრძლივობასთან დაკავშირებით მიმოხილვას სოციალურ ქსელში აქვეყნებს. როგორც დავით ქართველიშვილი წერს, სავარაუდოდ, ომი დიდხანს გაგრძელდება და საკუთარ პერსპექტივებზე სწორება საქართველომ ამ მოცემულობის გათვალისწინებით უნდა მოახდინოს. „გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივა დაკავშირებულია ალიანსში ჯერ უკრაინის გაწევრიანებასთან, ხოლო ამისთვის მან ჯერ ომში რუსეთი უნდა დაამარცხოს, ლოგიკურია ჩვენი დაინტერესება რუსეთის ბრძოლისუნარიანობის მიმართ. ამიტომ, ჩავიხედოთ რუსეთის 2024-2026 წლებზე გათვლილი ბიუჯეტის პროექტის დეტალებში. ბიუჯეტის ძირითად ამოცანად განსაზღვრულია სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების პირობებში, ომის დაფინანსების შემდგომი უზრუნველყოფა, რაზეც თავისი გავლენა იქონია 2023 წლის იანვარი-სექტემბრის ბიუჯეტის შესრულების დადებითმა დინამიკამ. ამიტომ, მომდევნო სამი წლის ბიუჯეტი გათვლილია მშპ-ს ზრდაზე/ეკონომიკური აქტივობის გაფართოებასა და ნავთობის მაღალი ფასზე, რის გამოც იზრდება შემოსავლები და ხარჯები. ბიუჯეტის ზრდა უმთავრესად ეხება „ეროვნული თავდაცვის“ მუხლს, რომელიც აერთიანებს თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის დაფინანსების უდიდეს ნაწილს. არსებული 6.4 ტრილიონ რუბლიდან 2024 წელს ბიუჯეტის ეს ნაწილი იზრდება 10.7 ტრილიონამდე (107.8 მილიარდი აშშ დოლარი), რაც შეადგენს საერთო ხარჯების 29.4%-ს/მშპ-ის 6%-ს და არის საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის სამხედრო ხარჯების რეკორდული მოცულობა. პროგნოზების თანახმად, მინიმუმ 2-3 წლის განმავლობაში რუსეთს ექნება სანქციებთან გამკლავებისა და ომთან დაკავშირებული ხარჯების, ასევე, სხვა ვალდებულებების დაფინანსების საკმარისი რესურსი. ამიტომ, უკრაინის კრიზისში გარდატეხის შეტანისთვის მოსკოვი აქცენტს აკეთებს გრძელვადიან სტრატეგიაზე, რადგან კრემლის სავარაუდო ხედვით, დასავლეთს არ ექნება კიევის მხარდაჭერის შემდგომ წლებში გაგრძელების რესურსი, ხოლო საკუთარი, მათ შორის, ფინანსური შესაძლებლობების დემონსტრირებით ცდილობს სასურველი საინფორმაციო ფონის შექმნას და სათავისოდ მომგებიანი ფსიქოლოგიური ზეგავლენის მოხდენას კოლექტიურ დასავლეთზე. შუალედური დასკვნა: უახლოეს სამ წელიწადში რუსეთის დამარცხება უკრაინას გაუჭირდება, ასე რომ NATO-ში მას ალბათ ჯერ ვერ მიიღებენ და საკუთარ პერსპექტივებზე სწორება საქართველომ ამ მოცემულობის გათვალისწინებით უნდა განახორციელოს“, - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე - მოვითხოვ, თუ სანქციების მექანიზმი ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ-თუ დავამატებთ, რომ საუბარია გამჭვირვალობის კანონზე, ვიქნები პირველი და უკანასკნელი კანონმდებელი, რომელიც დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებული კანონის მიღების გამო დასანქცირდა
ირაკლი კობახიძე: ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, გამოვხატე საქართველოს მზაობა ყველა მიმართულებით ინტენსიურ და მჭიდრო თანამშრომლობაზე
კახა კალაძე: შეძრწუნებული ვარ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე განხორციელებული თავდასხმის გამო
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, მთავრობის გასვლით სხდომაზე, დღეს უცხო პიროვნების თავდასხმის ობიექტი გახდა, რომლებმაც მისი მიმართულებით რამდენიმეჯერ გაისროლეს
ლევან ნიკოლეიშვილი გიორგი ოკმელაშვილის დაკავებაზე: ეს ადამიანი, კლიპმეიკერად რომ ასაღებენ, არის შსს-ს მიერ დაკავებული პოლიციელებზე მოძალადე - USAID კიდევ ბევრ ასეთ მოძალადეს აფინანსებთ?
არქივი