დავით ქართველიშვილი: ჯერ უკრაინის, ხოლო ამჟამად ისრაელის ომზე მიმდინარეობს ამერიკის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გამდიდრება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
192 20 ოქტომბერი 2023, 11:52
აშშ-ს რესპუბლიკელები ღიად ადანაშაულებენ დემოკრატებს პალესტინასთან თანამშრომლობაში, ამიტომ კითხვებს ბადებ, რა მიზნით იყო ჩასული ბაიდენი თელ-ავივში“, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

ქართველიშვილის თქმით, დემოკრატიული პარტიის ამოცანებში შედის ფეთქებადსაშიშ რეგიონში დაამყარონ კონტროლირებადი ქაოსი და არამდგრადი მშვიდობა, პარალელურად საკუთარი ფონდების გამდიდრების მიზნით იქაურობის შეიარაღებით გადავსების გზით.





„ჩემი თავდაპირველი არასაექსპერტო, არამედ ანალიტიკური ვარაუდი, რომ ისრაელის პრემიერი მოახვედრეს ხაფანგში  დასტურდება მრავალი პირდაპირი, თუ ირიბი მტკიცებულებით. ამერიკაში კვლავ შეგვახსენა თავი მოძრაობა BLM-მ, რომელიც დემოკრატების ლობირებით შეიქმნა და დღეს ოფიციალურად უჭერს მხარს პალესტინას. მიუხედავად იმისა, რომ კრემლის ოფიციალური მხარდაჭერაც პალესტინის მხარეზე უფროა, ვიდრე ისრაელის  BLM-ს "რუსულ პროექტად" რატომღაც არ მოიხსენიებენ.

აშშ-ს რესპუბლიკელები ღიად ადანაშაულებენ დემოკრატებს პალესტინასთან თანამშრომლობაში, ამიტომ კითხვებს ბადებ, რა მიზნით იყო ჩასული ბაიდენი თელ-ავივში. რესპუბლიკელებს ამაზეც აქვთ პასუხი გაცემული: 1) ნეთანიაჰუს ჩასაძირად და 2) ფულის საკეთებლად. პანდემიის პერიოდში სწორედ დემოკრატებმა  უსაშველოდ გაამდიდრეს ქვეყნის ფარმაინდუსტრია.  ჯერ უკრაინის, ხოლო ამჟამად ისრაელის ომზე მიმდინარეობს ამერიკის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გამდიდრება.


შეიარაღებაზე ქვეყნის ბიუჯეტიდან თანხების მოძიებას ბაიდენის ადმინისტრაცია მშვიდობისმყოფელების მანტიით შემოსილი ცდილობს: უკრაინაში და ამჟამად ისრაელში მშვიდობის დასამყარებლად საჭიროა დიდი ოდენობით იარაღის მიწოდება. გენიალური ლოგიკაა. მედიაში უკვე ჩნდება ინფორმაცია, რომ პალესტინელთა საცავებში თავის გამოყენების ჟამს ელოდება უკრაინისთვის განკუთვნილი 100 ათასი რაკეტა ზედ დატანილი ისლამური ნახევარმთვარის გამოსახულებით. 


ბენიამინ ნეთანიაჰუ ასეთი სამშვიდობო პოლიტიკის წინააღმდეგია. ის კარგად ხვდება, რა ხაფანგში მოახვედრეს, მაგრამ უკიდურესობამდე დამარცხებულის როლში არ სურს პოლიტიკური ისტორიიდან გაქრობა. ამიტომაც სურს "გედის სიმღერად" ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციის ჩატარება. მაგრამ კაპიტოლიუმის პრო-პალესტინელი ებრაელები მას ამის გაკეთებაზე ნებართვას არ აძლევენ. დემოკრატიული პარტიის ამოცანებში შედის ამ ფეთქებადსაშიშ რეგიონში დაამყარონ კონტროლირებადი ქაოსი და არამდგრადი მშვიდობა, პარალელურად საკუთარი ფონდების გამდიდრების მიზნით იქაურობის შეიარაღებით გადავსების გზით. და რა თქმა უნდა, ბენიამინ ნეთანიაჰუს მოცილებით, რაზეც დიდი ხანია ოცნებობდნენ“, - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე - მოვითხოვ, თუ სანქციების მექანიზმი ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ-თუ დავამატებთ, რომ საუბარია გამჭვირვალობის კანონზე, ვიქნები პირველი და უკანასკნელი კანონმდებელი, რომელიც დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებული კანონის მიღების გამო დასანქცირდა
ირაკლი კობახიძე: ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, გამოვხატე საქართველოს მზაობა ყველა მიმართულებით ინტენსიურ და მჭიდრო თანამშრომლობაზე
კახა კალაძე: შეძრწუნებული ვარ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე განხორციელებული თავდასხმის გამო
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, მთავრობის გასვლით სხდომაზე, დღეს უცხო პიროვნების თავდასხმის ობიექტი გახდა, რომლებმაც მისი მიმართულებით რამდენიმეჯერ გაისროლეს
ლევან ნიკოლეიშვილი გიორგი ოკმელაშვილის დაკავებაზე: ეს ადამიანი, კლიპმეიკერად რომ ასაღებენ, არის შსს-ს მიერ დაკავებული პოლიციელებზე მოძალადე - USAID კიდევ ბევრ ასეთ მოძალადეს აფინანსებთ?
არქივი