რამდენიც არ უნდა სცადოთ, ვერ შეძლებთ ჩემს იგნორირებას და ჩემთან დაკავშირებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
146 20 ოქტომბერი 2023, 18:56

27 ოქტომბერს მექნება ჩართვა სასამართლო სხდომაზე. ახლავე ვაფრთხილებ ოლიგარქის ხელისუფლებას: ნუ შეეცდება მორიგ ჯერზე ჩემი ხმის დაბლოკვას! - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, თუ ლეპტოპით არ გამოდის, მობილური ტელეფონით უპრობლემოდ შეიძლება ამის განხორციელება.

„რამდენიც არ უნდა სცადოთ, ვერ შეძლებთ ჩემს იგნორირებას და ჩემთან დაკავშირებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” – „გამარჯვების პლატფორმის“ პოლიტიკური პროცესებიდან გათიშვას, იგნორირების, მანიპულირებისა და თქვენი ხელოვნური პროექტების წინ წამოწევის გზით.

რატომ ვერ შეძლებთ? პასუხი მარტივია. იმიტომ, რომ ჩვენ ყველაზე მეტად ჩვენი ხალხის ბედი გვაღელვებს.

მე გავწირე ჩემი თავიც ქართველი ხალხის დასახმარებლად და ხალხი ყველაფერს ხედავს და დარწმუნებული ვარ გადამწყვეტ მომენტში იტყვის თავის სიტყვას, ამ გადამწყვეტი მომენტისთვის კი მომზადება არის საჭირო.

ამიტომაც ეშინიათ და საბჭოთა კგბ-ს სტილში ახშობენ ჩემს გამოსვლებს, რათა ხალისი დამიკარგონ და თავის ჭკუით, რამენაირად ცუდი კუთხით გამომაჩინონ”,- აცხადებს სააკაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან ნიკოლეიშვილი: ირაკლი კობახიძის სტუმრობას თურქეთის რესპუბლიკაში თამამად შეიძლება ვუწოდოთ მაღალი დონის ვიზიტი. დარწმუნებული ვარ ძალიან მალე არამარტო სიტყვით, საქმითაც დადასტურდება
დავით ქართველიშვილი: აგვისტოს ომის "გმირი", დასავლეთ საქართველოში რუსი გენერლის სერგეი ჩაბანის პირადი მძღოლი, ზაზა გოროზიაც გამოჩნდა "ანტირუსულ" მიტინგზე
მამუკა მდინარაძე - მოვითხოვ, თუ სანქციების მექანიზმი ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ-თუ დავამატებთ, რომ საუბარია გამჭვირვალობის კანონზე, ვიქნები პირველი და უკანასკნელი კანონმდებელი, რომელიც დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებული კანონის მიღების გამო დასანქცირდა
ირაკლი კობახიძე: ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, გამოვხატე საქართველოს მზაობა ყველა მიმართულებით ინტენსიურ და მჭიდრო თანამშრომლობაზე
კახა კალაძე: შეძრწუნებული ვარ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე განხორციელებული თავდასხმის გამო
არქივი