სარეკლამო ადგილი - 1
976 x 90
დავით ქაართველიშვილი: საბაჟო სამსახურმა უკრაინაში შესული სამხედრო დანიშნულების 9 ათასი ტვირთიდან, რომელთა დაბინავების მისამართად თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილები იყო მითითებული, ადგილამდე ჩასული მხოლოდ 3 ათასი აღმოაჩინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
189 21 ოქტომბერი 2023, 14:28
"საომარი მოქმედებების პარალელურად, უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები პრეზიდენტ ზელენსკის გარშემო ოპტიმიზმის საშუალებას ნამდვილად არ იძლევა. ამის დამადასტურებელი რამოდენიმე ფაქტორი გავიხსენოთ: სექტემბერში აშშ-ში რბილად რომ ვთქვათ, მისი "ნელთბილი" მიღება, ოქტომბერში ჯერ რუმინეთის პარლამენტში ზელენსკის სიტყვით გამოსვლის ჩაშლა, ისრაელში მისი ვიზიტისთვის ფაქტიური უარის თქმა, მაშინ როდესაც თელავივს უპრობლემოდ ეწვია რამოდენიმე ევროპელი ლიდერი და ამერიკის პრეზდენტი," - ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, უკრაინის საბაჟო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკრაინის სამხედრო ნაწილებამდე მოსასვლელი ტვირთის 1/3 დაკარგულია.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, აუჯანყდა ზელენსკის მისი ყოფილი სპიკერი არესტოვიჩიც, რომელმაც ქვეყანა და მისი ხელისუფლება კორუფციასა და ათას უბედურებაში დაადანაშაულა. აქტიურად მუშაობს მექრთამეობა-კორუფციის გამოვლენის ფრონტზე ამერიკელების შექმნილი ანტიკორუფციული ბიურო (НАБУ), თვე არ გადის, ხმაურიანი დაჭერების შესახებ ინფორმაცია არ მივიღოთ.
„საომარი მოქმედებების პარალელურად, უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები პრეზიდენტ ზელენსკის გარშემო ოპტიმიზმის საშუალებას ნამდვილად არ იძლევა. ამის დამადასტურებელი რამოდენიმე ფაქტორი გავიხსენოთ: სექტემბერში აშშ-ში რბილად რომ ვთქვათ მისი "ნელთბილი" მიღება, ოქტომბერში ჯერ რუმინეთის პარლამენტში ზელენსკის სიტყვით გამოსვლის ჩაშლა, ისრაელში მისი ვიზიტისთვის ფაქტიური უარის თქმა, მაშინ როდესაც თელავივს უპრობლემოდ ეწვია რამოდენიმე ევროპელი ლიდერი და ამერიკის პრეზდენტი და ა.შ. აუჯანყდა ზელენსკის მისი ყოფილი სპიკერი არესტოვიჩიც, რომელმა ქვეყანა და მისი ხელისუფლება კორუფციასა და ათას უბედურებაში დაადანაშაულა. აქტიურად მუშაობს მექრთამეობა-კორუფციის გამოვლენის ფრონტზე ამერიკელების შექმნილი ანტიკორუფციული ბიურო (НАБУ), თვე არ გადის, ხმაურიანი დაჭერების შესახებ ინფორმაცია არ მივიღოთ. სკანდალის ფონზე დატოვა თავისი თანამდებობა თავდაცვის მინისტრმა რეზნიკოვმა, შავი ღრუბელია ჩამოწოლილი არაერთი უკრაინელი მაღალჩინოსნის თავზე. არანაირ საიდუმლოებას აღარ წარმოადგენს უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღების ახლო აღმოსავლეთის რეგიონში აღმოჩენის თაობაზე, სადაც ათობით ათასობით რაკეტაზე უბრალოდ ისლამური ნახევარმთვარის გამოსახულებაა დატანილი.
და აი მორიგი კატასტროფული ინფორმაცია: ქვეყნის საბაჟო სამსახურმა უკრაინაში შემოსული, სამხედრო დანიშნულების 9 ათასი ტვირთიდან, რომელთა დაბინავების მისამართად თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილები იყო მითითებული, ადგილამდე ჩასული მხოლოდ 3 ათასი აღმოაჩინა. რა იქნა ამ ტვირთების დანარჩენი 70%, ალბათ უკრაინის ფარგლებს გარეთ ძიების საგანია. ამ ყველაფრის ფონზე სავსებით ლოგიკურია აშშ-ს კონგრესის მიერ უკრაინისთვის ახალი სამხედრო პაკეტის გამოყოფის თაობაზე გამოჩენილი სკეპტიციზმი. გარდა ამისა, იგრძნობა ზელენსკის და მისი სახელისუფლებო გუნდის მიმართ მსოფლიოში დაგროვებული მზარდი უნდობლობა და უკმაყოფილება. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერც საბაჟო სამსახური და ვერც ანტიკორუფციული ბიურო ზელენსკის მთავრობის დამაზიანებელ ფაქტებს ასე სააშკარაოზე ვერ გამოიტანდნენ. შეგახსენებთ, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული ეხება "სტატუსმინიჭებულ" უკრაინას, რომლის ქართველი ფანატები დეტალურად ებღაუჭებიან ჩვენი ქვეყნისთვის ხელოვნურად თავსმოხვეულ 12-პუნქტიან "ხაფანგს". და მიუხედავად ამ ჩასაფრებისა და ანტისახელმწიფოებრივი დესტრუქციისა, საქართველოს და უკრაინის ურთიერთშედარება ამ უკანასკნელის სასარგებლოდ დღეს მხოლოდ უკიდურესად უსამშობლო და უსამართლო ბოროტ პოლიტიკურ ძალას თუ შეუძლია.“ - წერს ქართველიშვილი facebook - ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ჩიხელიძე: თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს ოპოზიციის ძირგამომთხრელი საქმიანობის შესახებ, რადგან მეორე ფრონტის გახსნის შემთხვევაში, რაც ოპოზიციის მიზანი იყო და არის, ომის სიმძიმე ყველას შეგვეხებოდა
გია აბაშიძე-ვითომ რუსული კანონის გამპროტესტებელი ადამ კინზინგერი "ქართულ ოცნებას" ვითომ აკრიტიკებს. ექს-კონგრესმენს, ქართველი ლიბძებილების დროებით კუმირს კინზინგერს გაქცეული ნაცჩინოვნიკები არ უხდიან
ვლადიმერ ბოჟაძე: ძალიან მარტივია დაინახო 2012 წლის შემდეგ, ქვეყნის წინსვლა და განვითარება, ძალიან მარტივია დაინახო განსხვავება 2012 წლამდე და 2012 წლის შემდგომ საქართველოს შორის, ძალიან მარტივია რადგან რიცხვები არ და ვერ იტყუებიან
დავით ქართველიშვილი რადიკალებს: ქართულ საზოგადოებაში ლეთარგიული ძილიდან გამოიღვიძა ქართულმა გენმა და ქართველობის კოდმა, ასე რომ, ტყუილად ნუ შეწუხდებით
ზურაბ ქადაგიძე სუს-ის განცხადებაზე-საქართველომ ყველა საშუალება და საერთაშორისო მექანიზმი უნდა გამოიყენოს ამ საქმეზე სამართლებრივი შედეგის მიღებისთვის. ყველა პირი იდენტიფიცირებული იქნას, დამკვეთები დადგენილი და ქართული მართლმსაჯულების წინაშე მკაცრად პასუხგებული
არქივი