თამარ ჩერგოლეიშვილი-ევროკავშირის მიერ შექმნილი კრიზისით სარგებლობა ვერ ხერხდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
263 24 ოქტომბერი 2023, 21:54
“თუ ბიძინა კანდიდატის სტატუსით დაჯილდოვდება, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის და მისი ოლიგარქად თვითდაწინაურებული საფულის - დავით კეზერაშვილის ბრალი”- ამის შესახებ “ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 


როგორც ჩერგოლეიშვილი აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილმა და დავით კეზერაშვილმა ისე აატალახეს ოპოზიცია და ისე დაცალეს ტვინისგან, რომ ევროკავშირის მიერ შექმნილი კრიზისით  სარგებლობა და დემოკრატიული გარდაქმნა ვერ ხერხდება. 



მისივე განცხადებით, თუ ასე მოხდა, გაჯეჯილებული ქოცების დამარცხება მოგვიწევს.





“ევროკავშირის, ამერიკის და მთლიანად დასავლეთის გინებაში თუ ბიძინა კანდიდატის სტატუსით დაჯილდოვდება, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის და მისი ოლიგარქად თვითდაწინაურებული საფულის - დავით კეზერაშვილის ბრალი. 

მათ ისე აატალახეს ოპოზიცია და ისე დაცალეს ტვინისგან, რომ ევროკავშირის მიერ შექმნილი კრიზისით  სარგებლობა და დემოკრატიული გარდაქმნა ვერ ხერხდება. 

შლეგი ბელადის და ალიექსპრესის ოლიგარქის მოზელილ დიმპიტაურში სატრანზიტო დერეფანიც დაკარგონ, არ უნდათ. 

აი ეს იქნება დასავლეთის გინებისთვის სტატუსით დაჯილდოვების რეალური ახსნა - რამდენი ფორმალური ახსნაც არ უნდა მოვისმინოთ.

თუ ასე მოხდა, გაჯეჯილებული ქოცების დამარცხება მოგვიწევს.” წერს ჩერგოლეიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის მაღალჩინოსანთა განცხადებაზე: ფარისევლობაა, როდესაც ინსტიტუციები, რომლებიც თავად არ აღიარებენ ეუთო/ოდირის საარჩევნო ანგარიშს, მოგვიწოდებენ კანონებზე ეუთო/ოდირის მომავალი ანგარიშების გათვალისწინებისკენ
ზაალ მიქელაძე: „უსამშობლოთა" გასაგონად: „ოცნებამ" „ოცნების ქალაქელებს" ოცნება რეალობად უქცია!!!
ნანა კაკაბაძე საკანონმდებლო ცვლილებებზე: დემოკრატია კანონების სიმკაცრით კი არა, მათი სამართლიანი გამოყენებით იზომება, თორემ სიმკაცრით რომ იზომებოდეს, ამერიკაში დიქტატურა ყოფილა. აგერ, სიკვდილით დასჯაც თითქმის მხოლოდ იქ არის შემორჩენილი
დავით ჩიხელიძე კაია კალასის და მარტა კოსის განცხადებაზე: ევრობიუროკრატებმა მორიგ ჯერზე გვაჩვენეს საკუთარი ორმაგი სტანდარტი და მიკერძოებულობა. არასერიოზულია მოწოდება, ვენდოთ იმ ორგანიზაციას, რომლის დასკვნას ევროკავშირი არ აღიარებს
გია აბაშიძე კაია კალასის და მარტა კოსის განცხადებაზე: ევროკრატებისა და მათი ნაცმარიონეტების მრავალსტანდარტიანობა - არჩევნებზე ეუთო/ოდირის ობიექტური დასკვნა არ აინტერესებთ, ხოლო კანონმდებლობაზე, თურმე ეუთო/ოდირს უნდა დაეკითხოს ხელისუფლება
არქივი